ფროტერიზმიპარაფილიის ანუ სექსუალური აგზნებადობის აშლილობების ერთ-ერთ სახეს წაარმოადგენს. მოცემული აშლილობისმქონდე ინდივიდისთვის დამახასიათებელია სხვა ადამიანების სასქესო ორგანოებზე შეხება, მისი ნებართვის და სურვილის გათვალისწინების გარეშე, რომლითაც იღებენ სექსუალურ სიამოვნებას.ისინი მსგავს ქმედებებს ძირითადად საჯარო სიტუაციებში აკეთებენ.
შეიძლება აღმოცენდეს ნებისმიერ ასაკში, განსაკუთრებით კი დამახასიათებელია მორცხვ ბიჭებში, 15-დან 25 წლის ჩათვლით.თუმცა, შეინიშნება შედარებით ასაკიან და სოციუმისგან გარიყულ მამაკაცებშიც.
ქალებში ძალიან იშვიათად ვხვდებით.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძირითად ნიშანს წარმოადგენს ადამიანის მიერ სხვა ადამიანის გენიტალიებზე შეხება,( თუმცა ეს შეიძლება იყოს კისერი, ფეხი და სხვა სხეულის ნაწილი) და ამის დემონსტრირებას ახდენს საჯარო სიტუაციებში, როგორებიცაა მეტრო, ტრანვაი და სხვა.
დიაგნოსტირებისთვის მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ ქმედებებს ადამიანი უნდა ავლენდეს მინიმუმ 6 თვის განმავლობაში და ამას თან უნდა ახლდეს მნიშვნელოვნად გამოხატული დისტრესი და შეფერხება სოციალურ ფუნქციონირებაში.
ფროტერიზმის სტანდარტული მკურნალობა მოიცავს მედიკამენტებს და ფსიქოთერაპიას. მედიკამენტები, როგორიცაა ჰორმონები და გარკვეული ანტიდეპრესანტები, შეიძლება გამოყენებულ იქნას სექსუალური სურვილის შემცირებაში. ქცევითი ან კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია ხელს შეუწყობს სექსუალური მიდრეკილების მართვას და აზრების გადამისამართებას არაადეკვატური სექსუალური იმპულსების და ქცევის მართვის უფრო შესაბამის გზებზე.
By accepting you will be accessing a service provided by a third-party external to https://psycho.center/
© 2018 psycho.center | By view.ge