ავტ: ფსიქოთერაპევტი მარიამი თარიღი: სამშაბათი, 11 თებერვალი 2020
კატეგორია: სტრესი და დეპრესია

მშობიარობის შემდგომი დეპრესია

სიმპტომები, როგორც წესი, ვითარდება მშობიარობიდან პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში, მაგრამ შეიძლება დაიწყოს უფრო ადრე - ორსულობის პერიოდში - ან გვიან - დაბადებიდან ერთ წლამდე.

ბავშვის დაბადებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ძლიერი ემოციების ერთდროული მოზღვავება როგორიცაა აღელვება და სიხარული, შიშის და შფოთვა. მაგრამ მან ასევე შეიძლება გამოიწვიოს ისეთი რამ, რასაც არ ელოდებით - დეპრესია.

ზოგიერთი დედა, ბავშვის დაბადების შემდგომ განიცდის დეპრესიის მძიმე, ხანგრძლივ ფორმას, რომელიც ცნობილია როგორც მშობიარობის შემდგომი დეპრესია.

სიმპტომები, როგორც წესი, ვითარდება მშობიარობიდან პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში, მაგრამ შეიძლება დაიწყოს უფრო ადრე - ორსულობის პერიოდში - ან გვიან - დაბადებიდან ერთ წლამდე. მკურნალობის გარეშე შეიძლება გაგრძელდეს თვეობით და მეტიც.

მშობიარობის შემდგომი დეპრესიის სიმპტომებია :

ზედმეტი ტირილი

ახლობლებთან კომუნიკაციის შემცირება

გამომწვევი მიზეზები საბოლოოდ გარკვეული არ არის, თუმცა მეცნიერები მნიშვნელოვან ფაქტორებად გამოყოფენ ფიზიკურ და ემოციურ საკითხებს:

ფიზიკური ცვლილებები- მშობიარობის შემდეგ, თქვენს ორგანიზმში ჰორმონების (ესტროგენი და პროგესტერონი) მკვეთრმა ვარდნამ შეიძლება გამოიწვიოს მშობიარობის შემდგომი დეპრესია. თქვენი ფარისებრი ჯირკვლის მიერ წარმოქმნილი სხვა ჰორმონებიც შეიძლება მკვეთრად დაეცეს - რამაც შეიძლება დაღლილობის, მოდუნეებისა და დეპრესიის შეგრძნება დაგტოვოთ.

ემოციური ფაქტორები- როდესაც ძილის რეჟიმი გერღვევათ და დატვირთული ხართ, შეიძლება მცირე პრობლემების გადაჭრაც კი გაგიჭირდეთ. შეიძლება თავი ნაკლებად მიმზიდველად იგრძნოთ ან იგრძნოთ რომ დაკარგეთ კონტროლი თქვენს ცხოვრებაზე. ნებისმიერ ამ საკითხს შეუძლია წვლილი შეიტანოს მშობიარობის შემდგომ დეპრესიაში.

​სტატიის ავტორი: მარიამ იანტბელიძე

გამოყენებული ლიტერატურა

Mayo Clinic - Mayo Clinic

მსგავსი სტატიები

დატოვეთ კომენტარი