ძილის ყველაზე გავრცელებული დარღვევები მოიცავს უძილობას, ძილის აპნოეს, დღის ძილიანობას, მოუსვენარი ფეხების სინდრომს და ნარკოლეფსიას.
ძილის დარღვევებს იმაზე მეტი გავლენის მოხდენა შეუძლიათ, ვიდრე წარმოგვიდგენია.ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტების მონაცემებით ამერიკის მოსახლეობის 20% ძილთან დაკავშირებული პრობლემებით იტანჯება.
ბევრი ადამიანი, ვისაც ძილის პრობლემები აქვს, ამას ვერც კი აცნობიერებს. დღის განმავლობაში დადიან დაღლილობის შეგრძნებით, უჭირთ კონცენტრირება ერთ საქმეზე და არ ჰყოფნით ენერგია დაწყებულის ბოლომდე მისაყვანად. ძილის ნაკლებობა იწვევს დარღვევებს რომელიც შემდეგ ხელის შემშლელი ფაქტორია მუშაობისას, მანქანის მართვის დროს და სოციალური ურთიერთობებისას.
ძილის ყველაზე გავრცელებული დარღვევები მოიცავს უძილობას, ძილის აპნოეს, დღის ძილიანობას, მოუსვენარი ფეხების სინდრომს და ნარკოლეფსიას.
რას აკეთებს ძილი ჩვენთვის?
მიუხედავად იმისა, რომ მკვლევარები ჯერ კიდევ ცდილობენ ზუსტად გაიგონ, თუ რატომ სჭირდებათ ადამიანებს ძილი, ცხოველების კვლევებმა აჩვენა, რომ ძილი აუცილებელია გადარჩენისთვის.
მაგალითად, მაშინ, როდესაც ვირთხები ჩვეულებრივ ცხოვრობენ ორიდან სამი წლის განმავლობაში, ისინი, რომლებსაც აკლიათ REM ძილის ფაზა საშუალოდ მხოლოდ 5 კვირას ცოცხლობენ, ხოლო ისინი რომლებიც ყველა ფაზაზე ძილის ნაკლებობას განიცდიან ცხოვრობენ მხოლოდ 3 კვირა.
ვირთხები რომლებიც ძილის ნაკლებობას განიცდიდნენ აღენიშნებოდათ სხეულის არანორმალურად დაბალი ტემპერატურა და უჩნდებოდათ ჭრილობები კუდზე და კიდურებზე, რასაც სავარაუდოდ მათი იმუნური სისტემის დაქვეითება იწვევდა.
ზოგიერთი კვლევის შედეგებით მკვლევარები ვარაუდობენ რომ ძილის ნაკლებობა მავნე ზემოქმედებას ახდენს იმუნურ სისტემაზე.
ძილი, როგორც ჩანს, აუცილებელია ჩვენი ნერვული სისტემის სათანადოდ მუშაობისთვის.
არასაკმარისი ძილის დროს ვართ მოთენთილები და გვიჭირს კონცენტრირება. უძილობა ასევე იწვევს მეხსიერების გაუარესებას, გვიჭირს ფიზიკური აქტივობა და ფერხდება მათემატიკური გამოთვლების უნარები. ხანგრძლივმა უძილობამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ჰალუციანციები და განწყობის ცვლილებები.ზოგიერთი ექპერტი მიიჩნევს, რომ ძილი საშუალებას აძლევს ნეირონებს „დაისვენონ" და აღიდგინონ ის „ძალები", რომელბიც დახარჯეს მთელი დღის განმავლობაში, როცა გვეღვიძა. ძილის გარეშე ნეირონებს ელევათ ენერგია, ბინძურდებიან უჯრედის ნორმალური აქტივობის შუალედური პროდუქტებისგან, რაც იწვევს მათ გაუმართაობას.
ძილმა შესაძლოა ტვინს მისცეს საშუალება გაავარჯიშოს მნიშვნელოვანი ნეირონული კავშირები, რომლებიც სხვაგვარად შეიძლება გაუარესდეს აქტივობის ნაკლებობისგან.
ღრმა ძილის დროს გამოიყოფა ზრდის ჰორმონი ბავშვებში და მოზარდებში. ასევე იზრდება უჯრედებისა და ცილების წარმოქნა. ცილები წარმოადგენს ერთგვარ საშენ მასალას უჯრედის ზრდისა და განვითრებისთვის, ასევე უზრუნველყოფს სტრესიგან და ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დაზიანებულ უჯრედებს, ყოველივე ამის გათვალისწინებით კი ღრმა ძილი აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
აქტივობა ტვინის იმ ნაწილებში, რომლებიც აკონტროლებენ ემოციებს, გადაწყვეტილების მიღების პროცესებსა და სოციალურ ურთიერთქმედებებს ღრმა ძილის დროს მკვეთრად მცირდება, რაც იმაზე მიგვითითებს, რომ ამ ტიპის ძილმა შესაძლოა ადამიანებს დახმარება გაუწიოს იმაში, რომ შეინარჩუნონ ოპტიმალური ემოციური და სოციალური ფუნქციონირება, მაშინ როცა ღვიძავთ.
ვირთხებზე ჩატარებულმა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ნერვული სიგნალების გარკვეული მოდელები, რომლებიც ვირთხების ტვინში დღის განმავლობაში წარმოიქმნა, გამეორდა ღრმა ძილის დროსაც. ამ მოდელების გამოყენება კი შეიძლება დაგვეხმაროს მოგონებების დაშიფვრასა და სწავლის გაუმჯობესებაში.სტატიის ავტორი : - მაკა აბაზაშვილი
გამოყენებული ლიტერატურა
Psych Central - Trusted mental health, depression, bipolar, ADHD & psychology