ავტ: ფსიქოთერაპევტი მარიამი თარიღი: ხუთშაბათი, 20 თებერვალი 2020
კატეგორია: ფსიქოსექსუალური თემატიკა

სექსუალობა და სექსუალური აშლილობები

სექსი და სექსუალობასთან დაკავშირებული საკითხები ადამიანთა მოდგმის ძირითად და განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ასე რომ, ბუნებრივია გაინტერესებთ სექსის შესახებ მისი ყველა სხვადასხვა ფორმის არსებობა.

სექსუალური აშლილობები სხვადასხვა ფორმით და ზომით გვხვდება. სექსუალური დარღვევები არ ნიშნავს იმას, რომ რამე "არასწორი" ან საშინელი ხდება თქვენ თავს. ეს მხოლოდ იმის ნიშანია, რომ უბრალოდ თქვენ განიცდით ისეთ რამეს, რომელიც შეიძლება მოულოდნელად ნებისმიერ ადამიანს დაემართოს ცხოვრების ნებისმიერ დროს , უმიზეზოდ ან რაიმე მიზეზით.

კარგი ამბავი ის არის, რომ დღევანდელობაში სექსუალური დარღვევები, როგორიცაა ერექციული დისფუნქცია (ED) აღარ წარმოადგენს დიდ პრობლემას. მკურნალობის მრაფალფეროვანი გზები არსებობს - დაწყებული მედიკამენტოზური მკურნალობიდან ფსიქოთერაპიის მრავალფეროვანი ფორმების ჩათვლით, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს ყველას განურჩევლად სექსუალური პრობლემის ტიპისა.

მოცემული ბლოკის სტატიების კითხვის დროს, უნდა გახსოვდეთ, რომ სექსუალობა კონტინიუმში არსებობს, ვგულისხმობთ იმას, რომ მდგომარეობას ცალსახად„აშლილობის" ეტიკეტს ვერ მიამაგრებთ. კონკრეტული მდგომარეობა „სექსუალური აშლილობის" დონემდე იმატებს, თუ ეს ადამიანის ცხოვრებაში დიდ სტრესს იწვევს და მათ სურთ გამოსწორდეს ქცევა ან პრობლემა.

მოცემულ ბლოკში განთავსებულ სტატიებში აღწერილი ზოგიერთი „აშლილობა" , განიხილება ადამიანის ნორმალური სექსუალობის ჯანმრთელ ნაწილად. ასე მაგალითად, თუ ადამიანს აქვს ფეტიში და ეს მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, მაშინ ეს აშლილობად არ განიხილება.

სექსუალური აშლილობების მკურნალობა

როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, მკურნალობის მრავალფეროვანი სტრატეგიები არსებობს, გამომდინარე იქიდან, თუ რასთან გვაქვს საქმე. მაგალითად, ერექციული დისფუნქციის დროს ძირითადად მედიკამენტოზურ მკურნალობას მიმართავენ, სადაც ძირითადად გამოიყენება FDA- ს მიერ დამტკიცებული სამი პრეპარატი : Cialis, Levitra და Viagra.

სხვა სექსუალური აშლილობების დროს, ფსიქოთერაპია ყველაზე კარგი გამოსავალია. უნდა გახსოვდეთ, რომ თერაპიის პროცესში თქვენ არავინ არ განგსჯით და მთელი ყურადღება იქნება მიმართული იმ პრობლემის აღმოსაფხვრელად, რომელიც თქვენ გაწუხებთ და რომლის შეცვლაც გსურთ.

ფსიქოსექსუალური აშლილობებიდან ყველაზე გავცელებულია :

დისპარენია

ერექციული დისფუნქცია (ED)

ექსჰიბიციონიზმი

ქალისა და მამაკაცის ორგაზმული დისფუნქცუია

ქალის სექსუალური აგზნებადობის დისფუნქცია

ფეტიშიზმი

ფროტერიზმი

სექსუალური სურვილის ჰიპოაქტიური აშლილობა

ნაადრევი (ადრეული) ეაკულაცია

სექს დამოკიდებულება

სექსუალური მაზოხიზმი და სადიზმი

ტრანსვესტიტული აშლილობა

ვაგინიზმი

ვუაიერიზმი

სტატიის ავტორი: მარიამ იანტბელიძე 

Psych Central - Trusted mental health, depression, bipolar, ADHD & psychology

მსგავსი სტატიები

დატოვეთ კომენტარი