სტრესი, როგორც ჯილდო

stresi rogorc jildo სტრესი როგორც ჯილდო

თუ ჩვენ ჯერ კიდევ ვამჩნევთ სტრესს, სინამდვილეში ეს შეხსენებაა, რომ ჩვენ ისევ ვზრუნავთ მოცემულ საკითხზე და ეს კონკრეტული თემა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. თუ არ გაინტერესებთ, სტრესულად არ იგრძნობთ თავს, ხომ ასეა ?

ერთის მხრივ, სტრესი შეიძლება დაგვეხმაროს, რომ ჩვენი ყურადღება გავამახვილოთ ისეთ საკითხებზე, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ის, რაც ყველაზე მეტ სტრესს გიქმნით, მაგალითად, იქნება ეს თქვენი შვილები, მეუღლე, ოჯახი, სამსახური, ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია თქვენთვის ხო ? და ის, რომ თქვენ ამჩნევთ სტრესს, ნიშნავს რომ თქვენს ტვინს ჯერ კიდევ სჯერა, რომ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით რაიმეს გაკეთება შეგიძლიათ.

ყოველთვის უნდა გვქონდეს გონებაში, რომ სტრესი უბრალოდ გვაძლევს ინფორმაციას და ენერგიასაც კი, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ რაიმე სახის კორექტირებისთვის, რათა არსებული სიტუაცია გავაუმჯობესოთ. სანამ ჩვენ გვჯერა, რომ გარკვეული სახის ცვლილების განხორციელების უნარი გვაქვს, სტრესის ენერგია შეგვიძლია გამოვიყენოთ მოქმედების მობილიზაციისთვის. 

ეს არ აღმოფხვრის პრობლემას სრულიად, მაგრამ ეს გვაძლევს საშუალებას გავაკეთოთ ისეთი რამ, რომელიც ან მოთხოვნილებას შეამცირებს ან ჩვენს შესაძლებლობებს გაზრდის.

ასე რომ, მინდა გაგაცნოთ მარტივი სამსაფეხურიანი ფორმულა სტრესისგან მიღებული ენერგიის „საწვავად" გადრასაქმნელად, რომლისგანაც მიიღებთ დადებით შედეგებს:

1) ყურადღება მიაქციეთ იმ ინფორმაციას, რომელიც მოგეწოდებათ.

2) დაუსვით საკუთარ თავს კითხვები, რათა გაარკვიოთ თუ რა ხდება თქვენს თავს რეალურად

3) გამოიყენეთ იგივე ენერგია გარკვეული მოქმედების განსახორციელებლად.

იმისთვის, რომ სტრესისგან მიღებული ენერგია, ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ, პირველ რიგში მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ ჩვენს შეგრძნებებს, ანუ იმას თუ რისი მინიშნება სურს ჩვენს თავს. ამის შემდეგ კი დავუსვათ საკუთარ თავს კითხვები, გავიგოთ თუ რასთან გვაქვს საქმე , რას გვეუბნება საკუთარი თავი და ბოლოს მნიშვნელოვანია ვიმოქმედოთ. მოქმედება დაგვეხმარება შევამსუბუქოთ სტრესისგან მიღებული ზეწოლა და დაძაბულობა, რომ ახალი და გაუმჯობესებული გზებით ვიფიქროთ.

 სტატიის ავტორი: მარიამ იანტბელიძე

მსგავსი სიახლეები

 
დახმარება