ფსიქოლოგიური პორტრეტი
იმისთვის , რომ გავარკვიოთ თუ რატომ ახორციელებს ადამიანი დანაშაულებრივ ქცევას , აუცილებელია ჩავუღრმავდეთ მის ფქიქოლოგიურ მხარეს , უფრო სწორად , შევადგინოთ მისი ფსიქოლოგიური პორტრეტი. არსებობს ორი მიდგომა , რომელიც სხვადასხვა კუთხით განიხილავს ამ საკითხს -
ბრიტანული მიდგომა: ამ მიდგომაში მთვარი ყურადღება ენიჭება დამნაშავის ქცევებს, დანაშაულის ადგილას დატოვებულ მტკიცებულებებს. დევიდ კანტერი თვლიდა , რომ ადამიანები უმეტესად იქცევიან ლოგიკურად და გააზრებულად , მაგრამ მათ მიერ განხორციელებული ქცევებით შესაძლებელია დავადგინოთ პიროვნების სხვა მხარეებიც. დამნაშავის ქცევების სქემა იქმნება დატოვებული მტკიცებულებების მიხედვით. ასე რომ , ბრიტანული მეთოდი ვითარდება ნაწილებიდან მთელისაკენ .
ბრიტანული კვლევები ცხადყოფს რომ , უმეტესად კრიმინალები ხდებიან ის ადამიანები , რომლებსაც ბავშვობაში აკლდათ მშობლების კონტროლი : მამა გამოირჩეოდა სისასტიკით , ხოლო დედა იჩენდა ცივ დამოკიდებულებას ბავშვის მიმართ .
( როგორც ფროიდი ამბობს , ბავშვი ადრეულ ასაკშივე ბაძავს იმ ადამინებს , რომლებთანაც უწევს ცხოვრება , შესაბამისად ფორმირდება მასში მორალური ღირებულებები და ეს წლები განაპირობებენ შემდგომში მის პიროვნებად ჩამოყალიბებას)
ამერიკული მიდგომაც იმავე თეორიას იზიარებდა, მათი აზრით , ოჯახი არის ის მიზეზი , რომელიც განაპირობებს ბავშვების კრიმინალური ცხოვრებისკენ ინტერესს. თუ მშობლები არიან ჩართულნი შვილის აღზრდაში , თუ იცნობენ ბავშვის გარემოცვას , იციან რას აკეთებს ბავშვი თავისუფალ დროს, ნაკლები შანსია რომ მას „ქუჩურმა" ცხოვრებამ დააინტერესოს. განსხვავება ბრიტანულ მიდგომასთან იმაში მდგომარეობს , რომ ამერიკელები ფსიქოლოგიურ პორტრეტს ქმნიან სტატისტიკური ინფორმაციით , რის საფუძველზეც შემდეგ აღწერენ დამნაშავის პიროვნებას, ადგილსა და ცხოვრების მოვლენებს , ანუ მათი მიდგომა მიდის მთლიანიდან ნაწილებისაკენ.
სტატიის ავტორი : ნათია ცხადაძე
გამოყენებული ლიტერატურა :
By accepting you will be accessing a service provided by a third-party external to https://psycho.center/
© 2018 psycho.center | By view.ge