სპეციფიკური ფობია

phobias სპეციფიკური ფობია

 კონკრეტული ობიექტის ან სიტუაციის ირაციონალური შიში, რომელიც შესამჩნევად მოქმედებს ინდივიდის ფუნქციონირების უნარზე.

სპეციფიკური ფობია წარმოადგენს კონრეტული ობიექტის ან სიტუაციის ირაციონალურ შიშს, რომელიც შესამჩნევად მოქმედებს ინდივიდის ფუნქციონიერების უნარზე. ნებისმიერი ადამიანი განიცდის სპეციფიკურ ფობიებს, გარკვეული საგნების ან სიტუაციების ინტენსიურ, ირაციონალურ შიშებს - როგორებიცაა ცხოველების, ჩაკეტილი ადგილების, სიმაღლეების, ესკალატორების, გვირაბების, წყლის, ფრენის და კიდევ მრავალი სხვა. ეს ფობიები არ არის უბრალოდ შიში, იგი არის საკმაოდ გადაჭარბებული და რაც ყველაზე მთავარია - ირაციონალური. 

ფობიების მქონე მოზარდები აცნობიერებენ, რომ მათი შიშები არარაციონალურია, მაგრამ ხშირად გამკლავება, ან თუნდაც პირისპირ შეხედვა შიშის ობიექტზე ან სიტუაციაზე იწვევს პანიკურ შეტევას ან ძლიერ შფოთვას.

სპეციფიკური ფობიები ყველაზე გავრცელებულია, განსაკუთრებით მაღალი სიხშირით გვხვდება ქალებში და ოჯახის წევრებს შორის, რაც შეიძლება განპირობებული იყოს გენეტიკური ფაქტორებით ან სხვაზე დაკვირვებით ათვისებული(დასწავლილი) ქცევა. 


DSM-5-ში აღწერილია სპეციფიკური ფობიების ოთხი ტიპი:

  • (1) სისხლის-ინიექციის-ჭრილობის ფობია, როდესაც ინდივიდს ეშინია, მაგალითად, სისხლის დანახვისა და ჭრილობაზე ფიქრისაც კი;
  • (2) სიტუაციური ფობია, როგორიცაა, მაგალთად, ლიფტების, მატარებლების ან თვითმფრინავების შიში;
  • (3) ბუნებრივი გარემოების შიში, მაგალითად, ჭექა-ქუხილის, მიწისძვრის ან წყალდიდობის ირაციონალური შიში
  • (4) ცხოველების ფობიები, რომელთა უამრავი ნარისახეობა არსებობს, როგორიცაა ყველაზე გავრცელებული გველების, ობობებისა და ძაღლების შიში.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შიშს უნდა ჰქონდეს მუდმივი ხასიათი და უნდა გრძლდებოდეს მინიმუმ 6 თვის განმავლობაში, რათა სპეციფიკური ფობიის დიაგნოზი დაისვას.​ ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს შიშის და შფოთვის გამოვლენის ხარისხს, რომელიც სტანდარტულად არსებულ საშიშროებაზე დიდად გადაჭარბებულია. ფობიური ვითარება ან სიტუაციების თავიდან აცილება კი იწვევს ძლიერ შფოთვას ან დისტრესს.


 სტატიის ავტორი: მარიამ იანტბელიძე

გამოყენებული ლიტერატურა

მსგავსი სიახლეები

 

By accepting you will be accessing a service provided by a third-party external to https://psycho.center/

დახმარება

© 2019 psycho.center | By view.ge

Cron Job Starts