აუტიზმი. დიაგნოსტირება და სტატისტიკა

autizmi. diagnostireba da statistika. აუტიზმი. დიაგნოსტირება და სტატისტიკა

სარწმუნო დიაგნოზისთვის აუცილებელია მულტიდისციპლინური - სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისგან – ფსიქოლოგისგან, ნევროლოგისგან, ფსიქიატრისგან, მეტყველების თერაპევტისგან – შემდგარი გუნდი.


საყურადღებო ნიშნები

2 წლამდე
* არ რეაგირებს სახელის დაძახებასა და მიმართვაზე, თითქოს არც ესმოდეს
* როცა ეფერებით, ელაპარაკებით, აცმევთ, თვალებში არ გიყურებთ
* არ მოსწონს ხელში აყვანა, ჩახუტების მაგივრად უკან იხრება
* ვერ ხვდება სხვის ემოციებს ან უჭირს მათი აღქმა. თქვენი ხმის კილოსა და სახის გამომეტყველების მიხედვით ვერ ხვდება, კარგ გუნებაზე ხართ თუ ცუდზე, გიხარიათ თუ გწყინთ
* გამუდმებით იმეორებს ერთსა და იმავე მოძრაობებს (ბრუნვა, ტრიალი, რხევა, ხელების ქნევა) ან აქვს თვითდამაზიანებელი ქცევა (კბენა, თავის რტყმა)
* 12 თვისთვის არ ტიტინებს
* 12 თვისთვის არ იყენებს ჟესტებს (თითით მინიშნება, დასამშვიდობებლად ხელის დაქნევა)
* 16 თვისთვის არ ამბობს არც ერთ სიტყვას
* 24 თვისთვის არ ამბობს ორსიტყვიან ფრაზას (გამეორება არ ითვლება)

2 წლის შემდეგ:
* დაკარგა მანამდე შეძენილი სამეტყველო და სოციალური უნარ-ჩვევები
* გვიან დაიწყო ლაპარაკი და საკუთარ თავს ხშირად იხსენიებს მესამე პირში (და არა როგორც "მე"-ს)
* დაკარგა მანამდე ნასწავლი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენების უნარი
* ლაპარაკობს არაბუნებრივი, უჩვეულო ტონითა და რიტმით (წამღერებით ან რობოტივით)
* არ წამოიწყებს საუბარს, არ ერთვება დიალოგში
* აქვს განსაკუთრებული რიტუალები და რეჟიმი და ძალიან წუხს, როცა ისინი ირღვევა
* დიდი ხნით მოინუსხება ხოლმე საგნის რომელიმე ნაწილით, მაგალითად, სათამაშო მანქანის მბრუნავი ბორბლით

* განსაკუთრებით მგრძნობიარეა შეხების, სინათლისა და ხმაურის მიმართ, მაგრამ იშვიათად გამოხატავს რეაქციას ტკივილზე.

აუტიზმის გავრცელება საქართველოში

2 აპრილს საქართველო პირველად შეუერთდა აუტიზმის შესახებ ცოდნის მსოფლიო დღეს, რომელსაც განვითარებული მსოფლიო უკვე მეოთხე წელია აღნიშნავს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ თარიღი 2007 წლის 18 დეკემბერს დააწესა. სხვათა შორის, გაეროს სულ სამი დაავადების შესახებ აქვს მსგავსი რეზოლუცია მიღებული. თუ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მიღებულ გამოხმაურებებს, განსაკუთრებით კი იმ ოჯახების მოსაზრებებს გადავავლებთ თვალს, ვისაც პათოლოგია უშუალოდ შეეხო, რეზოლუცია მათთვის იმედის სხივია: მან ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოებრივი დამოკიდებულების შეცვლას, გააადვილოს სახსრების მოძიება და საბოლოო ჯამში შესაძლებელი გახადოს აუტიზმით დაავადებულთა უკეთ დახმარება.
გაეროს გადაწყვეტილებას კი ბიძგი მისცა შემაშფოთებელმა სტატისტიკამ: აუტისტური სპექტრის აშლილობათა სიხშირე თანდათან იმატებს. 1966 წლის მონაცემებით, ამ ტიპის აშლილობა 2000-დან 5 კაცს ჰქონდა, 2001 წელს – 1000-დან დაახლოებით 17-ს, ხოლო 2009 წელს აშშ-ის 3-დან 17 წლამდე ასაკის მოსახლეობაში აუტისტური სპექტრის აშლილობები აღმოაჩნდა 67 300 ადამიანს ანუ გადააჭარბა 1%-ს და გახდა 1,1% ანუ 60-იანი წლების მონაცემებთან შედარებით 4-ჯერ მოიმატა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, აშშ-ში ყოველწლიურად 4 მლნ ახალშობილი იბადება და მათგან 36500-ს აუტიზმი აქვს. ამ ფარდობას თუ საქართველოს მივუსადაგებთ და გავითვალისწინებთ, რომ ჩვენში ყოველწლიურად 50 000-მდე ბავშვი იბადება, მივიღებთ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე 450 (!) ბავშვს.

