ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა

ობსესიურ-კომპულსიური obsesiur-kompulsiuri

რა არის ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა?

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მნიშვნელობა საზოგადოებაში არასწორად არის გავრცელებული. ზოგს მიაჩნია, რომ თუ ადამიანს უყვარს სახლის დალაგება ან ნივთების ლამაზად ორგანიზება, მას აქვს ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, მაგრამ ეს ასე არ არის.ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა იკვეთება აზრებისა და ქცევების სპეციფიკურ პატერნებში, ის არის ფსიქიკური აშილობა, რომელიც ხასიათდება განმეორებადი, აკვიატებული აზრებით ე.წ. ობსესიებით და ასევე კომპულსიებით, მიზანმიმართული მოქმედებებით, რომლებიც განმეორებად, რიტუალურ ხასიათს იღებს. ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა გავლენას ახდენს ადამიანის შესაძლებლობაზე, მოიქცეს ნორმალურად.

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა ხასიათდება:

  • უკონტროლო ფიქრებით, რწმენებით, იდეებითა და აზრებით.
  • უარყოფითი ემოციებით, როგორებიცაა დანაშაულის გრძნობა და შფოთვა.
  • განმეორებადი და რიტუალური ქცევებით.

სიმპტომები

მათ, ვისაც აქვთ ობსესიურ-კომპულსური აშლილობა, აქვთ გამოცდილი ორი მთავარი სიმპტომი: ობსესიები და კომპულსიები.

ობსესიები არის გამეორებადი აზრები, იდეები, მენტალური წარმოსახვები და რწმენები, რომლებიც ძირითადად შემაწუხებელია და საგრძნობად იწვევენ ემოციურ დისტრესს და დისფუნქციას. ადამიანი, რომელსაც აქვს ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა და ამავე დროს სწავლობს, დადის სკოლაში ან მუშაობს, საკმაოდ უჭირს ფოკუსირება საქმეზე, ვინაიდან ობსესიური აზრები მოსდით თავში და ხელს უშლიან საკუთარი საქმის ჩვეულად განხორციელებაში. ჩვეულებრივ, ადამიანს შეუძლია განაგდოს ცუდი და შემაწუხებელი ფიქრები, მაგრამ ადამიანი, რომელსაც ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა აქვს, უძლურია საკუთარი ობსესიების კონტროლში. ძირითადად გავრცელებული ობსესიები არის:

  • ჭუჭყის, ბაქტერიების შიში
  • რაღაცის დავიწყების შიში (მაგ. გაზის გამორთვა)
  • შიში რომ დააზიანებ სხვას ან საკუთარ თავს
  • არასასურველი ფიქრები აგრესიულ და სექსუალურ ქცევებზე
  • გადაჭარბებული რწმენა პერფექციისა და სიმეტრიის მნიშვნელობაზე
  • გადაჭარბებული რწმენა მორალსა და რელიგიაზე
  • გადაჭარბებული ცრურწმენები ( მაგ. კონკრეტულ ადგილას ფეხის დაბიჯებით დედას დააზიანებთ)

კომპულსიები არის ქცევები ან რიტუალები, რომლის გაკეთებაც ადამიანს უნდა.

კომპულსიებს ძირითადად ახორციელებენ, რათა თავი აარიდონ ობსესიისგან გამოწვეულ შფოთვას და სტრესს. მაგალითად ბაქტერიების ობსესიური შიში კომპულსიაში გამოიხატება ხელის ხშირი, განმეორებადი დაბანვით. კომპულისია შეიძლება გამოიხატებოდეს ტვინში სიტყვის ათჯერ გამეორებით, ან ფიზიკური აქტივობით, როგორიცაა მაგიდაზე ხელის ათჯერ დარტყმა. ისინი ძირითადად ირაციონალური ქმედებებია და არანაირი კავშირი ან ეფექტი არ აქვს ადამიანის პრობლემაზე ან შიშზე. ძირითადად გავრცელებული კომპულსიებია:

