რა არის ვაგინიზმი ?

vaginizmi ვაგინიზმი

ვაგინიზმი ეს არის საშოს გარე მესამედის კუნთების მორეციდივე ან მუდმივი უნებლიე სპაზმი, რომელიც ხელს უშლის ქალს სქესობრივ კავშირში.

მოცემული მდგომარეობა იწვევს ძლიერ დისტრესს და სირთულეებს ინტერპერსონალურ ურთიერთობებში, რადგან შეუძლებელს ხდის პარტნიორთან სექსუალური კავშირის დამყარებას.

საბედნიეროთ, დღევანდელობაში 100%-ით განკურნებადია.

დიაგნოსტირებისთვის, საწყის ეტაპზე უნდა გამოირიცხოს სამედიცინო მდგომარეობისა და მედიკამენტების მავნე ზემოქმედება.

ვაგინიზმის ფსიქოლოგიურ მიზეზებს განეკუთვნება სტრესი, ფობიები, უნდობლობა პარტნიორის პიროვნების მიმართ და სხვა პარტნიორული ფაქტორები. გამომდინარე ამ ბოლო ფაქტორებიდან, ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებას წყვილების თერაპია წარმოადგენს, თუმცა ინდივიდუალური ფსიქოთერაპიაც ეხმარება ქალბატონებს, გაარკვიონ არსებული პრობლემის საწყისები და დაუბრუნდნენ ნორმალურ სექსუალურ ფუნქციონირებას.

მსგავსი სიახლეები

 
დახმარება