ავტ: Maka თარიღი: სამშაბათი, 11 თებერვალი 2020
კატეგორია: ბავშვთა თემატიკა

აუტიზმი

აუტიზმის არის მენტალური დარღვევა, რომელიც ვლინდება ბავშობის პერიოდში და ხასიათდება სოციალური კომუნიკაციის სურვილისა და ურთიერთობების ქონის მუდმივი გაუფასურებით. 

აუიზმის სპექტრის დარღვევების მიმოხილვა

აუტიზმის არის მენტალური დარღვევა, რომელიც ვლინდება ბავშობის პერიოდში და ხასიათდება სოციალური კომუნიკაციის სურვილისა და ურთიერთობების ქონისმუდმივი გაუფასურებით. აუტიზმის მქონე ადამიანს ხშირად აქვს შეზღუდული, განმეორებადი ქცევები, ინტერესები ან საქმიანობა. სიმპტომები ბავშვობის ასაკიდან იჩენს თავს და გავლენას ახდენს ადამინის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

არსებობს აუტიზმის სხვადასხვა სპექტრი. აუტიზმის მწვავე ფორმების მქონე ადამიანებს შეიძლება უჭირდეთ ყოველდღიური საქმიანობის შესრულება, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს ისეთ აქტივობებს, რომლებიც ზრდასრულებისთვსაა დამახასიათებელი.

აუტიზმის ნაკლებად მწვავე ფორმების მქონე ადამიანები შეიძლება სავსებით ნორმალურად გამოიყურებოდნენ, გარდა გარკვეული სოციალური სიტუაციებისა, როდესაც ეს გაუფასურება ურთიერთობების მიმართ უფრო აშკარა ხდება.

აუტიზმის სპექტრს შესაძლოა ახასიათებდეს და თან ახლდეს ინტელექტუალური და ენობრივი დარღვევები.

100-დან ყოველი 1 ბავშვია უტიზმით იტანჯება. ეს დარღვევა ბევრ ოჯახს აყენებს ზიანს და ბევრ ბავშვის ცხოვრებას ხდის არასრულყოფილს.

1943 წელს ჯონ ჰოპკინსის საავადმყოფოს ექიმმა ლეო კანნერმა შეისწავლა 11 ბავშვისგან შემდგარი ჯგუფი და ინგლისურ ენაში შემოიტანა ცნება - ადრეული ინფანტილური აუტიზმი. ამავდროულად, გერმანელმა მეცნიერმა - დოქტორმა ჰანს ასპერგერმა, აღწერა დარღვევის შედარებით სუსტი ფორმა, რომელიც ასპერგერის სიმპტომის სახელით გახდა ცნობილი.

ამრიგად, ეს ორი დარღვევა აღწერილი იყო და დღეს ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკურ და სტატისტიკურ სახელმძღვანელოში შედის, როგორც ნეიროგანვითარებითი დარღვევები, რომელებსაც დღეს, უფრო ხშირად მოიხსენიებენ, როგორც - აუტიზმის სპექტრის აშლილობებს (ASD). ყველა ეს დარღვევა ხასიათდება სხვადასხვა ხარისხის დაქვეითებით საკომუნიკაციო უნარებში, სოციალურ ურთიერთიერთობებში, გარდა ამისა ასევე ახასიათებს ქცევის შეზღუდული, განმეორებადი და სტერეოტიპული გამოვლინებები.

2013 წლიდან ასპერგერის სინდრომი ითვლება აუტიზმის სპექტრის აშლილობად, ასევე გამოიყენება შემდეგი ტერმინები:- ბავშვთა აუტიზმი, კანნერის აუტიზმი, ატიპიური აუტიზმი, მაღალი ფუნქციონალური აუტიზმი და ბავშვთა დეზინტეგრაციული აშლილობა.

ადრე ითვლებოდა, რომ ასპერგერის სინდრომის დიაგნოზი ნიშნავდა აუტიზმის ყველაზე მძიმე ფორმას, ანუ მაღალი ფუნქციონალურ აუტიზმს. ამ დროს გამოიყოფებოდა აუტიზმის სპექტრის 3 დონე.

I დონე -

მაღალი ფუნქციონალური აუტიზმი

II დონე

აუტიზმი

III დონე

მწვავე აუტიზმი

საჭიროებს მხარდაჭერას,

აღენიშნება სირთულეები სოციალურიკომუნიკაციის წამოწყებაში და დამყარებაში,

ხისტი, მოუქნელი მოძრაობები

ერთი მოქმედებიდან მეორეზე გადასვლის სირთულე,

ორგანიზებულობასთან დაკავშირებული პრობლემები.

