ავტ: ფსიქოთერაპევტი მარიამი თარიღი: ორშაბათი, 10 თებერვალი 2020
კატეგორია: თვითშეფასება

რატომ არის ადეკვატური თვითშეფასება მნიშვნელოვანი ?

ჯანსაღი თვითშეფასება დაგეხმარებათ მიზნების მისაღწევაში, რადგან ცხოვრებას ნავიგაციით, პოზიტიური, დამამშვიდებელი დამოკიდებულებით უყურებთ და გჯერათ, რომ შეგიძლიათ თქვენი მიზნების მიღწევა და სურვილების ასრულება.

ფსიქოლოგიაში ტერმინი თვითშეფასება გამოიყენება ადამიანის ზოგადი თვითშეფასების ან პიროვნული ღირებულების აღწერის მიზნით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რამდენად აფასებს და მოსწონს ადამიანს საკუთარი თავი. 

თვითშეფასება ხშირად პიროვნების თვისებად აღიქმება, რაც ნიშნავს რომ ის სტაბილური და გამძლეა.

 თვითშეფასება შეიძლება შეიცავდეს მრავალფეროვან რწმენას საკუთარ თავზე, მაგალითად, საკუთარი გარეგნობის, ღირებულებების, ემოციების და ქცევის შეფასებას. 

რატომ არის ადეკვატური თვითშეფასება მნიშვნელოვანი  ?

მე-კონცეფცია და თვითშეფასება ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშრებულები, რაც იმით გამოიხატება, რომ რაც უფრო დახვეწილი და მკაფიოდ განსაზღვრული მე-ს სქემა აქვს ადამიანს, მით უფრო მაღალია მისი თვითშეფასება. მაღალი თვითშეფასების მქონე პიროვნებები გარემოსთან კონტაქტში ამბიციური და აგრესიული სტილით შედიან, ხოლო დაბალი თვითშეფასების მქონე პიროვნებები უფრო ფრთხილად და წინდახედულად წარუდგენენთავს სამყაროს.

დაბალი თვითშეფასება ხშირად კავშირშია დეპრესიასთან, ხოლო მაღალი თვითშეფასება კი ფსიქოლოგიური რეგულაციის მნიშვნელოვანი კომპონენტია. დაბალი თვითშეფასება, გარკვეულწილად, მეს შესახებ ნაკლებ დარწმუნებულობასა და ცოდნას გულისხმობს, ხოლო მაღალი თვითშეფასების შემთხვევაში, ინდივიდს უფრო მკაფიო და ზუსტი წარმოდგენა აქვს საკუთარი მეს/თავის შესახებ.

თვითშეფასებას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს თქვენს მოტივაციასა და წარმატებებში მთელი ცხოვრების განმავლობაში. დაბალმა თვითშეფასებამ შეიძლება ხელი შეგიშალოთ წარმატების მიღწევაში, რადგან არ გჯერათ საკუთარი თავის, რომ წარმატებას მიაღწევთ.

ამის საპირისპიროდ, ჯანსაღი თვითშეფასება დაგეხმარებათ მიზნების მისაღწევაში, რადგან ცხოვრებას ნავიგაციით, პოზიტიური, დამამშვიდებელი დამოკიდებულებით უყურებთ და გჯერათ, რომ შეგიძლიათ თქვენი მიზნების მიღწევა და სურვილების ასრულება.

ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ თვითშეფასებაზე

არსებობს სხვადასხვა ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ თვითშეფასებაზე. გენეტიკურმა ფაქტორებმა, რომლებიც საერთო პიროვნების ფორმირებას უწყობს ხელს, შეიძლება გარკვეული როლი ითამაშონ, მაგრამ ეს ხშირად ჩვენი გამოცდილებაა, რომელიც ზოგადი თვითშეფასების საფუძველს წარმოადგენს. მაგალითად, ვინც მუდმივად იღებს ზედმეტ კრიტიკულ ან ნეგატიურ შეფასებებს აღმზრდელისაგან, ოჯახის წევრებისა და მეგობრებისგან, შესაძლოა განიცდიან დაბალი თვითშეფასების პრობლემებს.

გარდა ამისა, თქვენი შინაგანი აზროვნება, ასაკი, ნებისმიერი შესაძლო დაავადება, შეზღუდული შესაძლებლობები ან ფიზიკური შეზღუდვები და თქვენი სამუშაო შეიძლება გავლენას ახდენდეს თქვენს თვითშეფასებაზე.

ჯანმრთელი თვითშეფასების ნიშნები

თქვენ ალბათ ძალიან კარგად იცით ვინ ხართ, თუ შემდეგ თვისებებს ავლენთ :


დაბალი თვითშეფასების ნიშნები

შეიძლება დაგჭირდეთ იმუშაოთ იმაზე, თუ როგორ აღიქვამთ საკუთარ თავს, თუ აჩვენებთ თვითშეფასების რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ ნიშანს:

 სტატიის ავტორი: მარიამ იანტბელიძე

Psych Central - Trusted mental health, depression, bipolar, ADHD & psychology

მსგავსი სტატიები

დატოვეთ კომენტარი