ტვინის რეაგირება სტრესზე

tvinis reagireba stresze ტვინის რეაგირება სტრესზე

ცოდნა, იმ პროცესების შესახებ, რომელიც ჩვენს შიგნით მიმდინარეობს, მნიშვნელოვან გასაღებს წარმოადგენს, რომელიც შემდგომში გვეხმარება მარტივად გავუმკლავდეთ სხვადასხვა სიტუაციებს და ვიყოთ უფრო მეტად მდგრადები ცხოვრებისეული გამოწვევების წინაშე.

ჩვენი ტვინი სპეციფიკური გზით არის ორგანიზებული, რომელიც გვეხმარება, რომ შევინარჩუნოთ უსაფრთხოება და ნებისმიერ ფასად დავრჩეთ ჰიპერფოკუსირებულები, რათა გადავრჩეთ. რეალურად, ჩვენი ტვინი სიტყვასიტყვით აყალიბებს ჩვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებას.

ამ სტატიაში, თქვენ გაეცნობით ტვინის სტრესზე რეაგირების მარტივ მონახაზს, რომელიც დაგეხმარებათ ახლებურად შეხედოთ სტრესსა და მასთან ურთიერთობის საკითხებს.  

ტვინის სტრესზე რეაგირების საილუსტრაციოდ, გამოვიყენებთ ტვინის სამ წესს, რომელიც აღწერს როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი, ამის ცოდნა კი მნიშვნელოვანია რათა მას მარტივი და პრაქტიკული თვალით შევხედოთ.

მარტივად, რომ წარმოვიდგინოთ, სტრესი ეს უბრალოდ მოთხოვნილებასა და შესაძლებლობებს შორის არსებული თავისუფალი სივრცეა. ამ სივრცის ზრდასთან ერთად კი ჩვენზე სტრესის ზეწოლაც იზრდება.

ჩვენი ტვინის ორგანიზების წესები შემდეგნაირად შეიძლება წარმოვიდგინოთ: 

  • ჩვენი გადარჩენა ტვინის მთავარი პრიორიტეტია. 

დღესდღეისობით, ძალიან ბევრი ადამიანი ზედმეტად მგრძნობიარეა სტრესისა და სტიმულირების მიმართ. ჩვენს გარშემო იმდენი რამ ხდება, რომ ხშირად ძალიან დიდ ზეწოლას ვგრძნობთ გარემოსგან. ტვინის ნომერ პირველ ფუნქციას წარმოადგენს, რომ უზრუნველყოს ჩვენი უსაფრთხოების შენარჩუნება, ნებისმიერ ფასად. შესაბამისად, ჩვენი ყურადღება, დიდიწილად უარყოფით სტიმულებზეა ორიენტირებული. ასე მაგალითად, ტვინში დაახლოებით 5-ჯერ მეტი შიშზე დაფუძნებული სქემები გვაქვს, ჯილდოს სქემებთან შედარებით და, როგორც ცნობილია, ჩვენს გარემოში ნეგატიურ სტიმულს დაახლოებით 80% -ზე მეტ ყურადღებას ვაქცევთ, ვიდრე დადებითს.

  • ჩვენ გვაქვს ინფორმაციის გადამუშავების ორი რეჟიმი - ცნობიერი და არაცნობიერი. 

ინფორმაციის უმეტესი ნაწილის ანალიზი ჩვენი ცნობიერების მიღმა ხდება. ტვინი შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც სხვადასხვა ინფორმაციის გადამამუშავებელი მანქანა.  როდესაც ჩვენ გარშემო არსებული სტიმულები არ არის სინქრონიზებული ერთმანეთთან ან ქაოტურია, ისინი იწვევენ სტრესულ რეაქციას, რათა მოხდეს ყველაფრის ბალანსში მოყვანა. ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ აბსოლუტურად ყველა სისტემა, იქნება ეს გულისცემა, ტვინის ტალღები თუ სისხლში შაქრის კონცენტრაცია, აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რომ იყოს დაბალანსებული და რიტმული. 


  • და ბოლო მე-3 წესი... ტვინს აქვს სამი განყოფილება, რომლებიც ერთად მუშაობენ ცხოვრებისეული გამოცდილების ნავიგაციისთვის. 

ეს სამი განყოფილება ორგანიზებულია, როგორც იერარქია, ტვინის ფუძიდან ზედა ნაწილამდე. მოცემული ორგანიზება კი ეფუძნება ევოლუციური ნეირომეცნიერების მოდელს. როდესაც ჩვენ განვიცდით სტრესს და ვერ ვახერხებთ მობილიზებას, ამ დროს ჩვენი ენერგია ტვინის ფუნდამენტურ ნაწილშია მოხვედრილი.  ეს ის ენერგიაა, რომელიც ტვინის ფუძეშია ჩარჩენილი და გრძნობს, რომ ჩვენ ის რაც გვჭირდება, საკმარისად არ გვაქვს, შესაბამისად ენერგია მიედინება, შესაძლებლობები იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტი სტრესი იწვევს სტრესს.

​იმისთვის, რომ მარტივად მოვახდინოთ სტრესთან გამკლავება, პირველ რიგში უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენი ყურადღება დადებით სტუმულებზე მივმართოთ. ხშირ შემთხვევაში ეს საკმაოდ რთულია, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ რთულ სიტუაციებში, ჩვენ კი არ უნდა გავექცეთ მას, არამედ მოვახდინოთ მისი გააზრება, მიიღება და სიტუაციით გამომდინარე ჩვენთვის შედარებით უკეთესი ქმედებების განხორცილება. 

როგორც უკვე ვთქვით, მეტი სტრესი, იწვევს მეტ სტრესს, მის შესამცირებლად კი მნიშვნელოვანია, რომ  ჩვენი ენერგია მივმართოთ რაიმე სასარგებლო ქმედებისკენ, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს სტრესის ზემოქმედებას.

 სტატიის ავტორი: მარიამ იანტბელიძე

მსგავსი სიახლეები

 
დახმარება