ავტ: ფსიქოთერაპევტი მარიამი თარიღი: ორშაბათი, 24 თებერვალი 2020
კატეგორია: სხვა მენტალური აშლილობები

როგორ დავამარხოთ სიბრაზე ?

სიბრაზის გრძნობა ყველა ჩვენგანითვის ნაცნობია და ზოგ შემთხვევაში სრულიად ბუნებრივი რეაქციაა გარემო ფაქტორებზე. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში ბრაზის მდგომარეობა პიკს აღწევს, ადამიანი ვეღარ აკონტროლებს საკუთარ აზრებს და ქმედებებს და მოგეხსენებათ, რომ მისი გავლენით მიღებულ გადაწყვეტილელებს და ქმედებებს , შემთხვევათა უმეტესობაში ადამიანები სინანულამდე მიჰყავს.

ქვემოთ გთავაზობთ 10 ძირითად რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ მართოთ თქვენი აგრესია და სიტუაციის მიუხედავად შეინარჩუნოთ სიმშვიდე და სტაბილურობა:

1. გააცნობიერეთ, მიიღეთ ბრაზი, როგორც დაუცველობის სიგნალი - ბრაზის დროს, თქვენ გარკვეულწილად გრძნობთ საკუთარი თავის გაუფასურებას ვინმესთან ან რაიმესთან მიმართებაში.


2.როდესაც გაბრაზდებით, იფიქრეთ ან გააკეთეთ ისეთი რამ, რაც გაგრძნობინებთ თავს უფრო ღირსეულად ან დაფასების ღირსად.


3.არ ენდოთ თქვენს განსჯას, როდესაც გაბრაზებული ხართ. გაბრაზება ადიდებს და აძლიერებს საკითხის მხოლოდ უარყოფით ასპექტებს და ამახინჯებს რეალისტურ შეფასებას.


4.შეეცადეთ დაინახოთ საკითხის სირთულე. სიბრაზისას თქვენი ყურადღება ვიწრო და ხისტი ხდება, რაც ზოგიერთ კონტექსტს უგულებელყოფს ან გადაჭარბებულად გაჩვენებთ.


5.შეეცადეთ გაიგოთ სხვა ადამიანების შეხედულებები. როდესაც გაბრაზებული ხართ, თქვენ გადაჭარბებულად აფასებთ სიბრაზის ობიექტს.


6. არ გაამართლოთ თქვენი რისხვა. ამის ნაცვლად, მიიჩნიეთ, რომ ეს დაგეხმარებათ გრძელვადიანი საუკეთესო ინტერესის მიღებაში.


7. იცოდეთ თქვენი ფიზიკური და გონებრივი რესურსი. სიბრაზე უფრო ხშირად აღმოცენდება, როდესაც დაღლილი, მშიერი, ავადმყოფი, დაბნეული, შეშფოთებული, განაწყენებული ან გადატვირთული ხართ.


8. ყურადღება გაამახვილეთ სიტუაციის გაუმჯობესებაზე და გამოსწორებაზე, და არა დადანაშაულებაზე.


9. გაბრაზებისას გაიხსენეთ თქვენი ღრმა ფასეულობები. გაბრაზება სხვების დევალვაციაზეა(გაუფასურებაზეა) მიმართული , რაც, ალბათ, არ შეესაბამება თქვენს ღრმა ღირებულებებს.


10.იცოდეთ, რომ სიბრაზის დროებითმა მდგომარეობამ თქვენ მოგამზადათ იმ ბრძოლისთვის, როდესაც ნამდვილად დაგჭირდებათ მეტი ინფორმაციის სწავლა ან პრობლემის გადაჭრა, როდესაც რეალურად დაგჭირდებათ ენერგიის დახარჯვა.


სტატიის ავტორი: მარიამ იანტბელიძე

გამოყენებული ლიტერატურა 

Anger Management Tips: Ten Commandments of Anger Regulation | Psychology Today

მსგავსი სტატიები

დატოვეთ კომენტარი