დემენცია

demencia.alchaimeri დემენცია.ალცჰაიმერი

​მსოფლიოში მილიონობით მოხუცი ადამიანი აწყდება ამ პრობლემას

ტერმინი „დემენცია" ნიშნავს შეძენილ ჭკუასუსტობას, რომელსაც ახასიათებს მენტალური აქტივობის დაქვეითება. მსოფლიოში მილიონობით მოხუცი ადამიანი აწყდება ამ პრობლემას.
დემენცია ტვინის ორგანული დაზიანების შედეგად განვითარებული პათოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც სახეზეა უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების: მეხსიერების, აზროვნების, ორიენტაციის, დასწავლის, მეტყველებისა და მსჯელობის მრავალფეროვანი დარღვევები. კოგნიტური ფუნქციის მოშლას თან სდევს ან წინ უსწრებს სოციალური დეზადაპტაცია.

დემენციის ძირითადი სიმპტომების წარმოადგენს : ხანმოკლე მეხსიერების პრობლემები, უჭირთ საკუთარ ნივთებზე თვალყურის დევნება, ავიწყდებათ გადასახადების გადახდა, ხშირია სახლიდან გაუაზრებლად წასვლის მომენტები.

გამომწვევი მიზეზები:

დემენცია გამოწვეულია ტვინის უჯრედების დაზიანებით. ეს დაზიანება ხელს უშლის ტვინის უჯრედებს ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის, რაც გავლენას ახდენს ადამიანის აზროვნებაზე, ქცევასა და გრძნობებზე.

დემენციის ყველაზე გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს ალცჰაიმერი. იგი ტვინის დეგენერაციული დაავადებაა, რომელიც ვითარდება გვიანი მოზრდილობის პერიოდში და ხასიათდება მეხსიერების, ინტელექტუალური და სხვა კოგნიტური უნარების თანდათანობითი დაქვეითებით, შემცირებითა და პიროვნების გასადავებით.

დემენციის განვითარების ძირითად რისკ ფაქტორებს შორისაა პიროვნების ასაკი და გენეტიკა, თუმცა მკვლევარები აგრძელებენ კვლევას სხვა რისკ ფაქტორების გავლენაზე ტვინის ჯანმრთელობაზე და დემენციის პრევენციაზე.

2019 წელს ალცჰეიმერის ასოციაციის საერთაშორისო კონფერენციაზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის არჩევანის მიღება, მათ შორის ჯანსაღი დიეტა, უარის თქმა სიგარეტზე, რეგულარული ვარჯიში და კოგნიტური სტიმულაცია ამცირებს დემენციის განვითარების რისკს. 


მსგავსი სიახლეები

 

By accepting you will be accessing a service provided by a third-party external to https://psycho.center/

დახმარება

© 2019 psycho.center | By view.ge

Cron Job Starts