პანიკური აშლილობისთვის დამახასიათებელია პანიკის განმეორებითი შეტევები, რომელსაც თან ახლავს ოფლიანობა, კანკალი, სუნთქვის უკმარისობა ან ჩხუბის შეგრძნება, გულისცემის მომატება ან გულისცემის სწრაფი სიხშირე და შფოთვის გრძნობა.
ასეთი შეტევები ხშირად ხდება მოულოდნელად, გაფრთხილების გარეშე. ადამიანები, რომლებიც პანიკის შეტევებს განიცდიან, ხშირად შიშობენ, თუ როდის მოხდება შემდეგი ეპიზოდი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი ნორმალური საქმიანობის შეცვლა ან შეზღუდვა.
პანიკური აშლილობის დაწყების საშუალო ასაკი 20-24 წელია. მცირე რაოდენობის შემთხვევებში ბავშვობაშიც შეიძლება დაიწყოს და, როგორც წესი, არ იწყება 45 წლის შემდეგ. იგი საკმაოდ გავრცელებულია, მოსახლეობის დაახლოებით 2.7% აკმაყოფილებს პანიკური აშლილობის კრიტერიუმებს, 4.7% კი ცხოვრებაში ერთხელ მაინც ხვდება ამ კატეგორიაში.
პანიკის აშლილობა ასოცირდება სოციალური, პროფესიული და ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობების მაღალ დონესთან. ხშირად გვხვდება აგორაფობიასთან ანუ ხალხმრავალი ადგილებისა და ღია სივრცის შიშთან ერთად.
პანიკური აშლილობის გაგება შეუძლებელია ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორების ურთიერთქმედების განხილვის გარეშე, რომლებიც ინტეგრაციულ მიდგომას გვთავაზობენ, რომლის მიხედვით, ყველა ჩვენგანი მეტ-ნაკლებად მოწყვლადია სტრესისამი. ეს არის ყოველდღიურ ცხოვრებისეული მოვლენებზე ჭარბად რეაგირების ზოგადი ნეირობიოლოგიური ტენდენცია. თუმცა, ზოგიერთი ადამიანისგან სხვებზე მეტად არის მოსალოდნელი, რომ სტრესის გამომწვევ მოვლენებთან შეჯახებისას განგაშის რეაქცია ექნებათ. ინდივიდის გონებაში კონკრეტული სიტუაციები სწრაფად ასოცირდება გარეგან და შინაგან მიმნიშნებლებზე, რომლებიც პანიკური შეტევის დროს გვაქვს.
გთავაზობთ DSM-5-ის დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს, რომლებიც დაგეხმარებათ პანიკური აშლილობის ამოცნობაში :
1) პანიკის განმეორებითი მოულოდნელი შეტევები. პანიკის შეტევა ინტენსიური შიშის ან დისკომფორტის უეცარი შემოტევაა, რომელიც რამდენიმე წუთში აღწევს პიკს და რომლის დროსაც ქვემოთ ჩამოთვლილიდან ოთხი (ან მეტი) სიმტომი იჩენს თავს:
2) სულ მცირე ერთ-ერთ შეტევას 1 ან მეტი თვის განმავლობაში, უნდა მოჰყვებოდეს ერთი ან ორივე ქვემოთ აღწერილი:
სტატიის ავტორი: მარიამ იანტბელიძე
გამოყენებული ლიტერატურა
APA, (2013). DSM-5TM, Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders, 5th edition. American Psychiatric Assosiation, Washington, DC; London, England.
By accepting you will be accessing a service provided by a third-party external to https://psycho.center/
© 2018 psycho.center | By view.ge