სოციალური შფოთვის აშლილობა

social-phobia სოციალური ფობია

სოციალური ფობია

სოციალური ფობიის იგივე სოციალური შფოთვის აშლილობის  არსებითი მახასაითებელია შესამჩნევი ან ინტენსიური შიში ან შფოთვა სოციალური სიტუაციების გამო, რომლებშიც ინდივიდს სხვები შეიძლება აკვირდებოდნენ.  ბავშვებში შფოთვა, შესაძლოა, თანატოლებთან ყოფნისას დროსაც გამოვლინდეს და არა — მხოლოდ მოზრდილებთან ურთიერთქმედებისას.

სოციალურ სიტუაციებში მოხვედრისას ამ ინდივიდებს ეშინიათ, რომ უარყოფით შეფასებას მიიღებენ; აწუხებთ, რომ მათ მშფოთვარედ, სუსტად, გიჟად, ბრიყვად, მოსაწყენად ან/და ბინძურად აღიქვამენ. მათ ეშინიათ, რომ ისე მოიქცევიან, რომ როგორღაც გამოავლენენ შფოთვის სიმტომებს, როგორებიცაა გაწითლება, ოფლიანობა, კანკალი, ენის დაბმა. ამ ადამიანებში სოციალური სიტუაციები თითქმის ყოველთვის ბადებენ შფოთვას.

ადამიანი, რომელსაც სოციალური ფობია აწუხებს, ფიქრობს, რომ სხვა ადამიანები ბევრად უკეთესები არიან საზოგადოებრივ საუბარში, ან სოციალურ სიტუაციაში. ისინი ცდილობენ ფოკუსირება მოახდინონ თითოეულ პატარა პატარა შეცდომაზე, რომელიც მათ სოციალურ სიტუაციაში შეემთხვათ და შემდეგ ზედმეტად გაზვიადონ.

სოციალური შფოთვის მქონე ზოგიერთ ადამიანს ახასიათებს სპეციფიკური ფობიები, მაგალითად ზოგს ეშინია საჯარო გამოსვლების, ზოგ შემთხვევაში კი შიშები ზოგად სახეს ატარებს და ეშინიატ ზოგადად ნებისმიერი სოციალური სიტუაციის, უცხო ადამიანებთან საუბრის და სხვა. ზოგიერთ იშვიათ შემთხვევებში, სოციალური შფოთვა შეიძლება გამოიწვიოს იმის შიშმა, რომ გამოიყენოს საზოგადოებრივი დასვენების ოთახი, ჭამოს გარეთ, ან ტელეფონით ისაუბროს, როდესაც სხვებთან ერთადაა.

სოციალური შფოთვის აშლილობა ხშირად ერევათ ხოლმე სიმორცხვეში, თუმცა ამ ორ მდგომარეობას შორის არსებითი სხვაობებია. ასე მაგალითად, მორცხვი ადამიანი შეიძლება არ გრძნობდეს თავს კომფორტულად უცხო ხალხის გარემოში, თუმცა ისინი არ განიცდიან იმ ექსტრემალურ შფოთვას, რაც სოციალური ფობიის მქონდე ადამიანებს ახასიათებთ. ასევე, მორცხვი ადამიანები თავს არ არიდებენ სოციალურ სიტუაციებს, რასაც ვერ ვიტყვით სოციალური ფობიის მქონე ადამიანებზე. 

ხშირ შემთხვევებში კი, სოციალური ფობიის მქონდე ადამიანები სულაც არ არიან მორცხვები, ისინი შფოთვას განიცდიან კონრეტულ სიტუაციებში, მაგალითად როდესაც საქმე ეხება საჯარო გამოსვლას ან ხალხმრავალ ადგილას მოძრაობისას, როდესაც ყურადღება მასზეა გადმოტანილი. 

სოციალური შფოთვის აშლილობის სიმპტომები შემდეგნაირად შეიძლება წარმოვადგინოთ : 

  • მნიშვნელოვნად გამოხატული და მუდმივი შიში ერთ ან რამდენიმე სოციალურ სიტუაციაში, როდესაც ადამიანს უწევს უცხო ხალხთან კონტაქტი ან უნდა მიიღოს მათი მხრიდან შეფასება. ინდივიდი შიშობს, რომ რაიმე მხრივ გამოავლენს თავის ნერვიულობას, რაც მისთვის აღიქმება როგორც სამარცხვინო და დამამცირებელი. შენიშვნა: ბავშვების შემთხვევაში, უნდა არსებობდეს მტკიცებულება, რომ ბავშვები შფოთვას ავლენენ თანატოლებთან ურთიეთობისას და არამარტო უფროსი ასაკის ადამიანებთან.
  • DSM-5- ის თანახმად, დიაგნოზი შეიძლება დაისვას, თუ შიში წარმოიქმნება სოციალური საქმიანობების სიტუაციებში.
  • სოციალურ სიტუაციებს, რომელიც შიშს იწვევს ადამიანში, თან ახლავს პანიკური შეტევები. შენიშვნა: ბავშვებში შფოთვა შეიძლება გამოიხატოს ტირილით, შეცივნებით, ტანტრუმების მოწყობით.
  • ადამიანი იაზრებს, რომ შიში გადაჭარბებული ან არაგონივრულია. შენიშვნა: ბავშვებში, ეს თვისება შეიძლება არ იყოს.

სტატიის ავტორი: მარიამ იანტბელიძე

გამოყენებული ლიტერატურა 

...

Psych Central - Trusted mental health, depression, bipolar, ADHD & psychology

Home of down-to-earth, reliable, objective mental health symptoms and treatment information. Since 1995, Psych Central has been an independent source of education on mental disorders and mental illness. We're here to help.

მსგავსი სიახლეები

 

By accepting you will be accessing a service provided by a third-party external to https://psycho.center/

დახმარება

© 2019 psycho.center | By view.ge

Cron Job Starts