ბოლო მონაცემებით, რომელიც მარტის ბოლოს დაავადებების კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა გამოქვეყნა, ყოველ 88 ბავშვიდან ერთი აუტისტია. საქართველოში კი 6 წლამდე 2500 აუტისტი ბავშვია. არა და სინამდვილეში სულ თითებზე ჩამოსათვლელთ თუ აქვთ დასმული დიაგნოზი დადგენილი და ისიც – ბევრად უფრო მოზრდილ ასაკში. ბავშვები სახლში ჰყავთ გამოკეტილი, მშობლები მათი ქცევის გამო იტანჯებიან, ვერაფერს ასწავლიან... ადრეულ ინტერვენციაზე ხომ საუბარი ზედმეტია. ასე რომ, მოდი, ერთად შემოვკრათ განგაშის ზარს, გავიგოთ მეტი, გამოვავლინოთ, მოვითხოვოთ, მათ სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩვევების ასათვისებლად შესაფერისი გარემო ჰქონდეთ. და თუნდაც 2 აპრილი ამ ბრძოლის დაწყების დღე გახდეს.

2 აპრილს საქართველო პირველად შეუერთდა აუტიზმის შესახებ ცოდნის მსოფლიო დღეს, რომელსაც განვითარებული მსოფლიო უკვე მეოთხე წელია აღნიშნავს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ თარიღი 2007 წლის 18 დეკემბერს დააწესა. სხვათა შორის, გაეროს სულ სამი დაავადების შესახებ აქვს მსგავსი რეზოლუცია მიღებული. თუ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მიღებულ გამოხმაურებებს, განსაკუთრებით კი იმ ოჯახების მოსაზრებებს გადავავლებთ თვალს, ვისაც პათოლოგია უშუალოდ შეეხო, რეზოლუცია მათთვის იმედის სხივია: მან ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოებრივი დამოკიდებულების შეცვლას, გააადვილოს სახსრების მოძიება და საბოლოო ჯამში შესაძლებელი გახადოს აუტიზმით დაავადებულთა უკეთ დახმარება.

ბავშვის სქესი – აღმოჩნდა, რომ ვაჟებს 3-4-ჯერ უფრო ხშირად აქვთ აუტიზმი, ვიდრე გოგონებს.მამის ასაკი – გამოკვლევების შედეგად გამოიკვეთა, რომ მამის ასაკოვნება აუტიზმის რისკს ზრდის. ერთ-ერთი სერიოზული გამოკვლევის თანახმად, 40 წელს გადაცილებულ მამებს 6-ჯერ უფრო ხშირად ჰყავთ აუტიზმის მქონე შვილები, ვიდრე 30 წლამდე ასაკისას. დედის ასაკთან ამგვარი კავშირი დადგენილი არ არის.

   სტატიის ავტორი :- მაკა აბაზაშვილი

   გამოყენებული ლიტერატურა 

 

By accepting you will be accessing a service provided by a third-party external to https://psycho.center/

დახმარება

© 2018 psycho.center | By view.ge

Cron Job Starts