რა არის ნერვული ბულიმია ?

bulimia ბულიმია

მნიშვნელოვანია, იმის ცოდნა, რომ ბულიმიის შემჩნევა საკმაოდ რთულია ახლობლების მხრიდან, რადგან გამწმენდი ღონისძიებების გამო, წონაში ცვლილებები ნაკლებად შეიმჩნევა.

ბულიმია კვებითი აშლილობის ერთ-ერთი ტიპია, რომლისთვისაც დამახასიათებელია ჭარბი რაოდენობის საკების მიღება, რასაც შემდეგ თან სდევს მიღებული კალორიებისგან ორგანიზმის გაწმენდის ღონისძიებები, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ არ მოხდეს წონაში მატება. ძირითადად დამახასიათებელია ახალგაზრდა გოგონებში, თუმცა ბულიმიის შემთხვევები მამაკაცებშიც არის დაფიქსირებული.

ბულიმიის, როგორც სინდრომის, აღმოჩენა ჯერალდ რასელის (Gerald Russell, 1979) სახელს უკავშირდება, რადგან მან პირველმა მოახდინა არსებული ცოდნისა და შემთხვევების ანალიზის საფუძველზე ბულიმიის სინდრომის გამოყოფა ანორექსიისგან. 

რასელის მიხედვით, ბულიმია ხასიათდება სხეულის ფიზიკურ გარეგნობაზე გადამატებული შფოთვით, უზომო რაოდენობის საკვების მიღებით და კომპენსატორული ქცევებით, რომლებიც წონის შენარჩუნებისაკენ არის მიმართული. 


მკვლევრების აზრით, საკვების უზომო რაოდენობით მიღების მთავარი მოტივატორებია:

  1. შიმშილი, რომელიც წონაში დასაკლებად დაწყებული დიეტისგან აღმოცენდება;
  2. ინდივიდის მცდელობა, გაუმკლავდეს სტრესსა და ნეგატიურ ემოციებს;
  3. საკვების ჰედონური ანუ სიამოვნების მომგვრელი ეფექტი.

ქვემოთ გთავაზობთ DSM-5-ის კრიტერიუმებს, რომელიც დაგეხმარებათ გაარკვიოთ აქვს თუ არა აღნიშნული მდგომარეობა ვინმეს, თქვენს გარშემომყოთაგან, რაც დაგეხმარებათ დროულად გაუწიოთ მას დახმარება. 

მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული სიმპტომები უნდა ვლინდებოდეს კვირაში ერთხელ მაინც.

ა) საკვების უზომო რაოდენობით მიღების განმეორებადი ეპიზოდები. ამასთანავე, საკვების გადაჭარბებული მიღება უნდა აკმაყოფილებდეს ჩამოთვლილთაგან ორივე კრიტერიუმს:

  1. დროის გარკვეულ მონაკვეთში მიღებული საკვები (მაგ: ორი საათის განმავლობაში) უნდა იყოს იმაზე გაცილებით დიდი რაოდენობის, ვიდრე ამას ადამიანების უმრავლესობა მიიღებს, იმავე დროსა და იმავე პირობებში.
  2. გადამატებული კვების ეპიზოდს თან უნდა ახლდეს კონტროლის ნაკლებობის განცდა (მაგ. განცდა, რომ არ შეუძლია შეწყვიტოს ჭამა ან აკონტროლოს რამდენ საკვებს მიიღებს).

ბ) მუდმივად განმეორებადი არაადეკვატური კომპენსატორული ქცევები, რომლებიც მიზნად ისახავენ წონის კონტროლსა და წონაში მატების თავიდან აცილებას. მაგალითად, თვითპროვოცირებული პირღებინება, შარდმდენი, ფაღარათის გამომწვევი და სხვა ქიმიური მედიკამენტების თვითნებური და არასწორი მიღება/გამოყენება , შიმშილობა, ძლიერი ფიზიკური გადატვირთვა და ვარჯიში.

გ) საკვების უზომო რაოდენობით მიღების ეპიზოდები და არაადეკვატური კომპენსატორული ქცევები საშუალოდ, სამი თვის მანძილზე, კვირაში ერთხელ მაინც უნდა გამოვლინდეს.

დ) თვითშეფასება დიდწილად არის დამოკიდებული სხეულის ფორმასა და წონაზე.

ე) სიმპტომები არ აღმოცენდება მხოლოდ ანორექსიის ეპიზოდების დროს.


სტატიის ავტორი: მარიამ იანტბელიძე

გამოყენებული ლიტერატურა 

...

American Psychological Association (APA)

The American Psychological Association (APA) is a scientific and professional organization that represents psychologists in the United States. APA educates the public about psychology, behavioral science and mental health; promotes psychological science and practice; fosters the education and training of psychological scientists, practitioners and educators; advocates for psychological knowledge and practice to inform public policy; and champions the application of psychology to promote human rights, health, well-being and dignity.

მსგავსი სიახლეები

 
დახმარება