5 მითი, რომლებიც ხელს უშლის ადამიანს გათავისუფლდეს დამოკიდებულებულებესგან

damokidebulebebi.miti დამოკიდბეულებები.მითი

ადამიანები, რომლებიც განიცდიან დამოკიდებულებებს, იქნება ეს ნარკომანია, ალკოჰოლიზმი თუ ლუდომანია, ყველაზე მეტად საჭიროებენ ახლობლების, მეგობრებისა და სოციუმის გვერდში დგომას. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ადამიანმა დაძლიოს თავისი მდგომარეობა, შემართებით და იმედის თვალით შეხედოს მომავალს.

თუმცა, წამწუხაროდ, საზოგადოება უმეტესწილად უარყოფითად არის განწყობილი ასეთი ადამიანების მიმართ და დღემდე ვხვდებით მითებს, რომლებიც ახდენს ამ ადამიანთა დისკრიმინაციას.

ქვემოთ წარმოგიდგენთ, 5 მითს, რომლებიც ყველაზე მეტად უშლის ხელს ადამიანს გათავისუფლდეს დამოკიდებულებებისგან.

#1. ნარკომანები, ალკოჰოლიკები, ლუდომანები... ცუდი ხალხია, რომლებიც იმსახურებენ დასჯას.

თუ ადამიანს უვითარდება დამოკიდებულება რაიმეს მიმართ, იქნება ეს კაცი თუ ქალი, მდიდარი თუ ღარიბი, ახალგაზრდა თუ მოხუცი, საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ ისინი ცუდი, ამორალური ან სუსტი ნებისყოფის ადამიანები არიან.

მართლია, რომ ისინი ხშირად მიმართავენ არაპატიოსნურ ქმედებებს, იპარავენ, იტყუებიან და ა.შ. თუმცა ეს გამოწვეულია ტვინში მიმდინარე ცვლილებებით და უნდა გვახსოვდეს, რომ კარგი ადამიანებიც ახორციელებენ ხანდახან ცუდ ქმედებებს და მათ დასახმარებლად, საჭიროა მკურნალობა და არა ე.წ დასჯა.

#2 დამოკიდებულება არჩევანია.

ადამიანები ისევე არ ირჩევენ იყვნენ რაიმეზე მიჯაჭვულები, რამდენადაც არ ვირჩევთ რაიმე სახის დაავადება დაგვემართება თუ არა. გენეტიკა წარმოადგენს დამოკიდებულების ჩამოყალიბების რისკის დაახლოებით ნახევარს; მეორე ნახევარს კი შეადგენს ისეთი გარემო ფაქტორები, როგორიცაა ოჯახური ცხოვრება, აღზრდა და თანატოლთა გავლენა.

# 3 ადამიანი დამოკიდებულებას განიცდიან რაიმე ერთი ტიპის ნივთიერების მიმართ.

ადრე მიიჩნეოდა, რომ წამალ დამოკიდებულება მხოლოდ ერთი რომელიმე კონკრეტული საშუალების მიმართ ყალიბდებოდა, თუმცა დღესდღეისობით ნივთიერებების სამი ან მეტი კლასის გამოყენება ნორმალური მოვლენაა. ზოგი ადამიანი იყენებს ნივთიერებას უფრო ინტენსიური, მაღალი განწყობის შესაქმნელად (მაგ: კოკაინისა და ჰეროინის შერწყმა), ზოგი კი იღებს ზოგიერთ პრეპარატს სხვა წამლის არასასურველი ეფექტების საწინააღმდეგოდ (მაგ: ალკოჰოლის გამოყენება სტიმულატორების მოსაშორებლად), ზოგი კი იმ პირველადი ნივთიერების ჩასანაცვლებლად იყენებს ისეთ ნივთიერებას, რომელიც მოცემულ სიტუაციაში უფრო ხელმისაწვდომია(მაგ: ოპიატების და ჰეროინის ურთიერთგანაცვლებით გამოყენება).

ადამიანები, რომლებიც ბოროტად მოიხმარენ სხვადასხვა ნივთიერებებს, უფრო მეტად ახასიათებთ მენტალური პრობლემები და უფრო რთულია მათი მკურნალობა.

# 4 ადამიანი, ვინც სარეცეპტო მედიკამენტებზე ხდება დამოკიდებული, განსხავდება იმ ადამიანისგან ვინც არალეგალურ ნივთიერებებზე ხდება დამოკიდებული.

"ლეგალური" მედიკამენტების გამოყენება უფრო ნაკლებ სტიგმას იწვევს საზოგადოებაში, ვიდრე უკანონო ნარკოტიკების მოხმარება. არსებობს გავრცელებული მცდარი მოსაზრება, რომ ისინი უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ე.წ „ქუჩის წამლები".

თუმცა ეს ასე არ არის. როდესაც ადამიანი დანიშნულ მედიკამენტებს იღებს უფრო დიდი დოზით ან უფრო ხშირად, ვიდრე ეს დანიშნული აქვს, ის ისევე ახდენს გავლენას ტვინის იმავე უბნებზე, როგორც ე.წ არალეგალური წამლები და აყალიბებს დამოკიდებულების იმავე რისკს.

#5 მკურნალობა უნდა წარიმართოს იზოლირებულ ადგილას, ხალხისგან რაც შეიძლება განცალკევებით.

როგორც სტატიის დასაწყისშიც აღვნიშნეთ, ადამიანებს ვისაც დამოკიდებულებები აქვთ ჩამოყალიბებული საჭიროებენ ხალხის თანადგომას. ზედმეტი იზოლაცია კი, კიდევ უფრო ამძიმებს მათ მდგომარეობას. 

სტატიის ავტორი: მარიამ იანტბელიძე

გამოყენებული ლიტერატურა 

მსგავსი სიახლეები

 

By accepting you will be accessing a service provided by a third-party external to https://psycho.center/

დახმარება

© 2019 psycho.center | By view.ge

Cron Job Starts