სტრესი - მოთხოვნილებები და შესაძლებლობები

stresi-motxovnilebebi-da-shesadzleblobebi სტრესი- მოთხოვნილებები და შესაძლებლობები

დარწმუნებული ვარ, თქვენთვის ცნობილია, რომ თუ გსურთ ცვლილებები შეიტანოთ რაიმეში, ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად ვიცოდეთ, თუ რასთან გვაქვს საქმე ანუ რა არის ეს და როგორ მოვახდინოთ მისი გაზომვა.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რასაც დღევანდელობაში ვხვდებით სტრესთან მიმართებაში, არის ის რომ, მიუხედავად იმისა, ყველამ ვიცით მისი არსებობის შესახებ, თითოეული ადამიანი მას ინდივიდუალური გზებით განიცდის.

რამდენად გიჟურადაც არ უნდა ჟღერდეს, ის სიყვარულს წააგავს. მისგან მიღებული საბოლოო გამოცდილება ყველასთვის განსხვავებულია. იგი მართლაც დამკვირვებელზე, ანუ იმ ადამიანზეა დამოკიდებული, რომელიც მას უშუალოდ განიცდის. 

მანამ, სანამ სტრესის „გამოსწორების" მცდელობის გზას გავუდგებოდეთ, საჭიროა ზუსტად გაერკვეთ იმაში, თუ რა არის ეს და რა გავლენას ახდენს ჩვენზე.

სტრესი არსად არ მიდის ჩვენი ცხოვრებიდან და შეიძლება, ეს სინამდვილეში თავადაც არ გვინდოდეს. პირიქით, ის შეიძლება საკმაოდ კარგი დამხმარე იყოს ჩვენთვის, თუ გვეცოდინება როგორ გამოვიყენოთ ის.

მარტივად, რომ წარმოვიდგინოთ, სტრესი ესუბრალოდ მოთხოვნილებასა და შესაძლებლობებს შორის არსებული თავისუფალი სივრცეა. უფრო კონკრეტულად კი, ეს არის ის, რაც ხდება ჩვენს მოთხოვნილებასა და შესაძლებლობებს შორის ანუ რამდენად შეესაბამება ჩვენი მოთხოვნილებები ჩვენს ხელთ არსებულ შესაძლებლობებს.

აბა დაფიქრდით, როდესაც საკმარისი დრო არ გაქვთ, სტრესი გეხმარებათ ფოკუსირებაში, რომ შეეცადოთ მეტი რამ გააკეთოთ ნაკლებ დროში.

როდესაც არ გაქვთ საკმარისი ფული, სტრესი სასწრაფოდ მიმართავს თქვენს ყურადღებას ისეთი აქტივობებისკენ, რომლებიც მიმართულია მათ მოსაპოვებლად და საჭირო ხარჯების დასაფარად.

თუ თქვენ არ გაქვთ საკმარისი ფიზიკური ენერგია, სტრესი იწვევს იმ ჰორმონების გააქტიურებას, რომლებიც გიბიძგებთ, რომ ადგეთ დილით და შეეცადოთ მიხედოთ თქვენს საქმეებს.

აქედან გამომდინარე, პირველი რაც უნდა გვახსოვდეს, სტრესი არ არის არც კარგი და არც ცუდი და არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება სტრესის ტიპის, ინტენსივობის და ხანგრძლივობის მიხედვით.

ჩვენ ყველამ ვიცით ისეთი ადამიანები, რომლებსაც ცუდი რამ შეემთხვათ, მაგრამ საბოლოოდ კარგი შედეგებით დაასრულეს, გახდნენ უფრო ძლიერები იმის გამო, რომ მათ გადალახეს გამოწვევები.

ასევე გეცოდინებათ ისეთი ადამიანებიც, რომლთა გარშემოც ყოველთვის დადებითი მოვლენები ხდებოდა, მაგრამ მთავრდებოდა უარყოფითი შედეგებით. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ისინი არ იყვნენ მომზადებულები ან ვერ გაუმკლავდნენ მომხდარ ცვლილებებს.

საკმაოდ ადვილია, რომ თავი ავარიდოთ სტრესის კატეგორიზებას და არ განვიხილოთ ის, როგორც არც კარგი და არც ცუდი. ნაცვლად ამისა გადავხედოთ მის გავლენას და აღვიქვათ ის:

ან როგორც ისეთი რამ, რაც ზრდის სტიმულაციას და გვიბიძგებს პოზიტიური ადაპტაციისაკენ.

ან როგორც ისეთი რამ, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ჩვენი რღვევა ან გადაწვა, რადგან ვერ მოვახერხეთ მისი სწორად და ეფექტურად გამოყენება.

როგორც აღვნიშნეთ, სტრესი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ჩვენს მოთხოვნილებებსა და შესაძლებლობებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობა წარმოიქმნება. შესაბამისად შეეცადეთ, რომ მოახდინოთ მათი დაბალანსება.

როგორ შეხედავთ ცხოვრებისეულ გამოწვევას და როგორ მოახდენთ მასზე რეაგირებას, ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ არჩევანი ყოველთვის თქვენზეა და საკუთარი ცხოვრების წარმართვა, მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული. 

 სტატიის ავტორი: მარიამ იანტბელიძე

მსგავსი სიახლეები

 
დახმარება