ვინ არიან სერიული მკვლელები?

vin arian seriuli mkvlelebi? ვინ არიან სერიული მკვლელები?

სერიული მკვლელი პიროვნებაა რომელსაც სამი ან მეტი ადამინის მკვლელობა, ერთ თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში აქვს ჩადენილი. 

მოტივი
როგორც წესი, შეგვიძლია მოტივის მიხედვით მათი დახარისხება შემდეგნაირად:
1) ჰედონისტები- ასეთი ტიპის მკვლელები, მკვლელობისგან სიამოვნებას იღებენ და ადამიანებს ისე უყურებენ როგორც მიზნისკენ მიმავალ სახარჯ საშუალებას.
2)ძალაუფლების მოყვარულები – ისინი თავისი ქმედებებით საკუთარ თავს უმტკიცებენ რომ მსხვერპლზე ძლიერები არიან, ესწრაფვიან საკუთარი არასრულფასოვნების კომპენსირებას.
3)წარმომსახველები (Visionery) – ისინი ძირითადად ფსიქიკურად შერყეულები არიან.აქვთ სხვადასხვა სახის ჰალუცინაციები და ყველაზე ხშირად დანაშაულს ღმერთის ან ეშმაკის სახელით სჩადიან. 
4)მისიონერები – მათი აზრით ისინი საზოგადოებას "ჭუჭყისგან" წმენდენ. საკუთარი თავი წარმოუდგებათ როგორც მსაჯული ან შურისმაძიებელი. 5)კანიბალები – ასეთი ტიპის სერიული მკვლელები საკუთარ მსხვერპლს ჭამენ.
6)სექსუალური მანიაკები – მათი დანაშაულის ჩადენის მოტივი სექსია, ხშირად არ აქვს მნიშვნელობა მსხვერპლი ცოცხალია თუ მკვდარი.

​ ფსიქოლოგიური პორტრეტი
იმისთვის , რომ გავარკვიოთ თუ რატომ ახორციელებს ადამიანი დანაშაულებრივ ქცევას , აუცილებელია ჩავუღრმავდეთ მის ფქიქოლოგიურ მხარეს , უფრო სწორად , შევადგინოთ მისი ფსიქოლოგიური პორტრეტი. არსებობს ორი მიდგომა , რომელიც სხვადასხვა კუთხით განიხილავს ამ საკითხს -
ბრიტანული მიდგომა: ამ მიდგომაში მთვარი ყურადღება ენიჭება დამნაშავის ქცევებს, დანაშაულის ადგილას დატოვებულ მტკიცებულებებს. დევიდ კანტერი თვლიდა , რომ ადამიანები უმეტესად იქცევიან ლოგიკურად და გააზრებულად , მაგრამ მათ მიერ განხორციელებული ქცევებით შესაძლებელია დავადგინოთ პიროვნების სხვა მხარეებიც. დამნაშავის ქცევების სქემა იქმნება დატოვებული მტკიცებულებების მიხედვით. ასე რომ , ბრიტანული მეთოდი ვითარდება ნაწილებიდან მთელისაკენ .
ბრიტანული კვლევები ცხადყოფს რომ , უმეტესად კრიმინალები ხდებიან ის ადამიანები , რომლებსაც ბავშვობაში აკლდათ მშობლების კონტროლი : მამა გამოირჩეოდა სისასტიკით , ხოლო დედა იჩენდა ცივ დამოკიდებულებას ბავშვის მიმართ . 

( როგორც ფროიდი ამბობს , ბავშვი ადრეულ ასაკშივე ბაძავს იმ ადამინებს , რომლებთანაც უწევს ცხოვრება , შესაბამისად ფორმირდება მასში მორალური ღირებულებები და ეს წლები განაპირობებენ შემდგომში მის პიროვნებად ჩამოყალიბებას)


ამერიკული მიდგომაც იმავე თეორიას იზიარებდა, მათი აზრით , ოჯახი არის ის მიზეზი , რომელიც განაპირობებს ბავშვების კრიმინალური ცხოვრებისკენ ინტერესს. თუ მშობლები არიან ჩართულნი შვილის აღზრდაში , თუ იცნობენ ბავშვის გარემოცვას , იციან რას აკეთებს ბავშვი თავისუფალ დროს, ნაკლები შანსია რომ მას „ქუჩურმა" ცხოვრებამ დააინტერესოს. განსხვავება ბრიტანულ მიდგომასთან იმაში მდგომარეობს , რომ ამერიკელები ფსიქოლოგიურ პორტრეტს ქმნიან სტატისტიკური ინფორმაციით , რის საფუძველზეც შემდეგ აღწერენ დამნაშავის პიროვნებას, ადგილსა და ცხოვრების მოვლენებს , ანუ მათი მიდგომა მიდის მთლიანიდან ნაწილებისაკენ.

სტატიის ავტორი : ნათია ცხადაძე

გამოყენებული ლიტერატურა :  

 

COM_EB_IFRAME_COOKIE_AGREE_CONTENT

დახმარება