მედალს ორი მხარე აქვს, დანაშაულის გრძნობაც შეიძლება დაგვეხმაროს სხვადასხვა სიტუაციაში, თუმცა ის ძალიან დამაზიანებელიც შეიძლება აღმოჩნდეს რიგ შემთხვევებში.
ყველა ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეუწუხებია დანაშაულის და ბრალეულობის განცდას. ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაგიგიათ პატარა შინაგანი ხმა, რომელიც გკარნახობთ, რომ რაღაც არასწორად გააკეთეთ და ამის გამო საშინელი ადამიანი, საშინელი პიროვნება ხართ. დანაშაულის გრძნობას ერთნაირად შეიძლება იწვევდეს, როგორც დაპირებული და შემდეგ დავიწყებული სატელეფონო ზარი, ისე უფრო მნივნელოვანი რამ, რაც რეალურად ძლიერი ტკივილის მომტანი შეიძლება იყოს სხვა ადამიანისთვის. კარგი ამბავი გახლავთ ის, რომ თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ დანაშაულის გრძნობასთან გამკლავების ხერხები, ისწავლოთ როგორი რეაგირება უნდა მოახდინოთ მაშინ, როცა დანაშაულის გრძნობა შემოგიტევთ და როგორ გახადოთ ეს პროცესი თქვენთვის ნაკლებად დამაზიანებელი და უფრო ჯანსაღი. ისწავლით როგორ იცხოვროთ დანაშაულის განცდისა და სხვა ნეგატიური ემოციების გარეშე. არსებობს დანაშაულის გრძნობასთან გამკლავების ჯანსაღი გზა და ჩვენ სწორედ ამ გზის პოვნაში დაგეხმარებით. ჩვენ შემოგთავაზებთ ამ თემის ირგვლივ რამდენიმე სტატიას, ერთგვარი ციკლის სახით, სადაც დანაშაულის გრძნობასთან გამკლავების სხვადასხვა ხერხი იქნება მოცემული. ზოგიერთ თქვენგანს შესაძლოა ერთ სტატიაში არსებული ინფორმაცია დაეხმაროს, ზოგს რამდენიმე სტატიის წაკითხვა დასჭირდეს, აქ მოცემული პრაქტიკული რჩევები შესაძლოა ცვლილებებთან იყოს დაკავშირებული, რაზეც ყოვედღიური მუშაობაც დაგჭირდეთ. ზოგიერთი ადამიანისთვის კი თერაპევტთან ერთან მუშაობა იყოს უფრო კომფორტული. ჩვენი გუნდი მზადაა ნებისმიერ შემთხვევაში გაგიწიოთ მომსახურება და დაგეხმაროთ იყოთ უფრო მეტად ჰარმონიულები საკუთარ თავთან, ვიდრე აქამდე.
ახლა კი რამდენიმე სიტყვა დანაშაულის გრძნობის დადებით და უარყოფით ასპექტებზე. დანაშაულის გრძნობა საოცარი რამაა, მაშინაც კი შეუძლია თავი გაგავახსენოს, როცა საერთოდ არაფერს ვაკეთებთ. უმრავლესობა ჩვენგანი ამ დანაშაულის გრძნობას, ბავშვობის, ნორმალური განვითარების, პერიოდში დაისწავლის. ის თავს მაშინ გვახსენებს, როცა ჩვენს ძირეულ, ფუნდამენტურ ფასეულობებს უგულვებელყობთ. ის გვეხმარება პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებაში, როცა შეცდომას ვუშვებთ და გვეხმარება თვითშეგნების განვითარებაში. დანაშაულის გრძნობა გვაიძულებს დავუკვირდეთ იმას, თუ როგორი გავლენა აქვს ჩვენს მოქმედებებს სხვა ადამიანებზე და გვაიძულებს განვახორციელოთ გარკვეული ცვლილებები, რომ იგივე შეცდომებს ავარიდოთ თავი. ზემოთ ჩვენ ვისაუბრეთ დანაშაულის გრძნობის