საჭიროებს მნიშვნელოვან მხარდაჭერას

აღინიშნება სოციალური ინტერაქციის დეფიციტი

ხისტი, მოუქნელი მოძრაობები

რთულად უმკლავდება ცვლილებებისგან გამოწვეულ სტრესს

ახასიათებს განმეორებადი ქცევები

საჭიროებს ძალიან მნიშვნელოვან მხარდაჭერას,

სოციალური კომუნიკაციების მწვავე დეფიციტი

ხისტი, მოუქნელი მოძრაობები

მწვავე სირთულეები ცვლილებებისგან გამოწვეულ სტრესთან გამკლავებაში

განმეორებადი ქცევები, რომელიც ხელს უშლის ფუნქციონირებაში

აუტიზმის სიმპტომები

აუტიზმის სპექტრის აშლილობები (ASD)3 წლის ასაკში უტყუარად ვლინდება, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში 18 თვის ასაკამდეც შეიძლება მისი იდენტიფიცირება. კვლევების თანახმად აუტიზმის სპექტრი საბოლოოდ შესაძლოაგამოვლენილი იყოს 1 წლამდე ასაკშიც.აუტიზმის სპექტრის თუნდაც ერთი მახასიათებლის გამოვლენაც კი უკვე გვაძლევს იმის მიზეზს, რომ ბავშვის მდგომარეობა სპეციალისტს შევაფასებინოთ.

როგორც წესი, მშობლები პირველები არიან, რომლებიც ბავშვში უჩვეულო ქცევას ამჩნევენ. ზოგიერთ შემთხვევაში, ბავშვი დაბადებიდან „განსხვავებული" ჩანს, არ აქცევს ყურადღებას ადამიანებს, არ იძლევა უკურეაქციას საუბრისას, შესაძლოა დიდი ხნით დაინტერსედეს ერთი ნივთით.

ASD– ის პირველი ნიშნები ასევე შეიძლება გამოვლინდეს ნორმალური განვითარების მქონე ბავშვებშიც, როდესაც მონდომებული, ტიტინა ბავშვი უეცრად ჩუმდება, ხდება გულჩათხრობილი, თვითდამაზიანებელ ქცევებს ავლენს და გულგრილად ეკიდება სოციალურ კომუნიკაციებს ეს უკვე საგანგაშო ნიშანია.

ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მშობლები სწორად ამჩნევენ ცვლილებებს ბავშვის განვითარებაში, თუმცა ვერ აცნობიერებენ ხოლმე პრობლემის სპეციფიკურ ბუნებასა და ხარისხს.

აუტიზმის სპექტრის აშლილობების დიაპაზონი ვრცელდება შედარებით სუსტი ფორმებიდან ყველაზე მწვავე ფორმებამდე, რომელსაც თან ახლავს მეტყველების და ქცევის ისეთ დარღვევები, რომელთა გაგებაც ძალიან რთულია.

აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანებს აქვთ (A) შეზღუდული ან განმეორებადი ტიპის ქცევები და (B) დარღვევები სოციალურ კომუნიკაციაში, რომელიც წარმოიქმნება განვითარების ადრეულ პერიოდში. დაავადებების მანიფესტაციები განსხვავდება აუტისტური სიმპტომების სიმძიმის მიხედვით, ასევე ბავშვის განვითარების დონისა და ქრონოლოგიური ასაკის მიხედვით და დარღვევის სახელწოდებაში ტერმინი „სპექტრი"-ის გამოყენება სწორედ ამიტომაა გამართლებული.

პრევალენტობა (გავრცელების არეალი), მიზეზები და დიაგნოზი

2007 წელს შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრებში (CDC) დაადგინეს, რომ ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე 80-იან და 80-იანი წლების დასაწყისში შეერთებულ შტატებში ჩატარებული კვლევების შედეგად მიღებული მაჩვენებლები (კვლევა 2000 და 2002 წლების მონაცემებზე დაყრდნობით). კვლევა ჩატარდა 8 წლის ასაკის ბავშვეში აშშ-ს მაშტაბით 14 თემში, სადაც აუტიზმის სპექტირის აშლილობის კრიტერიუმები მათი ჯანმრთელობისა და სკოლის ჩანაწერების საფუძველზე დაადგინეს.კამათი იმასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ,არის თუ არა ეს მაჩვენებლები ჭეშმარიტად იმის მტკიცებულება რომ აუტიზმის სპექტრის აშლილობის პრევალენტობა( გავრცელება) გაზრდილია.

