სექსუალური ძალადობა

sexualuri dzaladoba სექსუალური ძალადობა

აშშ-ს საზოგადოებაში ყოველი მესამე ქალი და ყოველი მეოთხე კაცი გამხდარა მსუბუქი თუ მძიმე ძალადობის მსხვერპლი. ხშირად მსხვერპლი მალავსმომხდარს, ამიტომ რთულია მსჯელობა იმაზე, თუ რამდენად სრულად ასახავს მონაცემები რეალობას.

ვინ არის მოძალადე?

პიროვნება მოძალადეს იცნობს შემთხვევათა 80%-ში.იგი შესაძლოა იყოს მეზობელი, ოჯახის წევრი, მასწავლებელი, შეყვარებულიც კი. არსებობს ფენომენი„გაუპატიურება პაემანზე" ანუ პაემნის დროს, ან მის შემდეგ, ერთი მხარის სექსუალური ძალადობა მეორეზე. მსგავსი შემთხვევა იმდენად გავრცელებული აღმოჩნდა, რომ მან ცალკე კატეგორია დაიმსახურა. მსხვერპლი ძალიან იშვიათად ჩივის, ამიტომ ზუსტი მონაცემი აქაც არ არის.

მოძალადე ლარი ნასარი

საზოგადოებას მოძალადე წარმოუდგენია ბოროტი შესახედაობის, აგრესიული ტიპი, რომელიც მსხვერპლის დამარტოხელებას ცდილობს. ამას „ეშმაკის მითს" ეძახიან, ვინაიდან ნამდვილ მოძალადეთა უმეტესობა მიმზიდველი, შარმიანი, „კეთილი" და „მზრუნველი" ადამიანები არიან. ისინი მანიპულირებენ მსხვერპლით იმგვარად, რომ ეს უკანასკელი საკუთარ თავს აბრალებს მომხდარს.

ლარი ნასარი იყო ექიმი, რომელიც სპორტულ ტრავმებს მკურნალობდა, ამის პარალელურად თავის პაციენტებს (ახალგაზრდა გოგონებს) აუპატიურებდა თავისსავე კაბინეტში, მომხდარს კი თავად მათ აბრალებდა. გოგონებიც თავს იდანაშაულებდნენ, საიდუმლოდ ინახავდნენ ძალადობას, ნასარი კი დიდი ხნის განმავლობაში უზრუნველად აგრძელებდა „თავის საქმიანობას."

„ ის ნებისმიერი ადამიანისთვის ყველაფერს გაიღებდა დედამიწაზე. ლარი ყველას გვიყვარს. მართლა, მართლა გვიყვარს ლარი".- ალალად აღიარებდა მეზობელი, უკვე სასამართლო პროცესზე. დიახ არ მოგესმათ, მეზობლებს, კოლეგებს და თავად მსხვეპლის ოჯახსაც ძალიან უყვარდა ნასარი, ის „კეთილი", „მზრუნველი" და „დაუზარელი" ადამიანი იყო. ნაფიც მსაჯულთა აზრები და ემოციები გაიყო, ერთი მხრივ იყო ძველი, კეთილი ლარი, მეორე მხრივ მის მიერ ჩადენილი ძალადობის უტყუარი ფაქტები და მყარ დისკზე აღმოჩენილი ბავშვთა პორნოგრაფია.

რას გრძნობს მსხვერპლი

სექსუალუარი ძალადობა არღვევს პიროვნების ემოციურ სტაბილურობას. უჭირს მუშაობა, ხდება ნევროტული და უძნელდება ახლობლებთან ურთიერთობა.ყველაზე საყურადღებო არის მაინც ფაქტი, რომ პიროვნებათა უმეტესობა საკუთარ თავს ადანაშაულებს მომხდარში, საინტერესოა, რომ საზოგადოების ნაწილიც მას სდებს ბრალს.

ბეიბრიჯზე ვარჯიშის დროს გაუპატიურებული გოგონა ამბობს „ არ უნდა გავსულიყავი საღამოს მარტო, ან ვინმე უნდა გამეყოლებინა."" რა უნდოდა გოგოს ღამით გარეთ?!" - აცხადებდნენ გარშემომყოფები.

