რა არის ფობია ?

Phobia ფობია

ობიექტის, აქტივობის ან სიტუაციის მდგრადი და ირაციონალური შიში, რომელიც მოჭარბებულობითა და უმიზეზობით ხასიათდება და ადამიანს რეალობას საფრთხის მომტანად აღაქმევინებს. 

ფობია შფოთვითი აშლილობის ერთ-ერთ ტიპს მიეკუთვნება, რომელიც წარმოადგენს სიტუაციის ან რაიმე ობიექტის მიმართ მუდმივ და გადაჭარბებულ შიშს. თავის მხრივ ფობიებს ცალკეული კლასიფიკაცია ახასიათებს, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ.

როგორც წესი, ფობია იწვევს შიშის სწრაფად აღმოცენებას . ადამიანები ცდილობენ შიშის გამომწვევი ობიექტისგან ან სიტუაციისგან თავის არიდებას, რომელიც საკმაოდ დიდი ენერგიას მოითხოვს მათგან, ხოლო თუ თავის არიდება ვერ მოხერხდა, ადამიანი განიცდის ძლიერ დისტრესს.

გამომწვევ მიზეზთა შორის, ძირითადად სახელდება გარემო პირობების გავლენა. შიშის შეძენის ასახსნელადყველაზე ხშირად მიმართავენპავლოვის კლასიკურ განპირობებულობას, რომლის მიხედვითაც, როდესაც ავერსიული სტიმული(ანუ ის რისგანაც ადამიანს თავის არიდება სურს) და ნეიტრალური სტიმული ერთმანეთთან ერთდროულად ხვდება, ადამიანის შიში ვრცელდება ნეიტრალურ სტიმულზეც.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც კონკრეტულ ოთახში მოთავსებულია ელექტრული შოკი(ავერსიული სტიმული), სუბიექტს შეიძლება დაეწყოს შიში არა მხოლოდ ელექტრულ შოკთან მიმართებაში, არამედ განზოგადდეს ოთახზეც .

ფობიების აღმოცენების შემდეგ მიზეზად განიხილავენ ე.წ დაკვირვებით სწავლას, რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც ჩვენ ვუყურებთ სხვა ადამიანს როგორ გამოხატავს შიშს რაიმეს მიმართ, ჩვენ შეიძლება ჩვენდა უნებურად დავისწავლოთ ეს. მაგალითად, როდესაც ბავშვი უყურე, თუ როგორ გამოავლინა შიში რომელიმე მშობელმა პირობითად, ძაღლის მიმართ, შემდგომში იმის ალბათობა, რომ ბავშვს ძაღლების მიმართ შიში განუვითარდება ძალიან დიდია.

ასევე, შიშის წარმოქმნის მიზეზი შეიძლება გახდეს, ინფორმაციის მიღება რაიმე მოვლენასთან ან ობიექტთან დაკავშირებით, რომელიც საფრთხის შემცვლელია. მაგალითად, ქვეწარმავლების შიში.

თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არსებითი მნიშვნელობა ენიჭება თვითონ შიშის ინტენსივობას, ხელის შემშლელად ევლინება თუ არა, როგორ ცდილობს ადამიანი მისგან თავის არიდებას და რამდენად აფერხებს მას ყოველდღიურ საქმიანობაში. ყველა შიში ფობიათა კატეგორიაში არ გადის და ზოგიერთი მათგანი საკმაოდ ბუნებრივი, თავდაცვითი რეაქციაა.

ფობიებისგან თავის დასაღწევად წარმატებით გამოიყენება კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია. ადამიანი უნდა დაუპირისპირდეს დისფუნქციურ აზრებს ან რწმენებს საკუთარი გრძნობების გათვალისწინებით, იმ მიზნით, რომ გააცნობიეროს, რომ მისი შიში ირაციონალურია.

გამოყოფენ ფობიების 3 დიდი კატეგორიას :

  • აგორაფობია - ეს არის შიში გაშლილი სივრცის მიმართ. თავის არიდება ისეთი სიტუაციებისგან, სადაც პიროვნება თავს ვერ გრძნობს უსაფრთხოდ ან რომლიდანაც ვერ გაიქცევა ( სავაჭრო ცენტრები, მაღაზიები).
  • სპეციფიკური ფობია -  კონკრეტული ობიექტის ან სიტუაციის ირაციონალური შიშია, რომელიც შესამჩნევად მოქმედებს ინდივიდის ფუნქციონირების უნარზე.
  • სოციალური ფობია -  ინტენსიური შიში ან შფოთვა სოციალური სიტუაციების გამო, რომლებშიც ინდივიდს სხვები შეიძლება აკვირდებოდნენ.

 სტატიის ავტორი: მარიამ იანტბელიძე

...

American Psychological Association (APA)

The American Psychological Association (APA) is a scientific and professional organization that represents psychologists in the United States. APA educates the public about psychology, behavioral science and mental health; promotes psychological science and practice; fosters the education and training of psychological scientists, practitioners and educators; advocates for psychological knowledge and practice to inform public policy; and champions the application of psychology to promote human rights, health, well-being and dignity.

მსგავსი სიახლეები

 

By accepting you will be accessing a service provided by a third-party external to https://psycho.center/

დახმარება

© 2018 psycho.center | By view.ge

Cron Job Starts