დადებით ასპექტებზე, მაგრამ ისევე როგორც მედალს, ამ გრძნობასაც აქვს თავისი უარყოფითი მხარეები, რომელთან გამკლავების გზებზეც ახლა ვისაუბრებთ. ყველანაირი გრძნობა შეგვიძლია განვიცადოთ და თითოეულს აქვს მნიშვნელობა და დატვირთვა ჩვენს ცხოვრებაში, თუმცა გადაჭარბებული არცერთია სასარგებლო და ჯანსაღი, მათ შორის არც დანაშაულის გრძნობა. პირველი რაზეც უნდა დავფიქრდეთ არის ის, ადექვატური და მართებულია თუ არა ჩვენი დანაშაულის გრძნობა და თუ ასეა, მაშინ რა არის მისი მიზანი? თუ დანაშაულის გრძნობამ შეგაწუხათ მას შემდეგ, რაც თქვენს საყვარელ ადამიანს შეუფერებელი და საწყენი სიტყვები უთხარით, ან კვირაში 80 საათი მუშაობთ და წუთიც კი არ გრჩებათ ოჯახისთვის და მეგობრებისთვის, ეს ნიშნავს, რომ რაღაც უნდა შეცვალოთ და ამ შემთხვევაში დანაშაულის გრძნობის აღმოცენების მიზანი თქვენს ცხოვრებაზე დადებითი ეფექტის მოხდენაა. რათა შეძლოთ, დაალოგოთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან და უკეთ გადაანაწილოთ თქვენი დრო, როგორც კარიერისთვის, ისე ოჯახისთვის და მეგობრებისთვის. ასეთ შემთვევაში ეს "ჯანსაღი" და "ადექვატური" დანაშაულის გრძნობაა, რომლის მიზანიც ჩვენი ქცევის ჩვენსავე სასიკეთოდ შეცვლას ემსახურება. დანაშაულის გრძნობა პრობლემატური მაშინ ხდება, როდესაც არანაირ რაციონალურ მიზანს არ ემსახურება. ასეთი ბევრი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ და დარწმუნებული ვარ თქვენც ბევრი გაგახსენდებათ პირადი გამოცდილებიდან. მაგალითად შემთხვევა როცა " არა" - ს თქმის გამო გიგრძვნიათ თავი დამნაშავედ, თუნდაც ისეთ მარტივ რამეზე როგორიცაა - უარი ყავის დალევაზე სხვასთან სტუმრობისას. და იმის გამო, რომ მასპინძელს უხერხულად არ ეგრძნო თავი დასთანხმდით ყავის დალევას, რომელიც რეალურად არ გსურდათ. ალბათ არც " მინდა"- ს გამო დანაშაულის გრძნობაა ბევრისთვის უცნობი, რადგან " უნდა" სხვებისთვის უფრო ხელსაყრელია, იქნება ეს მშობლები, მეგობრები თუ სხვა მნიშვნელოვანი ადამიანები. ხშირად ახალშობილი შვილების მშობლებსაც აწუხებთ ხოლმე დანაშაულის გრძნობა, როცა ნახევარ განაკვეთზე უბრუნდებიან სამსახურს, რადგან ფიქრობენ, რომ ამით ზიანს აყენებენ შვილის ნორმალურ განვითარებას. ეს და კიდევ ძალიან ბევრი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ დანაშულის გრძნობისა, როცა მიზეზი სრულიად არარაციონალურია, მიზანი კი არაჯანსაღი, რადგან თქვა " არა" იმაზე, რაც არ გსურს ნორმალურია, არც "მინდა" არის რაიმე ისეთი, რითაც შეიძლება სხვებს მივაყენოთ ზიანი და მშობლებო, ბავშვის ნორმალურ განვითარებას ნახევარ განაკვეთზე მუშაობა ნამდვილად არ უშლის ხელს, თუ სხვა ყველაფერი ჯანსაღად და შესაფერისად მიმდინარეობს.
ავტორი : - მაკა აბაზაშვილი
Coping with Guilt | Psych Central