​კორონავირუსი: 5 გზა, როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე

mental-health-coronavirus კორონავირუსი-ფსიქიკური ჯანმრთელობა

კორონავირუსმა მოსახლეობაში სტრესისა და შფოთვის მნიშვნელოვანი მომატება გამოიწვია. სიმშვიდის შენარჩუნებას ართულებს, მედიის მიერ მოწოდებული ინფორმაციები-ვისმენთ თვითკარანტინების ისტორიებს, ახალი შემთხვევის ფაქტებს, რომელთა რიცხვიც სამწუხაროდ დღითი დღე იზრდება.

ამ ყველაფერთან ერთად, ვირუსის გავრცელებისგან თავდასაცავად, ადამიანთა ცხოვრების რეჟიმი, ფაქტობრივად, სრულიად იცვლება, განსაკუთრებით კი საქართველოში, რომელსაც მოუწევს გაუმკლავდეს ისეთ ახალ გამოწვევებს, როგორიცაა დისტანციური სწავლება უნივერსიტეტებში, რეპეტიტორებთან, ონლაინ კონსულტაცია ექიმთან და ა.შ.

თუმცა, არსებობს საშუალებები, რომლებიც დაგეხმარებათ შიშისა და შფოთვის შემცირებაში. ქვემოთ გთავზობთ, რამდენიმე რჩევას და ვიმედოვნებთ, რომ დაგეხმარებათ გაუფრთხილდეთ თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას მაშინ, როდესაც ბევრი მსჯელობს ჩვენი ფიზიკური ჯანმრთელობისთვის შესაძლო საფრთხეების შესახებ.

შეეცადეთ, დააბალანსოთ მედია სიახლეების ყურება

დიდი მოცულობით უარყოფითი ინფორმაციის გაგებამ, შეიძლება კიდევ უფრო გაამძაფროს თქვენი შფოთვა. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია ინფორმირებულები იყოთ, შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს, რომ შეზღუდოთ მედია საშუალებებით ინფორმაციის მიღება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ხალხს მოუწოდა, რომ თავი აარიდონ სიახლეების ყურებას, კითხვას ან მოსმენას, რაც იწვევს შფოთვის ან დისტრესის გრძნობას.


მოიძიეთ სანდო ინფორმაცია

მნიშვნელოვანია ზუსტი ინფორმაციის მიღება სანდო წყაროებიდან. შეეცადეთ თავი აარიდოთ სპეკულაციებს და ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ მოიძიეთ სანდო რეპუტაციის მქონე წყაროებიდან.


შეეცადეთ შეინარჩუნოთ მშვიდი და პრაქტიკული მიდგომა

გავრცელებულმა პანიკამ შეიძლება გაართულოს კორონავირუსის ეფექტურად მართვის მცდელობები. ყველაფერი გააკეთეთ, რომ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და მიჰყევით ოფიციალურ რჩევებს, განსაკუთრებით კი ჰიგიენის ჩვევების დაცვას.


შეეცადეთ არ გააკეთოთ ვარაუდები

საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის, შეეცადეთ გახსოვდეთ, რომ კორონავირუსმა შეიძლება გავლენა მოახდინონს ყველაზე, მიუხედავად მათი ეროვნებისა თუ ეთნოსისა.


იზრუნეთ საკუთარ თავზე

საკუთარ თავზე და ახლობლებზე ზრუნვის საუკეთესო საშუალებაა მიმართოთ ისეთ ჩვევებს, როგორებიცაა- ძილის რეჟიმის დარეგულირება, ჯანსაღი კვება, ვარჯიში, ჰიგიენური წესების დაცვა, სუფთა ჰაერი - ეს ის ძირითადი აქტივობებია, რისი გაკეთება მანამდეც რეკომენდირებული იყო თითოეული ჩვენთაგანისთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

არსებულ მდგომარეობაში, ემოციური სტაბილურობის შესანარჩუნებლად და შფოთვისგან თავის დასაცავად, მნიშვნელოვანია შეძლებისდაგვარად შეინარჩუნოთ თქვენი ყოველდღიური რუტინა, უსაფრთხოების წესების დაცვით, განაგრძეთ იმის კეთება, რასაც მანამდე აკეთებდით.

თუ სახლში გიწევთ ყოფნა, დადებითად შეხედეთ ამ ფაქტს. თქვენ საშუალება გეძლევათ, ცოტახნით მაინც გადავისუფლდეთ გადამღლელი და რთული გრაფიკისგან. მოეშვით და თავს მიეცით დასვენების უფლება.

შეგიძლიათ მიაკითხოთ წასაკითხად გამზადებულ და უდროობის გამო გადადებულ წიგნებს, უყუროთ ფილმებს. ასევე კარგი დროა ძველი და გამოუყენებელი ნივთებისგან გასათავისუფლებლად, ეს დაგეხმარებათ, ახლებურად შეხედოთ ცხოვრებას, რაც ერთგვარი თერაპიაა...

 ვისაც შვილები გყავთ, ეს დრო შეგიძლიათ გამოიყენოთ მათთან საურთიერთოდ, დაკავდეთ საერთო აქტივობებით...

გააცნობიერეთ თქვენი გრძნობები და საჭიროების შემთხვევაში მოიძიეთ დამატებითი პროფესიონალური დახმარება.

და გახსოვდეთ, გიყვარდეთ და იზრუნეთ საკუთარ თავზე, რადგან ამით თქვენს საყვარელ ადამიანებზეც ზრუნავთ.


მათთვის ვინც იმყოფება კარანტინში ან თვითიზოლაციაში

ვინც კარანტინში ან თვითიზოლაციაში იმყოფებით, შეიმუშავეთ ყოველდღიური რუტინა, შეგიძლიათ სცადოთ მეტის წაკითხვა ან ფილმების ყურება, ვარჯიში, ახალი რელაქსაციის ტექნიკის მოსინჯვა ან ინტერნეტში ახალი ცოდნის მოძიება. რეგულარულად დაუკავშირდით თქვენთვის ახლო ადამიანებს სოციალური მედიის, ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.

შეეცადეთ დაისვენოთ და შეხედოთ ამ სიტუაციას, როგორც ახალ გამოცდილებას, რომელსაც სამომავლოდ დადებითი გავლენა შეიძლება  ჰქონდეს.

ზედმიწევნით მიჰყევით და დაიცავით ოფიციალური რჩევები და გახსოვდეთ, რომ ამას აკეთებთ, არა მხოლოდ საკუთარი ჯანმრთელობისთვის, არამედ თქვენი ოჯახის წევრების, ახლობელი ადამიანების და ზოგადად მოსახლეობის კეთილდღეობისთვის.


 სტატიის ავტორი: მარიამ იანტბელიძე

გამოყენებული ლიტერატურა

...

WHO | World Health Organization

WHO's primary role is to direct international health within the United Nations' system and to lead partners in global health responses.

მსგავსი სიახლეები

 
დახმარება