რა არის ნერვული ანორექსია ?

anorexia ანორექსია

ანორექსია არ არის მხოლოდ სიგამხდრის შეგრძნების სურვილი, ადამიანები განიცდიან მოჭარბებულ შიშს და გამომწყვდეულები არიან საკუთარი თავის ხაფანგში. 

ნერვული ანორექსის მქონდე ინდივიდებს მიაჩნიათ, რომ ისინი ჭარბ წონიანები არიან. ისინი ასე ფიქრობენ მაშინაც კი, როდესაც ძალიან გამხდრები არიან და ამის გამო ზღუდავენ ჭამას შიმშილის მომენტამდე.

კვების დარღვევები ეპიდემიად იქცა, განსაკუთრებით ჩვენს ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა ქალთა შორის. ეს ქალები და გოგოები, რომლითაც ჩვენ  შორიდან აღფრთოვანებულები ვართ, რეალურად ღრმად გრძნობენ საკუთარი თავის არაადეკვატურობას და არაეფექტურობას. ანორექსია არის დამაბნეველი, საკმაოდ რთული დაავადება, რომლის შესახებ ბევრმა ძალიან ცოტა იცის.

ანორექსიით დაავადებული ადამიანებისთვის დამახასიათებელია საკუთარი წონის უარყოფა და მაშინაც კი, როდესაც ზედმეტად გამხდრები არიან, თავს ჭარბ წონიანად მიიჩნევენ. მათ აწუხებთ მუდმივი შიში იმისა, რომ წონაში მოიმატებენ და გასუქდებიან. მსგავში შიშები გრძელდება მაშინაც, როდესაც ადამიანი შიმშილობს და გამოფიტვის ზღვარზეა. 

ეს დიდწილად დაკავშირებულია იმასთან, რომ დაავადებული ინდივიდები თვლიან, რომ მათი სხეულის წონა, ფორმა და ზომა პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ რამდენად კარგად გრძნობენ თავს საკუთარ სხეულში და ზოგადად, როგორი ადამიანები არიან. ამ აშლილობის მქონე პირები ხშირად უარყოფენ თავიანთი მდგომარეობის სერიოზულობას და ვერ ახერხებენ ობიექტურად შეაფასონ საკუთარი წონა.

მიუხედავად იმისა, რომ ანორექსია საკმაოდ რთული და დამანგრეველია, ადამიანებს შეუძლიათ სრულად გამოჯანმრთელდნენ. მთავარია მიღებულ იქნას ყოვლისმომცველი, თანამშრომლობითი მკურნალობა, რომელშიც შედის ფსიქოლოგიური მომსახურება, პირველადი სამედიცინო დახმარება და დიეტოლოგის ჩარევა.

არსებითად მნიშვნელოვანია ფიზიკური გამოკვლევა, მათ შორის სისხლის ანალიზი, რადგან ანორექსია ასოცირდება ანემიასთან, ოსტეოპოროზთან, ელექტროლიტების დისბალანსთან, გულის დაზიანებასთან, თირკმელების პრობლემებთან და სხვა გართულებებთან.

...

Psych Central - Trusted mental health, depression, bipolar, ADHD & psychology

Home of down-to-earth, reliable, objective mental health symptoms and treatment information. Since 1995, Psych Central has been an independent source of education on mental disorders and mental illness. We're here to help.

მსგავსი სიახლეები

 
დახმარება