იუმორის როლი პოზიტიურ ფსიქოლოგიაში

iumoris roli pozitiur fsiqologiashi იუმორის როლი პოზიტიურ ფსიქოლოგიაში

იუმორის სახეები და მისი გამოყენება თერაპიაში

ადამიანების შეფასებისას ალბათ ხშირად გსმენიათ მსგავსი ფორმულირება: მასში იუმორის გრძნობას ვაფასებ. როგორც დიდ, ისე პატარა სამეგობრო წრეში ერთი ადამინი მაინც იქნება ისეთი, რომელიც აღიარებულია როგორც კარგი „იუმორისტი", ახალისებს გარემოს და ყველას კარგ ხასიათზე აყენებს. ადამიანები თავისთავად მიისწრაფიან ბედნიერებისკენ და კარგად ყოფნისკენ, კარგად კი მაშინ გრძნობენ თავს როცა უხარიათ. რას მოაქვს სიხარული, სიცილი, სილაღე, კარგი განწყობა თუ არა იუმორს.

ამ სტატიაში მინდა გესაუბროთ იმის შესახებ, თუ რა არის იუმორი, რა კავშირშია ის პოზიტიურ ფსიქოლოგიასთან და მთავარი: შეგვიძლია თუ არა გამოვიყენოთ იუმორი როგორც ინტერვენცია/ჩარევა, ანუ თერაპიული მეთოდი.

იუმორის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა დავა, დადებითია ის თუ უარყოფითი? ერთ-ერთი ხასიათის სიმტკიცეა თუ არა?

იუმორი თავიდან მიჩნეული იყო როგორც ერთ-ერთი პოზიტიური თვისება (მადლიერებასთან, სულიერებასთან, სილამაზესთან და იმედთან ერთად) ტრანსცენდენციის ქვეშ. ტრანსცენდენტურობა კი თავის მხრივ, განისაზღვრება, როგორც საშუალება, კავშირი დაამყარო სამყაროსთან და ამით საზრისი შესძინო ცხოვრებას.

პოზიტიური ფსიქოლოგიის ფუძემდებლების პეტერსონის და სელიგმანის მიხედვით, იუმორი არის გზა, რომლითაც შეიძლება მივაღწიოთ ტრანსცენდენტულობას. იუმორი ადამიანს უშუალოდ აკავშირებს პრობლემებთან და წინააღმდეგობებთან არა რისხვისა და ტერორის გზით, არამედ სასიამოვნოდ, პოზიტიური მიდგომის საშუალებით. პირველი, რასაც იუმორის, როგორც თერაპიული მეთოდის გამოყენებისას აკეთებენ სპეციალისტები, ეს არის იმ უნარის განვითარება ადამიანებში, რომლის მეშვეობითაც ისინი სწავლობენ შეხედონ სხვადასხვა მოვლენებს, მოცემულობებსა თუ მდგომარეობებს სხვა, უფრო ნათელი და პოზიტიური კუთხიდან.

ხასითის სხვა სიმტკიცეებისგან განსხვავებით იუმორი მოგივიანებით შეუერთდა ძირითად კლასიფიკაციას, სადაც 24 ძირითადი ხასითის სიმტკიცეა მოცემული და ერთ-ერთ ყველაზე საკამათო საგნად ითვლება, რადგან ნაკლებად მკაფიოდ არის განსაზღვრული, ვიდრე სხვა სიმტკიცეები და არ არის აშკარა სათნოება, რადგან ზოგადად აღიარებულია, რომ ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც საზიანო, ასევე სასარგებლო გზებით (მაგ. მარტინ, ფჰლიკ-დორისი, ლარსენი, რუხი, და ვეირი, 2003). თუმცა მოგვიანებით, 10 პუნქტიანი სკალით მან ადგილი დაიკავა 240 პუნქტიან კითხვარში სახელწოდებით - „Values in Action", სადაც მოხვდა პოზიტიურ, დამაკმაყოფილებელ და მორალურად აღირებულ ქცევებს შორის.

არსებობს იუმორის რამდენიმე სახე:

დამხმარე( Affiliative) იუმორი ხასიათდება მახვილგონივრული კომენტარების, იუმორისტული ანეკდოტების და ხუმრობების გაზიარებით, რომელიც ურთიერთობების გაღრმავებისთვის გამოიყენება.

(Self-enhancing) იუმორი, როგორც თვით-ჩაღრმავების საშუალება, რომელიც გვეხმარება სტრესთან გამკლავებაში დასაშუალებას გვაძლევსშევინარჩუნოთ მხიარული და პოზიტიური მსოფლმხედველობა იმ სირთულეების და გამოწვევების წინააღმდეგ, რომელსაც ცხოვრება გვიმზადებს.

აგრესიული იუმორი გულისხმობს ტენდენციას, გამოიყენო იუმორი, როგორც დაცინვა და მახვილგონივრული სარკაზმი სხვების წინააღმდეგ.

განწირული (self-defeating) იუმორი, მოიცავს ზედმეტად თავისდამაცირებელ (self-disparaging) იუმორს, როდესაც ხაზგასმით ხუმრობენ საკუთარ ნაკლოვანებებზე, სხვები კი იცინიან ამაზე.

ამდენად, შეგვიძლია ვთქვათ რომ იუმორი ნამდვილად ერთ-ერთი ხასიათის სიმტკიცეა თავისი, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეებით.


