საზოგადოება უმეტესწილად უარყოფითად არის განწყობილი დამოკიდებულებების მქონე ადამიანების მიმართ და დღემდე ვხვდებით მითებს, რომლებიც ახდენს ამ ადამიანთა დისკრიმინაციას.
დამოკიდებულება სხვადასხვა ნივთიერებებზე, ალკოჰოლზე თუ აზარტულ თამაშებზე(ლუდომანია) თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. ჩვეულებრივ, მათთან დამოუკიდებლად გამკლავება ხშირ შემთხვევაში ადამიანის ძალებს აღემატება და საჭიროებს დამატებით დახმარებას.