სტრესის მახასიათებლები

stresis maxasiateblebi სტრესის მახასიათებლები

​ პირველი, რაც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს სტრესთან მიმართებაში, ის არ განვიხილოთ როგორც კარგი ან ცუდი, არამედ წარმოვიდგინოთ როგორც შუალედური სივრცე რომელიც არსებობს ჩვენს მოთხოვნილებასა და შესაძლებლობებს შორის. ეს მართლაც მხოლოდ ის ინფორმაციაა, რომლითაც ჩვენი ტვინი ცდილობს გვითხრას, რომ რაღაცები უნდა შეცვალოთ, რაღაც ახალ სიტუაციას უნდა მოვერგოთ.

თუ ვფიქრობთ, რომ რაიმე სიტუაციასთან მარტივად შეგვიძლია გამკლავება ან მორგება, ამ ტიპის სტრესს ტოლერანტულს ვუწოდებთ. როდესაც ჩვენ გვაქვს რესურსები სტრესთან გასამკლავებლად და ერთგვარ მოქმედებასაც ვასრულებთ, სტრესი დროებითია და რეალურად შეიძლება სასარგებლოც კი. მას ასევე შეუძლია დამატებითი ენერგია მოგვცეს, სიტუაციის მარტივად გადასალახად.

რეალური გამოწვევა იწყება მაშინ, როდესაც ჩვენ არ გვჯერა, რომ ჩვენ შეგვწევს ძალა და უნარი რომ სტრესს გავუმკლავდეთ, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ უბრალოდ ვნებდებით და იმედი გვაქვს, რომ ის თავისით გაქრება ან იმდენ ხანს გაგრძელდება, რომ ქრონიკულ ან გრძელვადიან სახეს მიიღებს. ასეთ შეთხვევაში, ქრონიკული სტრესი ჩვენს წინააღმდეგ იწყებს მომართვას, ჩვენსავე დასაცავად.

იმის მაგივრად, რომ მეტი ენერგია, ყურადღება და უფრო მაღალი იმუნური სისტემა გვქონდეს, გახანგრძლივებული სტრესი გვფიტავს, გვაკარგვინებს კონრენტაციის უნარს და შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემებიც კი შეგვიქმნას. სინამდვილეში, სწორედ ეს ქრონიკული სტრესია სამედიცინო ვიზიტების უმეტესი ნაწილის მიზეზი.

სტრესის კიდევ ერთ ასპექტს წარმოადგენს ის, რომ ძალზე გადამდებია. ოდესმე გიგრძვნიათ ოთახში შემოსული სხვა ადამიანის სტრესი ? რას იტყოდით სტრესის თანაგანცდაზე, შეტყობინებების საშუალებით ? რეალურად, სტრესი შეიძლება გრიპზე გადამდებიც კი იყოს.

ჩვენ ყოველთვის ვავრცელებთ ჩვენს სტრესს გარშემომყოფებში და ასევე მათგანაც ვიღებთ მას, რაც კიდევ უფრო მეტად ქრონიკულს და უკონტროლოს ხდის მას. 

ასევე, სტრესი საკამოდ დიდ დამოკიდებულებას იწვევს. შეიძლება არარეალურად ჟღერდეს, მაგრამ სტრესი სინამდვილეში მოქმედებს ტვინის იგივე ჯილდოს მიღების გზებზე, როგორც სხვა ნარკოტიკული ნივთიერებები.იფიქრეთ ამაზე, თქვენს ტვინს ნამდვილად სურს გახსოვდეს სტრესული საგნები, რათა მომავალში თავიდან აიცილოთ ისინი. ენერგიამ, რომელსაც სტრესისგან ვიღებთ, შეიძლება დამოკიდებულება გამოიწვიოს.

სტრესი იქცევა პრობლემად, როდესაც ჩვენ ვგრძნობთ უმწეობას, რომ არ ვიცით რა გავაკეთოთ, როდესაც ძალიან ბევრი სტიმული მივიღეთ ერთდროულად, ან როდესაც ის ძალიან დიდხანს გაგრძელდება.  იმ გამოწვევების ცოდნა, რომელიც სტრესის დროს ხდება, ძალიან მნიშვნელოვანია, მასთან გასამკლავებლად და ჩვენთვის სასიკეთო კუთხით შემოტრიალებისთვის.

სტატიის ავტორი: მარიამ იანტბელიძე 

მსგავსი სიახლეები

 

By accepting you will be accessing a service provided by a third-party external to https://psycho.center/

დახმარება

© 2019 psycho.center | By view.ge

Cron Job Starts