ფეტიშისტური აშლილობის დროს, ადამიანი სექსუალური აგზნების სტიმულად ან სქესობრივი დაკმაყოფილების მისაღწევად უსულო ობიექტებს იყენებს.
სექსუალური ფეტიშიზმის დროს, სექსუალური აგზნების მიღწევის საუკეთესო ან ერთადერთი საშუალება ნივთების ან ადამიანის სხეულის ისეთი ნაწილებია, რომელთაც არ აქვთ უშუალო სექსუალური დატვირთვა. ეს ელემენტები შეიძლება ნორმალური სექსუალური ქცევის კომპონენტებსაც წარმოადგენდეს.
მამაკაცებში აგზნებას ხშირად იწვევს სამოსის რომელიმე ელემენტი (მაგ:ქალის საცვალი, ბიუსჰალტერი, წინდები, ფეხსაცმელი, ჩექმები და სხვა)ან ქალის სხეულის ისეთი ნაწილები, რომელთანაც უშუალო სექსუალური ასოციაცია არ არის დაკავშირებული (მაგ: თმა)
ჩვეულებრივ, ფეტიში საჭიროა ან მკაცრად სასურველია სექსუალური აგზნებადობისთვის, ხოლო მისი „არყოფნის" შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ერექციული დისფუნქცია.
მოცემული აშლილობა უმეტეს წილად მამაკაცებში გვხვება, ზოგადად ქალებში არ არის გამოხატული ეს აშლილობა.
ბევრი ადამიანი, ვინც თვითიდენტიფიცირდება როგორც ფეტიშისტი, სულაც არ საჭიროებს დახმარებას, ფეტიშის არსებობა, პირდაპირ არ ნიშნავს ფეტიშისტურ აშლილობას. მოცემული დიაგნოზის დასასმელად კი მნიშვნელოვანია ადამიანს უქმნიდესკლინიკურად მნიშვნელოვან დისტრესს ან სირთულეებს სოციალურ ფუნქციონირებაში.
ფეტიშიზმის სპეციფიკური სიმპტომები
- მინიმუმ 6 თვის განმავლობაში, განმეორებადი, ინტენსიური სქესობრივად აღმძვრელი ფანტაზიები, სქესობრივი მოთხოვნილებები ან ქცევები, რომლებიც მოიცავს არა ცოცხალი ობიექტების გამოყენებას (მაგ., ქალის საცვლების)
- ფანტაზიები, სექსუალური მიდრეკილებები ან ქცევა იწვევს კლინიკურად მნიშვნელოვან დისტრესს ან ფუნქციონირების გაუფასურებას სოციალურ, პროფესიულ ან სხვა მნიშვნელოვან სფეროებში
- ფეტიშის საგნები არ შემოიფარგლება მხოლოდ ქალის ტანსაცმლით ან მოწყობილობებით, რომლებიც განკუთვნილია ტაქტილური გენიტალიების სტიმულირების მიზნით (მაგ., ვიბრატორი)
კლინიკური გამოცდილება გვიჩვენებს ფსიქოანალიზით ან ბიჰევიორული თერაპიით ფეტიშიზმის წარმატებული მკურნალობის შესახებ. საჭიროა ფსიქოთერაპევტთან დროული კონსულტაცია, რათა დროულად მოხდეს არსებული, ინდივიდისთვის დამთრგუნველი მდგომარეობის აღმოფხვრა და ცხოვრების ჰარმონიულად გაგრძელება.
Fetishistic Disorder | Psychology Today