კვებითი აშლილობები

kvebiti ashlilobebia. anoreqsia. bulemia კვებითი აშლილობები. ანორექსია. ბულემია

გახანგრძლივებულ ქცევას შეიძლება მოჰყვეს მძიმე სამედიცინო გართულებები, რაც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს.

კვებითი დარღვევები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება, რომელიც ბევრ ადამიანს აზიანებს, განსაკუთრებით ხშირია თინეიჯერ გოგონებში.

რატომ არის ყველაზე გავრცელებული თინეიჯერ და ახალგაზრდა ქალბატონებში ?

ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის თანახმად, ეს იმიტომ ხდება, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, ქალები უფრო მეტად მიმართავენ დიეტას - ცდილობენ ფიგურის შენარჩუნებას, ამას ხელს უწყობს გარკვეული სპორტის სახეობები (მაგალითად, ტანვარჯიში) და კარიერა (მაგალითად, მოდელირება) , რომლებიც განსაკუთრებით მოითხოვს ფიგურის შენარჩუნებას, თუნდაც ეს ნიშნავდეს საკვებისგან „განწმენდას" ან საერთოდ ჭამაზე უარის თქმას.

არსებობს კვებითი დარღვევების რამდენიმე სახეობა:

კვებითი აშლილობების ძირითადი სიმპტომებია : 

ანორექსია- მარტივად რომ ვთქვათ თქვენ შიმშილობთ, რადგან დარწმუნებული ხართ, რომ ჭარბი წონა გაქვთ. თუ სხეულის ნორმალური წონის მინიმუმ 15 პროცენტით ნაკლები ხარ და წონას იკლებთ საჭმლის არ მიღების გამო, შესაძლოა ამ დაავადებით იტანჯებით.

ბულიმია- ახასიათებს ჭარბი ჭამა, შემდეგ კი საკვებისგან თავის შეკავება და მათგან „გათავისუფლება" სხვადასხვა საშუალებებით- ღებინებით, მავნე ნივთიერებების ან შარდმდენების ბოროტად გამოყენებით, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიღებით, ან ვარჯიშებით. მოხმარებული საკვებისგან კალორიების შემცირების ამ ქცევას ხშირად უწოდებენ „გაწმენდას". დაავადებულ ადამიანს შეუძლია წლების განმავლობაში არ გამოავლინოს თავისი პრობლემა, რადგან სხეულის წონა ხშირად ნორმაში რჩება. "გაწმენდის" ქცევა ხშირად ხდება საიდუმლოდ და თან ახლავს სირცხვილის გრძნობა.

„უკონტროლო კვებითი" დარღვევა- განსხვავებულია ბულიმიისგან, რადგან ადამიანი არ ახორციელებს „გაწმენდის" ქცევას. ჭარბი კვების დარღვევების მქონე ადამიანები (BED) ხშირად ჭამენ დიდხანს, სწრაფად და საკმაოდ დიდი რაოდენობით. თან ახლავს ზიზღისა და უხერხულობის გრძნობა საკუთარი თავისადმი.

გამომწვევი მიზეზები:

კვებითი დარღვევები სერიოზული პრობლემებია და საჭიროა დროული დიაგნოზი და მკურნალობა, გახანგრძლივებულ ქცევას შეიძლება მოჰყვეს მძიმე სამედიცინო გართულებები, რაც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს. დანაშაული ხშირად ის კომპონენტია, რომლითაც დაავადებული ადამიანი ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ არ არის ცნობილი კვების დარღვევების ზუსტი მიზეზი, ფიქრობენ, რომ ამ ტიპის დარღვევები, შესაძლოა, გამოწვეული იყოს სოციალური, ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური ფაქტორების კომპლექსური ურთიერთქმედებით, რაც მავნე ქცევას იწვევს.

მკურნალობა

არსებობს კვებითი აშლილობების მკურნალობის ორი მეთოდი. ყველაზე მძიმე ტიპებისთვის, სადაც პირის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, შეიძლება საჭირო გახდეს სტაციონარული ჰოსპიტალიზაცია იმ დაწესებულებაში, რომელიც სპეციალიზდება კვების დარღვევების სფეროში. წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც კვების დარღვევის ხარისხი ნაკლებად მძიმეა, მაგრამ მაინც სავალალოა, ადამიანების უმრავლესობას ამბულატორიულ პირობებში მკურნალობენ. ასეთი ამბულატორიული მკურნალობა ჩვეულებრივ მოიცავს ინდივიდუალურ თერაპიას, მაგრამ შეიძლება შეიცავდეს ჯგუფური თერაპიის კომპონენტს.

კვებითი დარღვევების მკურნალობა თითქმის ყოველთვის მოიცავს კოგნიტურ-ქცევით ან ჯგუფურ ფსიქოთერაპიას. მედიკამენტები ზოგიერთისთვის ეფექტურია ამ დარღვევების მკურნალობისას, ფსიქოთერაპიასთან ერთად.

სტატიის ავტორი: მარიამ იანტბელიძე

გამოყენებული ლიტერატურა 

...

Psych Central - Trusted mental health, depression, bipolar, ADHD & psychology

Home of down-to-earth, reliable, objective mental health symptoms and treatment information. Since 1995, Psych Central has been an independent source of education on mental disorders and mental illness. We're here to help.

მსგავსი სიახლეები

 
დახმარება