გაეცით ბავშვების ყველა კითხვას პასუხი, აუხსენით რომ ისინი დაცულები არიან და სავსებით ნორმალურია იყო აღელვებული ამ სიტუაციაში.
გამომდინარე იქიდან, რომ მედიაში ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება და ყველაფერი ჯერ კიდევ არ არის გარკვული ვირუსთან დაკავშირებით, ბუნებრივია მშობლებს გაგიჭირდებათ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა.
თუმცა დამალვა გამოსავალი არ არის, რადგან ბავშვებმა ხშირ შემთხვევაში კარგად იციან რაზე საუბრობენ მშობლები დახურულ კარს მიღმა და ინფორმაციის დამალვით მხოლოდ იმას მიაღწევთ რომ გაზრდით მათ შიშსა და შფოთვას.
ჰკითხეთ შვილებს რა იციან კორონა ვირუსის შესახებ, რას ფიქრობენ და რას გრძნობენ ამასთან დაკავშირებით, რაზე ღელავენ. ბავშვების მხარდაჭერის ერთ-ერთი საუკეთესო გზა არის "თანაგრძნობა", შესაბამისად შეგვიძლია ბავშვებს ვუთხრათ, რომ მათი განცდები სავსებით ნორმალური და შესაფერია.
გაეცით ბავშვების ყველა კითხვას პასუხი ღიად და ნათლად, თუმცა ფაქიზად, ბავშვის ტემპერამენტის გათვალისწინებით. ასაკის შესაბამისად უნდა მივაწოდოთ ყველა ინფორმაცია, შესაბამისი ფორმით, უკეთესია დადებით კონტექსტში, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დავარწმუნოთ ბავშვები თითქოს ყველაფერი კარგადაა და არაფერი არ ხდება. საჭიროა ზომიერების დაცვა, რათა არც პანიკაში ჩავაგდოთ ისინი და არც რეალობის შეგრძნება დავაკარგინოთ.
აუხსენით, რომ რისკები საკმაოდ დაბალია და თავის დაცვა მარტივად შეგვიძლია ჰიგიენის წესების დაცვით, გაუმეორეთ ხელების დაბანის საჭირო წესები, როგორ დაიცვან ჰიგიენა და ასევე ის, რომ მაშინვე მოგმართონ თუ თავს შეუძლოდ იგრძნობენ.
სტატიის ავტორი :- მაკა აბაზაშვილი
გამოყენებული ლიტერატურა
By accepting you will be accessing a service provided by a third-party external to https://psycho.center/
© 2018 psycho.center | By view.ge