CDC– ის ატლანტაში დაფუძნებული პროგრამის უფრო ადრეული მოხსენების თანახმად, აუტიზმის სპექტრის აშლილობის მაჩვენებელი 3,4 იყო1000-იდან,3-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებში. აუტიზმის პრევალენტობის შესახებ ამ და რამდენიმე სხვა მნიშვნელოვანი კვლევის შეჯამების შედეგად CDC- ს შეფასებით, 1000-დან 2-6 (500-დან 1-დან 150-მდე) ბავშვს აქვს ASD. რისკი მამაკაცებში 3-4 ჯერ მეტია, ვიდრე ქალებში. 2009 წლის მონაცემებით კი აუტიზმის სპექტრი ყოველი 110 ბავშვიდან 1-ს აღენიშნება.

Autism Speaks– ის მიხედვით, არაკომერციული ადვოკატთა ასოციაცია, რომელიც ეძღვნება აუტიზმის გააზრებას, აუტიზმის არცერთი ცნობილი მიზეზი არ არსებობს. ამის ნაცვლად, მკვლევარებმა დაადგინეს მთელი რიგი მახასიათებლები, რამაც შეიძლება ადამიანი რისკის ქვეშ დააყენოს. ეს მოიცავს გენეტიკურ ფაქტორებს, გარემო ფაქტორებს ( მაგ: ასაკში გაჩენილი ბავშვი, ორსულობის ან მშობიარობის სირთულეები, ნაადრევი მშობიარობა), განსხვავებებს ტვინის ბიოლოგიასა და სტრუქტურაში. აბსოლუტურად არ არსებობს სანდო, სამეცნიერო მტკიცებულება, რომელიც აუტიზმს უკავშირებს ბავშვთა ვაქცინებს.

აუტიზმის მკურნალობა

ადრეული ჩარევა მნიშვნელოვანია აუტიზმის სპექტრის დარღვევების მკურნალობის დროს. რაც უფრო ადრე ხდება სპეციალისტის ჩარევა, მით უკეთესი შედეგი დგება როგორც ბავშვისთვის, ასევე ოჯახისთვის. ამ მდგომარეობის მკურნალობის საფუძველი ფსიქოთერაპიას ეფუძნება. არსებობს მრავალფეროვანი თერაპიული ტექნიკები, რომელთა მეშვეობითაც ამ მდგომარეობის მქონე ადამიანებს ეხმარებიან ისწავლონ თავიანთი სიმპტომების მართვა ცხოვრების განმავლობაში.

ზოგიერთი ადამიანისთვის, რომელსაც აღენიშნება აუტიზმი იყენებენ ჩარევას, რომელიც მიმართულია ერთი კონკრეტული პრობლემის აღმოფხვრისკენ, როგორიცაა:სპეციფიკური დეფიციტი დასწავლის, ენის, მიბაძვის, ყურადღების მიქცევის, მოტივაციის, შესაბამისობის და ინტერაქციის ინიციატივაში. ამ ტიპის მკურნალობა შეიძლება შეიცავდეს ქცევით მეთოდებს, საკომუნიკაციო თერაპიას, ოკუპაციურ და ფიზიკურ თერაპიას, სოციალური თამაშების ჩარევებთან ერთად.

აუტიზმის მართვა

რა ტიპის ცხოვრება ექნება აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანს დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:- რამდენად ძლიერია აშლილობა და რამდენად მალე მიიღო ბავშვმა მკურნალობა მათი სიმპტომების შესაბამისად, რაც უფრო ნაკლებად მძიმეა მდგომარეობა და რაც უფრო ადრე მიიღებს ბავშვი მკურნალობას, მით უფრო სავარაუდოა ხდება, რომ მას ექნება მნიშვნელოვნად კარგი შესაძლებლობა მთელი ცხოვრების განმავლობაში იცხოვროს თავისი მდგომარეობით. თუ ბავშვი განიცდის მწვავე აუტიზმს, შესაძლოა მას დასჭირდეს უწყვეტი დახმარება ცხოვრების, სწავლისა და მუშაობის დროს.


სტატიის ავტორი :- მაკა აბაზაშვილი

გამოყენებული ლიტერატურა 

Psych Central - Trusted mental health, depression, bipolar, ADHD & psychology

მსგავსი სტატიები

დატოვეთ კომენტარი