სექსუალური სურვილის ჰიპოაქტიური აშლილობა

hipoaqtiuri ashliloba სექსუალური სურვილის ჰიპოაქტიური აშლილობა

სექსუალური სურვილის ჰიპოაქტიური დისფუნქცია გულისხმობს მდგომარეობას, როდესაც ადამიანს აქვს სექსუალური ლტოვის ძალიან დაბალი დონე ან სრული უქონლობა.

მოცემულ დისფუნქციაში, თავდაპირველად ერთიანდებოდნენ, როგორც ქალები, ასევე მამაკაცები, თუმცა შემდგომ მოხდა ქალების გამოცალკევება მოცემული კატეგორიიდან და მსგავსი პრობლემის მქონე ქალბატონების კლასიფიცირება სექსუალური აგზნებადობის დისფუნქციათა ჯგუფში.

შესაბამისად, დღესდღეისობით, სექსუალური სურვილის ჰიპოაქტიური დისფუნქცია მოიცავს მხოლოდ მამაკაცებს.

დიაგნოზის დასასმელად მნიშვნელოვანია, რომ მამაკაცი ავლენდეს მუდმივად ან განმეორებით დეფიციტურ სექსუალურ / ეროტიულ აზრებს ან ფანტაზიებს და სექსუალური აქტივობის სურვილის ნაკლებობას ან საერთოდ არ არსებობას.რაც იწვევს დისტრესს ადამიანის ცხოვრებაში ან სირთულეებს ინტერპერსონალურ ურთიერთობებში.

მნიშვნელოვანია გამოირიცხოს ისეთი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ სექსუალურ ფუნქციონირებაზე, როგორებიცაა მამაკაცის ასაკი და ცხოვრების სტილი ( მაგალითად : მოიხმარს თუ არა რაიმე მედიკამენტებს ან ნარკოტიკულ საშუალებებს) .

ფსიქოლოგიური ფაქტორები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს, განსაკუთრებით სტრესი, დეპრესია და პიროვნების დეზორიენტაცია.ამას თან შეიძლება ერთვოდეს ფსიქოსოციალური ფაქტორები, როგორებიცაა ხანგრძლივი დროით პარტნიორის გარეშე ყოფნა სხვა ადამიანებთან კომუნიკაციის სირთულის გამო, სიმორცხვე და სხვა.

მოცემულ სიტუაციაში ფსიქითერაპია წარმატებით მუშაობს და მაქსიმალურად ეხმარება ადამიანს დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

...

Hypoactive Sexual Desire Disorder Symptoms (Males)

In the DSM-5, this disorder describes an abnormally low level of desire for sexual activities in a man. For women, this disorder has been renamed female sexual

მსგავსი სიახლეები

 

By accepting you will be accessing a service provided by a third-party external to https://psycho.center/

დახმარება

© 2018 psycho.center | By view.ge

Cron Job Starts