  • თვლა, სიტყვების გამეორება, ხელის დარტმა.
  • ორჯერ ან რამდენჯერმე შემოწმება მაგ. კარის საკეტის, სინათლის, გაზის და ა.შ
  • ხშირად დაბანა და გაწმენდა
  • განმეორებით დაკავშირება მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან, მათ უსაფრთხოებაში დასარწმუნებლად
  • ნივთების ორგანიზება და დალაგება კონკრეტული თანმიმდევრობით
  • რამე რიტუალის ან რუტინის განმეორება

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მქონე ბევრი ადამიანი აღიარებს რომ მათი ობსესიები და კომპულსიები უმიზეზო და არაფრისმომცემია, თუმცა მათ მაინც არ შეუძლიათ საკუთარი აზრებისა და ქცევის კონტროლი. ობსესიები და კომპულსიები განსაკუთრებით მაშინ ხდება სტრესული, როცა ადამიანები მათ საათებს უთმობენ დღის განმავლობაში, ყოველდღე. ამ შემთხვევაში სიმპტომები საკმაოდ რთულია და ადამიანის ცხოვრებაზე: ურთიერთობებზე, სკოლაზე, სამსახურზე, დიდ გავლენას ახდენს.

გამომწვევი მიზეზები / რისკ ჯგუფები

გენეტიკა: თუ თქვენს ახლო ოჯახის წევრს აქვს ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, შანსი უფრო მეტია, რომ თქვენც გქონდეთ.

ფსიქოლოგიური ფაქტორები: თუ გაქვთ სხვა მენტალური დაავადების სიმპტომები, უფრო დიდი შანსია რომ განგივითარდეთ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, განსაკუთრებით რისკია, თუ გაქვთ შფოთვითი აშლილობის ან დეპრესიის დიაგნოზი. ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობასთან ასევე დაკავშირებულია ისეთი მახასიათებლები, როგორებიცაა: პერფექციონიზმი, მორალურობის მაღალი განცდა და პასუხისმგებლობის განცდა.

დაავადება ბავშვობაში: ბავშვობაში თუ გქონდათ ინფექცია სტრეპტოკოკის ბაქტერიით, შეიძლება მოხდეს ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის უეცარი, მოულოდნელი განვითარება.

სხვა დაავადებები ან დაზიანებები: ყოველთვის, როცა რამეფიზიკურ დაავადებას ან ტვინის დაზიანებას გადაიტანთ, შანსი ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის განვითარების იზრდება. ტრამვატული ტვინის დაზიანებები, გარკვეული სახის ვირუსები და ტვინის სიმსივნეები, ყველა დაკავშირებულია აშლილობასთან.

ობსესიურ-კომპულსური აშლილობის მკურნალობა

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მკურნალობა მოიცავს მedიკამენტებისა და ფსიქოთერაპიის კომბინაციას, იმის მიხედვით თუ როგორია პაციენტის სიმპტომები და საჭიროებები. ეს მკურნალობა ერთად აუმჯობესებს ფუნქციონირებას და ამცირებს სიმპტომების ინტენსივობას დროთა განმავლობაში. მედიკამენტებით მკურნალობა მოიცავს ანტიდებპრესანტებს, რომლებიც ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობას 40-60%-მდე ამცირებენ. ობსესიურ-კომპულსიური აშლილობისთვის ყველაზე ეფექტური ფსიქოთერაპია არის კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია, რომელიც ყურადღებას ამახვილებს არასასურველი აზრების, ემოციების, რწმენების იდენტიფიკაციაზე დამათი უფრო სასურველი აზრებითა და ქცევებით ჩანაცვლებაზე. კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია ეხმარება პაციენტს გაუმკლავდეს ობსესიებს და წინააღმდეგობა გაუწიონ კომპულსიებს. კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის სიმპტომებს 60-80%-ით ამცირებს.

სტატიის ავტორი: ნინო არეშიძე

 

By accepting you will be accessing a service provided by a third-party external to https://psycho.center/

დახმარება

© 2019 psycho.center | By view.ge

Cron Job Starts