„წინდაუხედაობის ეფექტი" - არის მოვლენა, როცა სექსუალური დანაშაული ბრალდება მსხვერპლს. ჩატარდა ექსპერიმენტი, რომლის მიმდინარეობისას ორ ჯგუფს წააკითხეს ერთნაირი ისტორია სხვადასხვა დასასრულით, ერთი სრულდებოდა გაუპატიურების სცენით. კვლევამ ცხადყო, რომ ის ჯგუფი, რომელმაც ძალადობის ეპიზოდი წაიკითხა მსხვერპლს სდებდა ბრალს არასწორ გადაწყვეტილებებში, პირველი პირობისგან განსხვავებით, როცა ამ გადაწყვეტილებებს მსგავსი დასასრული არ მოჰყოლია.

რატომ იდანაშაულებს პიროვნება თავს?

ყველას გვსურს დაცულად ვგრძნობდეთ თავს, ამის გამო ვთვლით, რომ სამყარო უსაფრთხოა. ძალადობის შემთხვევაში, კი მისი აღიარება ჩვენს სიღრმისეულ რწმენას ეწინააღმდეგება და ქმნის დისონანსს. იმისთვის, რომ პიროვნებამ კომფორტი დაიბრუნოს, უნდა გადაწყვიტოს რომელია მართებული ის, რომ სამყარო უსაფრთხოა თუ, ის რომ შეიძლება ამ სამყაროში იძალადონ შენზე და შესაძლოა არც ისე უსაფრთხო იყოს, როგორც აქამდე გვწამდა. ხშირად ადამიანები პირველ პოზიციას ინარჩუნებენ, დიახ სამყარო უსაფრთხოა, მაშ რაც მოხდა ჩემი ბრალია - ასკვნიან ბოლოს. საზოგადოების მხრიდან მსხვერპლის გაკიცხვის მიზეზი გაცნობიერების შიშია, რომ ძალადობისგან არავინაა დაცული და ნებისმიერს შეიძლება დაემართოს, რაც საფრთხეს უქმნის მათ პირვანდელ რწმენებს დაცულობასთან დაკავშირებით, მსხვერპლის დადანაშაულების გზით და იმაზე ფიქრით, რომ მსხვერპლის მსგავსად არასდროს მოიქცეოდნენ, ცდილობენ სწორედ ამ „დაცულობის" შეგრძნების შენარჩუნებას, რითაც სერიოზულ შფოთვას ირიდებენ თავიდან.

„უღირსი მსხვერპლი"

თვით დადანაშაულებისა და საზოგადოების მხირდან დადანაშაულების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს, „უღირსი მსხვერპლი"- ის ფენომენია. გარშემომყოფები პიროვნებებს ბრალს სდებენ, მიიჩნევენ, რომ ისინი არ იმსახურებენ მსხვერპლის სტატუსს, ვინაიდან მათ გამომწვევად ეცვათ გაუპატიურებამდე, წინააღმდეგობა გაუწიეს მოძალადეს, იყვნენ ალკოჰოლით მოწამლულნი და ა.შ.

„იდეალური" მსხვერპლი იშვიათია, რომელსაც გარშემომყოფები ვერაფერს დააბრალებენ. ეს სერიოზულ შფოთვას და დაუცველობის შეგრძნებას იწვევს მათში.

რატომ არ არის მსხვერპლი დამნაშავე

კითხვა საკმაოდ უცნაურია, მაგრამ სამართლიანი. დიახ მეგობრებო, მსხვეპლი მსხვერპლია. წარმოიდგინეთ, რომ საეჭვო უბანში გააჩერეთ მანქანა, გადმოხვედით ისე, რომ არ დაკეტეთ. დაბრუნებისას გაძარცვული დაგხვდათ, თუ კი რამე ღირებული მოგეძებნებოდათ წაიღეს, რაც ვერა - დააზიანეს. თავს დაადანაშაულებთ, ეს ბუნებრივია. „აქ არ უნდა გამეჩერებინა", „უნდა ჩამეკეტა" - გაიფიქრებთ. თუმცა ეს სიტყვების თამაშია, დამნაშვე არის დამნაშავე, ვინაიდან თქვენ, მხოლოდ თავის არიდების შანსი გქონდათ მისგან, თქვენ ვერ იქნებით პასუხისმგებელი სხვის საქციელზე, განსაკუთრებით თუ არანაირი წინაპირობა არ არსებობს, რომ პიროვნება მოძალადეა. 

 ავტორი : საბა შარაშენიძე

მსგავსი სიახლეები

 
დახმარება