იუმორი, როგორც ბედნიერების ინტერვენცია: კვლევა

კვლევების თანახმად არსებობს კორელაციური მტკიცებულებები იმისა რომ, იუმორი დადებითად არის დაკავშირებული კეთილდღეობასთან. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით კი ხუთკვირიანმა იუმორის ინტერვენციამ/ჩარევამ გაზარდა ბედნიერება სამიდან ექვს თვემდე,(ინტერვენცია გულისხმობდა შემდეგს: სამი სასაცილო რამ, იუმორით სარგებლობა და სასაცილო შემთხვევების დათვლა), რაც შეეხება დეპრესიას, აქ ეფექტი მოკლევადიანი აღმოჩნდა, თუმცა მუშაობდა.

ასევე იუმორის დადებით ზემოქმედებაზე საუბრობს პროფესორი Prof. Dr. Willibald Ruch, რომელიც არის პიროვნების ფსიქოლოგიისა და დიაგნოსტიკის პროფესორი ციურიხის უნივერსიტეტში. ის აღნიშნავს, რომ გამოცადეს პროგრამა, 8 კვირიანი კურსი, კვირაში 2 საკონტაქტო საათის განმავლობაში, რომელშიც 100-ზე მეტმა მონაწილლემ ისწავლა, როგორ გაივარჯიშოს იუმორის გრძნობა. შედეგად, აღმოჩნდა, რომ ამ პერიოდის შემდეგ გაიზარდა მათი ბედნიერება და კეთილდღეობა.უფრო მეტიც, სხვა ადამიანებმაც შეაფასეს ასევე პოზიტიური ეფექტი. რისი მეშვეობითაც, დასკვნის სახით ითქვა, რომ სხვების გაცინება და გამხიარულება სასიამოვნოა ჩვენი განწყობისთვისაც, ეს არის იუმორი, რომელიც აგებულია სათნოებით და ხასიათის სიმტკიცეებიტ, რაც აძლიერებს ადამიანურ ურთიერთობებს და ხელს უწყობს ჩვენს კეთილდღეობას.

როგორც აღმოჩნდა არსებობს გამოყენებითი და თერაპიული იუმორის ასოციაცია (AATH), რომელიც აქტიურად იყენებს იუმორს, როგორც ინტერვენციას ადმიანების კარგად ყოფნის და ცხოვრების ხარსიხის გასაზრდელად. ასევე უზრუნველყოს მზრუნველი, დამხმარე, იუმორისტული პროფესიონალებისა და ენთუზიასტების მობილიზებას, რომლებიც ინოვაციურ მხარდამჭერ პროგრამებს შეიმუშავებენ და იყენებ მათ იუმორით თერაპიაში.თერაპიული იუმორი არის ნებისმიერი ჩარევა, რომელიც ხელს უწყობს მადლიერების გრძნობის, პოზიტიური განწყობებისა და კაგად ყოფნის სტიმულირებას. ეს ჩარევა აძლიერებს ჯანმრთელობას და ეხმარება ადმიანებს გაუმკლავდნენ როგორც ფიზიკურ, ფსიქიკურ, ემოციურ, სოციალურ გართულებებს ცხოვრებში.

ახლა კი გთავაზობთ ერთ სავარჯიშოს, რომელიც დაგვეხმარება მოვახდინოთ მადლიერების გრძნობისა და პოზიტივის სტიმულირება.

ინსტრუქცია:

ძილის წინ საწოლში მოკალათებულებმა აიღეთ თქვნი ბლოკნოტი და ჩამოწერეთ დღის განმავლობაში მომხდარი მინიმუმ სამი პოზიტიური მოვლენა. ეს შეიძლება იყოს ის, რომ ხართ ჯანმრთელად, რომ მზიანი ამინდია, რომ კარგად გეძინათ და ა.შ. დაიწყეთ მარტივი, მაგრამ ამავდროულად მნიშვნელოვანი დეტალების შემჩნევით და დაფასებით, რომელსაც მანამდე უბრალოდ ნორმად თვლიდით და არ აქცევდით ყურადღებას.

ამის შემდეგ კი ჩამოწერეთ მომდევნო დღის პოზიტიური მოლოდინები ან გასაკეთებელი საქმეები, რომელიც დაგეხმარებათ საკუთარ თავში მოახდინოთ მომავლი დღის დადებითად დაპროგრამება. ჩვენი მოლოდინები ყოველთვის მართლდება, შესამაბისად შეიქმენით პოზიტიური მოლოდინები და მიიღეთ პოზიტიური შედეგები.

პ.ს ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ ნეგატიური მოვლენები აღარ იარსებებენ ჩვენს ცხოვრებაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევძლებთ პოზიტივზე ორიენტირებას და ამით ნეგატივსაც მარტივად გავუმკლავდებით.  

    სტატიის ავტორი : - მაკა აბაზაშვილი

    გამოყენებული ლიტერატურა : -

...

Association For Applied And Therapeutic Humor | United States

At the Association For Applied And Therapeutic Humor, we apply the neuroscientific, psychological & behavioral research of humor to reduce stress, build resilience, decrease depression & boost performance

მსგავსი სიახლეები

 

By accepting you will be accessing a service provided by a third-party external to https://psycho.center/

დახმარება

© 2019 psycho.center | By view.ge

Cron Job Starts