ADHD-ის გამომწვევი მიზეზები

yuradgheba.hiperaqtivoba.gamomwvevi mizezebi. ჰიპერაქტივობა.ყურადღების დეფიციტი.

არსებობს კავშირი ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომის განვითარებასა და ორსულობის პერიოდში დედის მიერ მავნე ნივთიერებების (ალკოჰოლის და თამბაქოს) მოხმარებასთან.

​ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის ძირითად გამომწვევ მიზეზებში მეცნიერები შემდეგ ფაქტორებს ასახელებენ :

გენები- დღესდღეობით, მეცნიერები ეძებენ გენებს, რომლებიც უფრო დიდი
რისკის ქვეშ აყენებენ ადამიანს განუვითარდეთ ამ ტიპის დარღვევები. ამავდროულად, ეძებენ გენებს, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი იქნება ამ პრობლემის მოგვარება. კვლევებით დადგინდა (NIMH ), რომ ADHD-ის მქონე ბავშვების თავის ტვინის იმ წილის ქსოვილი, რომელიც ყურადღებასთანაა დაკავშირებული, არის უფრო თხელი, ვიდრე სხვა ბავშვებში. მაგრამ განსხვავება არ არის პერმანენტული, რადგან, როცა ბავშვი იზრდება, ეს ქსოვილიც ნორმალური სისქის ხდება. შედეგად, ADHD-ის სიმპტომები უმჯობესდება.

გარემო ფაქტორები - კვლევები გვთავაზობენ კავშირს ორსულობის დროს
მავნე ნივთიერებების (ალკოჰოლი, თამბაქო ) მოხმარებას და ADHD-ს შორის. ასევე, ძალიან საშიში აღმოჩნდა ტყვიის შემცველ ნივთებთან ხანგრძლივი ექსპოზიცია. ამ ტყვიას შეიძლება ის საღებავიც შეიცავდეს, რომლითაც შეღებილია სახლში კედლები. ამ
შემთხვევაში ADHD-ის მაღალი რისკი არსებობს.

ტვინის დაზიანებები - ბავშვებს, რომელთაც აქვთ მიღებული თავის ტვინის ტრავმა, არის შანსი, რომ მათ ADHD განუვითარდეთ. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ADHD -ის
მქონე ბავშვების საკმაოდ მცირე პროცენტს აღენიშნება ტვინის დაზიანება;

საშუალოზე დაბალი ინტელექტუალური შესაძლებლობები და სოციალური უნარები;

ემოციური პრობლემები;

დამოკიდებულებები ოჯახში.


რა ძირითადი პრობლემები გვხვდება ADHD_ის შემთხვევაში?

ამ სინდრომის ძირითადი პრობლემებია ყურადღების დეფიციტი, იმპულსურობა და ჰიპერაქტივობა. მათთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემებია:

  •  ჩამორჩენა აკადემიურ მოსწრებაში – პირველ–მეორე კლასში ADHD–ის მქონე ბავშვები არ განსხვავდებიან თავიანთი თანატოლებისგან. მე–3 კლასიდან კი უკვე თავს იჩენეს პრობლემები სწავლასა და ემოციურ განვითარებაში. ისინი პატარებთან შედარებით უფრო ემოციურები, აგრესიულები არიან და უჭირთ კომუნიკაცია. ასევე, ყურადსაღებია, რომ აგრესიულ ADHD–ის მქონე ბავშვებს უფრო უჭირთ კითხვის სწავლა, ვიდრე უბრალოდ აგრესიულ ან მხოლოდ ADHD–ის მქონე ბავშვებს.
  • პრობლემები თანატოლებთან ურთიერთობაში
  • დაბალი თვითშეფასება და საკუთარი თავის მიმართ უპატივცემულობა
  • მშობლებთან ნეგატიური დამოკიდებულება
  • მასწავლებლებთან ნეგატიური დამოკიდებულება
  • აგრესიულობა და ქცევის პრობლემები – ADHD–ის მქონე ბავშვებს უჭირთ თანატოლებთან ურთიერთობა, ხშირად მარტოდ და გარიყულად გრძნობენ თავს, არიან არაპოპულარულები. არ არიან დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში და თითქმის დაკარგული აქვთ თვითპატივისცემა. აღსანიშნავია, რომ ასაკის მატებასთან ერთად ეს პრობლემები მძაფრდება. აგრესიული და ასოციალური ქცევა, როგორიცაა ქურდობა, ტყუილი, ჩხუბი, ADHD–ის
    მქონე ბავშვების 70%ს ახასიათებს. არ არის გასაკვირი, რომ მსგავსი ბავშვების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ყალიბდება როგორც სკოლაში, ასევე სახლშიც და ხშირად ერთადერთი გამოსავალი ქცევის პრობლემების მოსაგვარებლად ADHD–ისგან განკურნებაა.     

მსგავსი სიახლეები

 

By accepting you will be accessing a service provided by a third-party external to https://psycho.center/

დახმარება

© 2019 psycho.center | By view.ge

Cron Job Starts