ავტ: Maka თარიღი: შაბათი, 14 მარტი 2020
კატეგორია: ბავშვთა თემატიკა

ბავშვებთან კომუნიკაციის სტრატეგიები

გაეცით ბავშვების ყველა კითხვას პასუხი, აუხსენით რომ ისინი დაცულები არიან და სავსებით ნორმალურია იყო აღელვებული ამ სიტუაციაში.

​ გამომდინარე იქიდან, რომ მედიაში ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება და ყველაფერი ჯერ კიდევ არ არის გარკვული ვირუსთან დაკავშირებით, ბუნებრივია მშობლებს გაგიჭირდებათ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა. 

თუმცა დამალვა გამოსავალი არ არის, რადგან  ბავშვებმა ხშირ შემთხვევაში კარგად იციან რაზე საუბრობენ მშობლები დახურულ კარს მიღმა და ინფორმაციის დამალვით მხოლოდ იმას მიაღწევთ რომ გაზრდით მათ შიშსა და შფოთვას.

ჰკითხეთ შვილებს რა იციან კორონა ვირუსის შესახებ, რას ფიქრობენ და რას გრძნობენ ამასთან დაკავშირებით, რაზე ღელავენ. ბავშვების მხარდაჭერის ერთ-ერთი საუკეთესო გზა არის "თანაგრძნობა", შესაბამისად  შეგვიძლია ბავშვებს ვუთხრათ, რომ მათი განცდები სავსებით ნორმალური და შესაფერია.

გაეცით ბავშვების ყველა კითხვას პასუხი ღიად და ნათლად, თუმცა ფაქიზად,  ბავშვის ტემპერამენტის გათვალისწინებით.  ასაკის შესაბამისად უნდა მივაწოდოთ ყველა ინფორმაცია, შესაბამისი ფორმით, უკეთესია დადებით კონტექსტში, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დავარწმუნოთ ბავშვები თითქოს ყველაფერი კარგადაა და არაფერი არ ხდება. საჭიროა ზომიერების დაცვა, რათა არც პანიკაში ჩავაგდოთ ისინი და არც რეალობის შეგრძნება დავაკარგინოთ. 

აუხსენით, რომ რისკები საკმაოდ დაბალია და თავის დაცვა მარტივად შეგვიძლია ჰიგიენის წესების დაცვით, გაუმეორეთ ხელების დაბანის საჭირო წესები, როგორ დაიცვან ჰიგიენა და ასევე ის, რომ მაშინვე მოგმართონ თუ თავს შეუძლოდ იგრძნობენ.

საშიშროების დროს ემოციების სახელდება და აღიარება სასარგებლოა, როგორც ბავშვებისთვის ასევე მოზრდილებისთვის, რომლებიც ღელავენ როგორც საკუთარ თავზე, ასევე მათ საყვარელ ადამიანებზე.  ამიტომ მივაქციოთ ყურადღება ჩვენს ემოციურ მდგომარეობას დავმშვიდდეთ და ისე ვესაუბროთ ბავშვებს​.
კვლევების თანახმად ემოციისთვის სახელის დარქმევა ამცირებს ამ ემოციის ინტენსივობას. შექმენით თქვენი შვილებისთვის კეთილგანწყობილი გარემო, სადაც მათ შეეძლებათ თქმა რომ „მე მეშინია", ეს დაგეხმარებათ ამ შიშის შესუსტებაში.

ასევე კარგი იქნება თუ წინასწარ ვიფიქრებთ მოვლენების შესაძლო განვითრებაზე და ავუხსნით ბავშვებს როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ ამა თუ იმ სიტუაციას - მოვამზადებთ მათ ყოველი შემთხვევისთვის, რაც აგვარიდებს მოულოდნელობით მიღებულ შოკსა და შფოთვას.

კარგი იქნება თუ ბავშვებს გავუძლიერებთ რწმენას იმის შესახებ, რომ შევძლებთ ამ ყველაფრის გადალავხვას, თუმცა ასევე აუცილებელია ვიყოთ გულწრფელები და არ დავაწმუნოთ იმაში, რომ ყველაფერი ვიცით. ​ უთხარით ბავშვებს, რომ მაქსიმალურად მიაწვდით ახალ, სანდო ინფორმაციას, რათა სრულად ინფორმირებული იყოთ მთელი ოჯახი და მიყვეთ სპეციალისტების რეკომენდაციებს.

 სტატიის ავტორი :-  მაკა აბაზაშვილი

გამოყენებული ლიტერატურა

Caring for Your Mental Health Despite the Coronavirus | McLean Hospital

Looking after your mental health during the coronavirus outbreak

მსგავსი სტატიები

დატოვეთ კომენტარი