ავტ: ფსიქოთერაპევტი მარიამი თარიღი: პარასკევი, 14 თებერვალი 2020
კატეგორია: შფოთვა

რა არის შფოთვა?

 შფოთვა არის ადამიანის ნორმალური რეაქცია სტრესულ სიტუაციებზე 

შფოთვა არის ადამიანის ნორმალური რეაქცია სტრესულ სიტუაციებზე. ზომიერი აღგზნების შემთხვევაში ის თავისი არსით ადაპტურია და ხელს უწყობს მიზანმიმართული ქცევის განხორციელებას. თუმცა შფოთვითი აშლილობის მქონე ადამიანებისთვის, შიში და წუხილი დროებითი არ არის. მათი შფოთვა შენარჩუნებულია და დროთა განმავლობაში კიდევ უფრო უარესდება.  შფოთვის დარღვევები გავრცელებულია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.

ძირითადად დამახასიათებელია დაძაბულობის გრძნობა, შემაშფოთებელი აზრები, ცუდი წინათგრძნობა, ღელვისა და მოსალოდნელი საფრთხის სუბიექტური შეგრძნება, რომელსაც თან ახლავს ფიზიკური ცვლილებები, როგორიცაა სუნთქვის გახშირება, გულის ცემის (პულსის), სისხლის წნევის, და კუნთური ტონუსის მომატება.

შფოთვა დაკავშირებულია ორ ძირითად კონსტრუქტთან, ესენია: შიში და ფობია. ეს ტერმინები ხშირად გამოიყენება ერთმანეთის ნაცვლად, თუმცა მათ შორის კონცეპტუალური სხვაობაა. 

შიში განისაზღვრება, როგორც საპასუხო რეაქცია საფრთხეზე, რომელიც ცალსახად იდენტიფიცირებულია და რეაქციის ინტენსივობა ობიექტური საფრთხის პროპორციულია.

ხოლო შფოთვა არის რეაქცია მოსალოდნელ საფრთხესა და საშიშროებაზე, რომელიც არაა იდენტიფიცირებული, საპასუხო რეაქციები კი ხშირად მოსალოდნელზე გაცილებით ინტენსიურია.

ფობია გადაჭარბებული შფოთვა ან შიშია, რომელიც აღმოცენდება ცალკეული სტიმულების საპასუხოდ.


შფოთვითი აშლილობის რამდენიმე ძირითადი ტიპი არსებობს: 







 სტატიის ავტორი: მარიამ იანტბელიძე

გამოყენებული ლიტერატურა

Home | Anxiety and Depression Association of America, ADAA

მსგავსი სტატიები

დატოვეთ კომენტარი