რა არის ალცჰაიმერი ?

alchaimeri.demencia ალცჰაიმერი.დემენცია

​ალცჰაიმერი დემენციის ყველაზე ცნობილი ფორმაა, რომელიც თავის ტვინის ფუნქციონირების დარღვევით მიმდინარეობს.

დაავადება პირველად გერმანელმა ნეიროპათოლოგმა და ფსიქიატრმა ალოის ალცჰეიმერმა აღწერა 1907 წელს. მან გამოაქვეყნა ნაშრომი 51 წლის ქალბატონის შესახებ, რომელსაც „თავის ტვინის ქერქის უცნაური დაავადება" ჰქონდა, რაც მეხსიერების გაუარესებით და სხვა ქცევითი და კოგნიტური პრობლემებით გამოიხატებოდა, ეჭვიანობის ჩათვლით. მან დაავადებას „სენილური დემენციის ატიპური ფორმა" უწოდა, მოგვიანებით კი ეს მდგომარეობა ალცჰეიმერის დაავადების სახელით გახდა ცნობილი. XXI საუკუნის დასაწყისში ასაკოვან ადამიანებში დემენციის ყველაზე გავრცელებულ ფორმად იქნა მიჩნეული.

ალცჰაიმერი ეს არის თავის ტვინის დეგენერაციული დაავადება, რომელიც ვითარდება გვიანი მოზრდილობის პერიოდში და ხასიადება მეხსიერების და ინტელექტუალური უნარების პროგრესირებადი დაქვეითებით.დაავადება თავის ტვინის ქერქის ნერვული უჯრედების დაშლითა და ნერვული კავშირების რღვევით მიმდინარეობს, რაც შედეგად თავის ტვინის მასის მნიშვნელოვან შემცირებას იწვევს.

დაავადების აღმოცენების ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის, თუმცა ზოგი მეცნიერი მიიჩნევს რომ, დაავადების მიზეზია რამოდენიმე გენის ცუდი კომბინაცია.

ალცჰაიმერის ტიპის დემენციის მქონე ადამიანების ტვინის უჯრედებში აღმოჩენილ იქნა ალუმინი, რის საფუძველზეც ბევრმა ადამიანმა შეწყვიტა ალუმინის ჭურჭლის გამოყენება.თუმცა ზუსტად არ არის ცნობილი ალუმინი დაავადების მიზეზია თუ შედეგი.


დაავადების აღმოცენების რისკი მკვეთრად იზრდება 70 წელს გადაცილებულ ადამიანებთან, ხოლო 85 წლის მოხუცებში ავადდება ყოველი მეორე ადამიანი.

მსგავსი სიახლეები

 

By accepting you will be accessing a service provided by a third-party external to https://psycho.center/

დახმარება

© 2019 psycho.center | By view.ge

Cron Job Starts