რა არის შფოთვა?

shpotva შფოთვა

 შფოთვა არის ადამიანის ნორმალური რეაქცია სტრესულ სიტუაციებზე 

შფოთვა არის ადამიანის ნორმალური რეაქცია სტრესულ სიტუაციებზე. ზომიერი აღგზნების შემთხვევაში ის თავისი არსით ადაპტურია და ხელს უწყობს მიზანმიმართული ქცევის განხორციელებას. თუმცა შფოთვითი აშლილობის მქონე ადამიანებისთვის, შიში და წუხილი დროებითი არ არის. მათი შფოთვა შენარჩუნებულია და დროთა განმავლობაში კიდევ უფრო უარესდება.  შფოთვის დარღვევები გავრცელებულია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.

ძირითადად დამახასიათებელია დაძაბულობის გრძნობა, შემაშფოთებელი აზრები, ცუდი წინათგრძნობა, ღელვისა და მოსალოდნელი საფრთხის სუბიექტური შეგრძნება, რომელსაც თან ახლავს ფიზიკური ცვლილებები, როგორიცაა სუნთქვის გახშირება, გულის ცემის (პულსის), სისხლის წნევის, და კუნთური ტონუსის მომატება.

შფოთვა დაკავშირებულია ორ ძირითად კონსტრუქტთან, ესენია: შიში და ფობია. ეს ტერმინები ხშირად გამოიყენება ერთმანეთის ნაცვლად, თუმცა მათ შორის კონცეპტუალური სხვაობაა. 

შიში განისაზღვრება, როგორც საპასუხო რეაქცია საფრთხეზე, რომელიც ცალსახად იდენტიფიცირებულია და რეაქციის ინტენსივობა ობიექტური საფრთხის პროპორციულია.

ხოლო შფოთვა არის რეაქცია მოსალოდნელ საფრთხესა და საშიშროებაზე, რომელიც არაა იდენტიფიცირებული, საპასუხო რეაქციები კი ხშირად მოსალოდნელზე გაცილებით ინტენსიურია.

ფობია გადაჭარბებული შფოთვა ან შიშია, რომელიც აღმოცენდება ცალკეული სტიმულების საპასუხოდ.


შფოთვითი აშლილობის რამდენიმე ძირითადი ტიპი არსებობს: 



  • პანიკური აშლილობა ​-  პანიკის განმეორებითი შეტევები, რომელსაც თან ახლავს ოფლიანობა, კანკალი, სუნთქვის უკმარისობა ან ჩხუბის შეგრძნება, გულისცემის მომატება ან გულისცემის სწრაფი სიხშირე და შფოთვის გრძნობა.

  • ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა  ახასიათებს დაჟინებული, უკონტროლო გრძნობები და აზრები (აკვიატებები) და კომპულსიები ანუ იძულებითი ქცევები ან მენტალური აქტები.

  • პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD) ხასიათდება ტრავმული მოვლენის მუდმივად განმეორებადი განცდით.შეიძლება განვითარდეს მძიმე ფიზიკური ან ემოციური ტრავმის შემდეგ, როგორებიცაა სტიქიური უბედურებები, ფიზიკური ტრამვა, ძალადობა და ა.შტრამვული მოგონების პერიოდული ხშირი გახსენება ხელს უშლის ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომელიც შეიძლება ტრამვული სიტუაციიდან თვეებიც და წლებიც კი გაგრძელდეს.

  • ფობიები -  ობიექტის, აქტივობის ან სიტუაციის მდგრადი და ირაციონალური შიში, რომელიც მოჭარბებულობითა და უმიზეზობით ხასიათდება და რეალობას საფრთხის მომტანადაც აღაქმევინებს ადამიანს.




 სტატიის ავტორი: მარიამ იანტბელიძე

გამოყენებული ლიტერატურა

მსგავსი სიახლეები

 

By accepting you will be accessing a service provided by a third-party external to https://psycho.center/

დახმარება

© 2019 psycho.center | By view.ge

Cron Job Starts