ეს არის მწუხარებისა და დეპრესიის შეგრძნება, რომელიც ვლინდება შემოდგომაზე ან ზამთრის თვეებში, როდესაც ტემპერატურა იკლებს და დღეები უფრო ხანმოკლეა.
სეზონური აფექტური აშლილობა ხასიათდება მწუხარებისა და დეპრესიის შეგრძნებებით, რომელიც ვლინდება შემოდგომაზე ან ზამთრის თვეებში, როდესაც ტემპერატურა იკლებს და დღეები უფრო ხანმოკლეა.
დეპრესიული ეპიზოდი ხშირად უკავშირდება ჭარბი ჭამის, ძილის და წონის მატებას. დეპრესიული სიმპტომები იწყება შემოდგომაზე ან ზამთარში და გრძელდება გაზაფხულამდე. ქალებში ორჯერ-სამჯერ უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში. სეზონური აფექტური აშლილობა შეიძლება აღმოცენდეს ზაფხულის პერიოდშიც, თუმცა საკმაოდ იშვიათად. ასევე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადანიანის საცხოვრებელ ადგილს და ზამთარში ჰავის პირობებს.
სეზონურ აფექტური აშლილობით დაავადებული ადამიანები ვერ ახერხებენ მინიმალურ ფუნქციონირებასაც კი იმ სეზონის განმავლობაში, რომელშიც ხდება მათი აშლილობა. დეპრესიასთან თანაკვეთაში აქვს შემდეგი სიმპტომები: მწუხარების, უიმედობის,შფოთვის განცდა და სოციალური სიტუაციებიდან გარიყვა.
დამხმარე საშუალებები
ზამთრის დეპრესიის მრავალი ეფექტური მკურნალობის გზა არსებობს, რომელთაგან ზოგის გამოყენება თავადვე შეგიძლიათ საკუთარი თავის დასახმარებლად.
ძალიან სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს ბუნებრივი შუქის, დღის სინათლის ზემოქმედება.ნებისმიერ დროს, როდესაც თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მიიღოთ მეტი მზის შუქი ზამთრის თვეებში, უნდა შეეცადოთ ამის გაკეთებას. ისეირნეთ რაც შეძლება მეტი, განსაკუთრებით ზამთრის მზიან ამინდებში.
ოფისში, საკლასო ოთახში ან სახლში ყოფნის დროს დაჯექით ფანჯრის მხარეს, რაც თქვენზე მზის სხივების მოქმედებას გაზრდის და დადებითად აისახება თქვენს განწყობაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ამის გაკეთება შეიძლება ძნელი იყოს, თქვენი გრაფიკისა და ცხოვრების წესის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია,ის დიდად დაგეხმარებათ დეპრესიის დაძლევაში. ყველაზე მნიშვნელოვანია კი ძილის რეგულარული დროის შენარჩუნება, ერთი და იმავე დროს დაძინება და გაღვიძება, რაც ზამთარში განსაკუთრებით, სირთულეს წარმოადგენს .
სტატიის ავტორი: მარიამ იანტბელიძე
გამოყენებული ლიტერატურა
By accepting you will be accessing a service provided by a third-party external to https://psycho.center/
© 2019 psycho.center | By view.ge