გაუმკლავდით სტრესს დამოუკიდებლად

selfcarepost სტრესთან გამკლავება

ჩვენი სხეული სტრესზე საკმაოდ სწრაფად რეაგირებს, ტვინი გადადის ე. წ ბრძოლის რეჟიმში: გული უფრო სწრაფად ცემს, სუნთქვა ხშირდება და კუნთები იძაბება. ეს განსაკუთრებით არასასიამოვნოა მაშინ, როდესაც არ გაქვთ დრო ან სიტუაცია, რომ საკუთარ თავთან ხანგრძლივი საუბარი გქონდეთ.

სწორედ ამიტომ, ძალიან სასარგებლოა სტრესის შემამსუბუქებელი სტრატეგიები, რომლებიც შეგიძლიათ სიტუაციურად სწრაფად გამოიყენოთ. გთავაზობთ 7 ახალ, მარტივ და სწრაფ გზას, რომელიც დაგეხმარებათ გაააქტიუროთ ტვინის სხვადასხვა ქსელები, ვითარების განსამუხტად და საკუთარი თავის დასამშვიდებლად.


1.  გაიაზრეთ, ზუსტად როდის, რა მომენტში დაგეწყოთ სტრესის განცდა.

სტრესის მდგომარეობაში, თქვენი ტვინი გადადის ბრძოლისა და გაქცევისთვის მზადყოფნის მდგომარებაში. ეს ხდება იმის გამო, რომ სტრესორები, რომლებსაც ჩვენი წინაპრები განიცდიდნენ, იყო უფრო მწვავე და ფიზიკურ ზემოქმედებასთან დაკავშირებული. 

თუ თქვენ ივარჯიშებთ დააკვირდეთ სტრესის პირველ ნიშნებს, მისგან თავის დაცვა ადრეულ ეტაპზევე შეგიძლიათ, სანამ მთლიანად მოიცავს თქვენს გონებას.

2. არეგულირეთ სუნთქვა

ჩაისუნთქეთ ღრმად, ეცადეთ, რომ თქვენი სუნთქვა იყოს ნელი და რითმული. ეს დაეხმარება თქვენს სხეულს განტვირთვასა და მოდუნებაში. როდესაც, თქვენ მშვიდად სუნთქავთ, სისხლი თქვენი კიდურებიდან მიედინება შიდა ორგანოებისკენ, რადგან თქვენი ტვინი ვარაუდობს, რომ აღარ გჭირდებათ ბრძოლა ან თავდაცვა. 

ნელი, რიტმული სუნთქვის ვარჯიშისთვის, ჩაისუნთქეთ ცხვირით 5 თვლაზე, შეისვენეთ 2 თვლამდე და შემდეგ, ამოისუნთქეთ ცხვირის ან პირის ღრუს მეშვეობით 6 თვლაზე. თუ ეს გერთულებათ, მაშინ შეგიძლიათ დაიწყოთ: 4 თვლა ჩასუნთქვა, 2 თვლა შესვენება, 4 თვლა ამოსუნთქვა და შემდეგნელ-ნელა გაზარდეთ დრო.

3. აღწერეთ სამი რამ, რასაც ახლა ხედავთ.

აღწერეთ სამი რამ, რასაც თქვენს გარშემო ხედავთ თავის ზომის, ფორმის, ფერის და ტექსტურის მიხედვით. მაგალითად, თქვენ ახლა ხედავთ, დიდ, ოთხკუთხედ, ხის ყავისფერ სავარძელს. ამის გაკეთება შეგიძლიათ, როგორც შენობაში, ასევე გარეთ.

მოცემული სავარჯიშო დაგეხმარებათ, თქვენი ყურადღება გადმორთოთ დღევანდელობაზე და გაანეიტრალოთ თქვენი შეგრძნების ინტენსივობა. ეს ასევე, შეგიმსუბუქებთ უსიამოვნო შეგრძნებებს და შიშებს იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში. 

4. შეხედეთ ბუნების სცენის სურათს

ბუნების სურათის ყურება აჩქარებს თქვენი ნორმალური გულის ცემის აღდგენას.კვლევებით დადგენილია, რომ ისინი, ვინც სტრესულ სიტუაციაში უყურებს ხეების ან ნებისმიერ ბუნებასთან დაკავშირებულ სურათებს, აღენიშნებათ ნორმალური გულისცემის დაარტერიული წნევის უფრო სწრაფი აღდგენა.

5. გარდაქმენით სტრესი უბრალო აღელვებად

იმის ნაცვლად, რომ შეეცადოთ დაწყნარებას, იფიქრეთ თქვენი სტრესის მიერ წარმოქმნილი ენერგიის ათვისებაზე, რაც დაგეხმაროთ შრომისუნარიანობისა და მოტივაციის ამაღლებაში.იფიქრეთ დავალების შესრულებისთვის საჭირო მოტივაციაზე, ან იმ იდეებზე, რომელთა გარდაქმნაც გსურთ.

კვლევებით დასტურდება, რომ ის ადამიანები, რომლებმაც სტრესისა და შფოთვის დროს, თავის დამშვიდების ნაცვლად, მისი გადააზრება მოახდინეს, როგორც უბრალოდ აღელვებად , უკეთესად ასრულებდნენ დავალებებს და უფრო პოზიტიური გრძნობები ჰქონდათ მის შესრულებაზე, ვიდრე მათ, ვინც ცდილობდა დამშვიდებას.

6. გაიმართეთ წელში

რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჩანდეს, წელში გამართული ჯდომა, არა მარტო თავდაჯერებულობას გმატებთ, არამედ რეალურად ამცირებს სტრესის ჰორმონებს.კვლევებით დასტურდება, რომ ადამიანებს, რომლებიც წელში მოხრილები ასრულებდნენ საპასუხისმგებლო დავალებებს, განიცდიდნენ უფრო მეტ სტრესსა და დაძაბულობას, ვიდრე ის ადამიანები, ვინც იგივე დავალებას წელში გამართული აკეთებდა.წელში გამართული პოზა ზრდის ტესტოსტერონს და ამცირებს სტრესის ჰორმონის კორტიკოლის დონეს. ეს, კი ამცირებს სტრესს და უფრო მტკიცეს და თავდაჯერებულს ხდის.

7. მარჯვენა მუშტი რამდენჯერმე მოკეცეთ და შემდეგ გაშალეთ.

მარჯვენა ხელის მტევნის მოკეცვა ააქტიურებს ტვინის მარცხენა მხარეს, რომელიც მეტად ვერბალური და ლოგიკურია. ხოლო ტვინის მარჯვენა მხარე კი უფრო ემოციურია.

ასე, რომ თუ თქვენ განიცდით შფოთვას, შიშს ან სტრესს ( რომელიც მარჯვენა ტვინის ფუნქციაა), ხელის მოცემული მანევრირებით, გააქტიურეთ ტვინის მარცხენა მხარე, რომელიც დაგეხმარებათ, რომ სიტუაციასთან დაკავშირებით იფიქროთ ლოგიკური გზებით.

სტატიის ავტორი: მარიამ იანტბელიძე

გამოყენებული ლიტერატურა 

...

Psychology Today: Health, Help, Happiness + Find a Therapist

View the latest from the world of psychology: from behavioral research to practical guidance on relationships, mental health and addiction. Find help from our directory of therapists, psychologists and counselors.

მსგავსი სიახლეები

 

By accepting you will be accessing a service provided by a third-party external to https://psycho.center/

დახმარება

© 2019 psycho.center | By view.ge

Cron Job Starts