მადლიერება და მისი უპირატესობები

madliereba da misi upiratesobebi მადლიერება და მისი უპირატესოსბები

ციცერონი მადლიერებაზე:- „მადლიერება სიყვარულის აღმაფრთოვანებელი ემოციაა"

მადლიერება ეს არის გრძნობის გამოხატვა სხვის მიმართ.

მადლიერება კომპლექსური, ძლიერი და ამასთანავე მარტივია.

მადლიერების ბენეფიტები:

  • მადლიერება იწვევს ემპათიის (თანაგანცდის) გაძლიერებას და ამცირებს აგრესიას. ისინი, ვინც გამოხატავენ მადლიერებას ნაკლებად არიან მიდრეკილნი შურისძიებისაკენ და უფრო მეტად ავლენენ პროსოციალურ მანერებს, უფრო მგრძნობიარენი და ემპათიურები არიან.
  • მადლიერება აუმჯობესებს ძილის ხარისხს, მადლიერების მუდმივი გავარჯიშებით ძილი უფრო ხანგრძლივი და ხარისხიანი ხდება.
  • მადლიერება გვეხმარება მეგობრების შეძენაში. კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ მადლიერება ახალი ნაცნობების შემთხვევაში ხელს უწყობს გრძელვადიან ურთიერთობას.
  • მადლიერება აუმჯობესებს ფიზიკურ ჯანმრთელობას. ისინი, ვინც მადლიერებას გამოხატავენ ნაკლებ ტკივილს უჩივიან.
  • მადლიერება აუმჯობესებს ფსიქიკურ ჯანმრთელობას. მადლიერი ადამიანები უფრო ბედნიერები არიან და ნაკლებად არიან მიდრეკილნი დეპრესიისკენ, რადგან მადლიერება იწვევს სიმშვიდეს, აძლიერებს და ამაღლებს თვითშეფასებას, ეს კი იმიტომ ხდება, რომ მადლიერ ადამიანებს აქვთ უნარი, დააფასონ როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვათა მიღწევები.
  • მადლიერება ამაღლებს მენტალურ ჯანმრთელობასაც. მადლიერი ადამიანები უფრო გამძლეები არიან და ბევრად უმარტივდებათ ცხოვრების სირთულეებისა და თუ ტრავმების გადალახვა. 
  • მადლირების გამოხატვისას ჩვენს ტვნიში გამომუშავდება მნიშვნელოვანი ჰორმონები, ენდორფინები, კერძოდ კი სეროტონინი და დოფამინი, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ჩვენი ბედნირების შეგრძნებასა და ცხოვრებით კმაყოფილების ხარისხზე. სეროტონინი განაპირობებს ჩვენს კარგ განწყობას და ოპტიმიზმის ხასისხს, დოფამინი კი კმაყოფილებისა და სურვილის ჰორმონია, რომლის გამოყოფის შედეგადაც ადამიანებში იმატებს სასიცოცხლო, ვიტალური ენერგია, იმატებს მიზანსწრაფულობა, მოტივაციის დონე, შესაბამისად იმატებს წარმატება ჩვენს ცხოვრებაში და ვიზუალურ დონეზე ამ ცვლილებების შემჩნევა ადამიანების გაბრწყინებული თვალებიდან შეგვიძლია ძალიან მარტივად. 

​ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მადლიერების გრძნობას გავარჯიშება სჭირდება, რადგან ადმიანები იმდენად ვართ ნაგეტივზე ორიენტირებულნი, რომ ხშირად არაფრად ვაგდებთ ყველა იმ სიკეთეს, რომელიც სამყარომ გვიბოძა და ვღელავთ და ვდარდობთ იმაზე რაც არ გვაქვს, ეს დარდი კი იმდენად დიდია ხოლმე, რომ შეიძლება დეპრესიამდეც კი მიგვიყვანოს. სწორედ ამიტომაა საჭირო მადლიერების გავარჯიშება და ამის ძალიან ბევრი ხერხი არსებობს, რომლებიც რეალურად მუშაობს და შედეგსაც იძლევა, თუმცა სანამ ამ ხერხებიდან რამდენიმეს გაგანდობდეთ იქმდე აუცილებელია ყველან ძალიან კარგად გავიაზროთ, რომ არავინ არის ვალდებული ჩვენს წინაშე! დახმარების ვალდებულება არავის გააჩნია. დახმარება, ყურადღების გამოჩენა, ზრუნვა - ეს ყველაფერი ადამიანთა კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, ჩვენ მადლიერები უნდა ვიყოთ იმ ადამიანების, რომელებიც ამას ჩვენთვის აკეთებენ, მადლერები უნდა ვიყოთ სამყაროსი, რომ ვარსებობთ და გვაქვს ის რაც გვაქვს, მხოლოდ მადლიერების გავლითაა შესაძლებელი მიიღო კიდევ უფრო ბევრი სიკეთე სამყაროსგან და მიაღწიო სასურველს, რადგან ჩვენ უკან ყოველთვის ის გვიბრუნდება სამყაროსგან რასაც გავცემთ. თუ გავცემთ ნეგატიური ენერგიით დატვირთულ, წუწუნით სავსე სურვილებს, უკან კიდევ უფრო დიდი ნეგატივი გვიბრუნდება და პირიქით, საკმარისია სამყაროში ერთი გულით ნათქვამი სიტყვა მადლობა გაგზავნო, რომ უკან გაათმაგებული სიკეთით გიბრუნდება.

 სტატიის ავტორი:  მაკა აბაზაშვილი

მსგავსი სიახლეები

 
დახმარება