ავტ: ფსიქოთერაპევტი მარიამი თარიღი: კვირა, 22 მარტი 2020
კატეგორია: სხვა მენტალური აშლილობები

ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, ლუდომანია - როგორ ამოვიცნოთ ადრეულ ეტაპზე

დამოკიდებულებას შეუძლია ადამიანს დაატყდეს თავს, როდესაც ამას ყველაზე ნაკლებად ელის, მაგალითად, მაშინ როდესაც ისინი ცდილობენ გაუმკლავდნენ სხვადასხვა სახის დატვირთვას, ბავშვზე ზრუნვას ან აღზრდას, ფსიქიკურ ჯანმრთელობას, ოჯახურ პრობლემებს და ა.შ

დამოკიდებულების ჩამოყალიბება და მიჯაჭვა რაიმე ნივთიერებაზე თუ აქტივობაზე, თავიდან ერთი შეხედვით ძალიან მარტივად იწყება- ადამიანი ცდილობს გათავისუფლდეს ყოველდღიური სტრესისა და გადაღლისგან ან უბრალოდ უნდა, რომ სცადოს რაიმე ახალი. ისინი მიმართავენ წამალს ან ალკოჰოლს, ცხოვრების ნეგატიური გრძნობებისა და სტრესის მოსასხნელად. რაღაც დროის შემდეგ, კი აღმოაჩენენ, რომ მათ უფრო მეტი წამალი ან სასმელი სჭირდებათ, რათა მიიღონ იგივე სარგებელი და სიამოვენება.უკან დაბრუნების მცდელობები ან საერთოდ შეჩერება საკუთარი ძალებით კი ძნელი ან საერთოდ შეუძლებელია.

დამოკიდებულება სხვადასვა ნივთიერებებზე, ალკოჰოლზე თუ აზარტულ თამაშებზე(ლუდომანია) თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. ჩვეულებრივ, მათთან დამოუკიდებლად გამკლავება ხშირ შემთხვევაში ადამიანის ძალებს აღემატება და საჭიროებს დამატებით დახმარებას.

როგორ ამოვიცნოთ ადრეულ ეტაპზე  ჩამოყალიბებული აქვს თუ არა ადამიანს დამოკიდებულება ?

არსებითად მნიშვნელოვანია, სიტუაციის დროული იდენტიფიკაცია, დროული რეაგირების მოსახდენად. მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან მინიმუმ 2 მაინც უნდა აღენიშნებოდეს ადამიანს ბოლო 12 თვის განმავლობაში.



როგორ დავეხმაროთ ?
ზოგჯერ ადამიანს, ვინ დამოკიდებულებებით იტანჯება, არ სურს დახმარება. შეიძლება ზოგიერთმა ადამიანმა ვერ შეძლოს დაინახოს ან აღიაროს პრობლემა, რომელსაც კოლეგები, მეგობრები და ოჯახის წევრები აშკარად ამჩნევენ. ასეთ შემთხვევაში, როდესაც პიროვნება უარყოფს საკუთარ მდგომარეობას ან მის სიმძიმეს, დაჟინებითი მოთხოვნა, რომ დახმარება მიიღოს არ მოიტანს დადებით შედეგს. მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა შესთავაზონ ემოციური მხარდაჭერა, რაც დაეხმარება ადამიანს გადაწყვეტილების მიღებაში, რომ შეცვალოს მისი ცხოვრების სტილი უკეთესობისკენ, რაც საკმაოდ დიდი ძალისხმევას მოითხოვს მისგან. იმის ცოდნა, რომ ადამიანი მარტო არ არის და არსებობს ამ სიტუაციის დაძლევის ვარიანტები, დაეხმარებათ იმედითა და შემართებით შეხედონ ცხოვრებას.

დამოკიდებულებების მკურნალობის ერთ-ერთ ვარიანტად მიიჩნევა მხარდამჭერ ჯგუფებში გაწევრიანება, როგორებიცაა მაგალითად ანონიმურ ალკოჰოლიკთა კლუბი და ზოგი ადამიანის შემთხვევაში საკმაოდ ეფექტურად მუშაობს.

თუ ეს ვარიანტი თქვენთვის არ არის მისაღები, შეგიძლიათ მიმართოთ ფსიქოთერაპიულ მკურნალობას, რომელიცწარმატებით ეხმარება ადამიანებს დამოკიდებულების გადალახვაში.

მიიჩნევა, რომ სასმელის ან ნარკოტიკების ჭარბი მოხმარების შემცირების უფრო რეალისტურ და ჯანსაღ გზას წარმოადგენს, ადამიანებს ვასწავლოთ სხვადასხვა ქცევითი ტექნიკები, რომლებიც დაეხმარებათ გაუმკლავდნენ იმ სიტუაციებს, რომელიც იწვევს მათი მოხმარების სურვილს.

სტატიის ავტორი:  მარიამ იანტბელიძე

გამოყენებული ლიტერატურა 

Psych Central - Trusted mental health, depression, bipolar, ADHD & psychology

მსგავსი სტატიები

დატოვეთ კომენტარი