ზრდასრულების უმრავლესობისთვის ღამით 7-დან 8 საათამდე ძილი საუკეთესოა
თითოეული ადამიანის ძილის მოთხოვნილება დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, ასაკის ჩათვლით.
ზოგადად ჩვილებს დღეში დაახლოებით 16 საათი სჭირდებათ, ხოლო თინეიჯერებს საშუალოდ 9 საათი. მოზრდილების უმრავლესობისთვის ღამით 7-დან 8 საათამდე ძილი საუკეთესოა, თუმცა ზოგიერთ ადამიანს შეიძლება 5 საათიც ყოფნიდეს, ზოგს კი 10 საათი სჭირდებოდეს.
ორსულობის პირველი 3 თვის განმავლობაში ქალებს ხშირად იმაზე მეტი ძილი სჭირდებათ, ვიდრე ჩვეულებრივ.
ძილის ხანგრძლივობა იზრდება, თუ გასული დღეების განმავლობაში ადამიანს საკმარისზე ცოტა ეძინა, ეს ერთგვარი ვალის დაბრუნებას გავს ორგანიზმისთვის, რომ უძილობის დღეებში დაკარგული ენერგიები აღიდგინოს.
ჩვენს ორგანიზმს არ შეუძლია ადაპტირდეს იმაზე ნაკლებ ძილზე ვიდრე ესაჭიროება. ჩვენ შეიძლება შევეჩვიოთ გარკვეულ რეჯიმს, რომელიც ნაკლებ ძილს მოითხოვს, თუმცა ამ დროს უარესდება ჩვენი განსჯის უნარი, რეაქციის დრო და სხვა ფუნქციები.
ადამინები ასაკის მატებასთან ერთად უფრო მარტივად იძინებენ და დროის უფრო ხანმოკლე ინტერვალებით, თუმცა ზოგადად დაახლოებით იგივე რაოდენობის ძილი სჭირდებათ, რამდენიც ადრეულ ზრდასრულ ასაკში სჭირდებოდათ. 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანთა თითქმის ნახევარს აქვს ძილის ხშირი პრობლემები, როგორიცაა მაგალითად უძილობა, ამასთან ერთად მათი ღრმა ძილის სტადია ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო მოკლდება და შემდეგ სრულიად წყდება. ეს ცვლილება შეიძლება დაბერების ნორმალური ნაწილი იყოს, შეიძლება გამოწვეული იყოს სამედიცინო პრობლემებით, რომლებიც ხშირია ხანდაზმულ ადამიანებში, ასევე ამ პრობლემების სამკურნალო მედიკამენტებით და სხვა სამკურნალო საშუალებებით.
ექსპერტები ამბობენ, რომ თუ დღის განმავლობაში ძილიანობა და მოთენთილობა გაწუხებთ, თუნდაც მოსაწყენი მოქმედებების დროს, ესეიგი არასაკმარისად გეძინათ. თუ დაძინებისას რეგულარულად 5 წუთის შუალედში ახერხებთ ჩაძინბას, ესეიგი ძილის ძლიერ დანაკლისს განიცდით და შესაძლოა ძილის დარღვევასთანაც გვქონდეს საქმე.
მიკრო ძილები, ან ძილის ძალიან ხანმოკლე ეპიზოდები მაშინ როცა წესით უნდა გეღვიძოთ ძილის ნაკლებობის კიდევ ერთი ნიშანია. ხშირ შემხვევაში ადამიანები ვერც კი აცნობიერებენ მიკროძილებს განიცდიან.
დღევანდელობაში, ცხოვრების რიტმი იმდენად დაჩქარებულია, სამუშაოები მორგებული დღე-ღამურ რეჟიმს, ხანგრძლივ სამუშაო განაკვეთს, რომ არანორმალური ძილიანობაც ნორმა გახდა.
მრავალი გამოკვლევა ცხადყოფს, რომ ძილის შეზღუდვა საშიშია. უძინარი ადამიანები ისევე ცუდად ასრულებენ მართვის სიმულატორულ, ხელის და თვალის საკოორდინაციო ტესტებს როგორც ალკოჰოლით ინტოკსიკაციისას. ძილის ნაკლებობა ასევე ზრდის ალკოჰოლის მოქმედებას სხეულზე, ამიტომ დაღლილი ადამიანი, რომელიც სვამს, გაცილებით უფრო მალე ექცევა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ვიდრე კარგად დასვენებული ადამიანი.
გზატკეცილის მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემების მიხედვით მძღოლების დაღლილობა ყოველწლიურად 100 000 ავტოსატრანსპორტო შემთხვევას იწვევს, რომელთაგან 15 000 გარდაცვალებით სრულდება. ძილიანობა, მოთენთილობა არის ტვინის ბოლო ნაბიჯი იქმადე სანამ გაითიშება და ძლის მიეცემა, სწორედ ამიტომაა საშიში ასეთ მდგომარეობაში მანქანის მართვა, რაც ხშირად კატასტროფით მთავრდება. კოფეინს და სხვა მასტიმულირებლებს არ შეუძლიათ დაძლიონ ძილის ძლიერი დეფიციტი. ეროვნული ძილის ფონდი გვეუბნება, რომ თუ თვალების ფოკუსირება გიჭირთ, თუ ძალიან გამთქნარებთ და არ გახსოვთ როგორ გაიარეთ ბოლო ერთი კილომეტრი, ეს იმას ნიშნავს რომ ზედმეტად გადაიღალეთ, გეძინებათ და თქვენი მგზავრობა ვეღარ იქნება უსაფრთხო.
სტატიის ავტორი : - მაკა აბაზაშვილი
გამოყენებული ლიტერატურა
Psych Central - Trusted mental health, depression, bipolar, ADHD & psychology