რა არის აგორაფობია ?

Agoraphobia აგორაფობია

გაშლილი სივრცის შიში

​აგორაფობია ეს არის გაშლილი სივრცის შიში, სხვანაირად რომ ვთქვათ, ისეთი სიტუაციების შიში და თავის არიდებაა, რომელშიც პიროვნება თავს ვერ გრძნობს უსაფრთხოდ ან რომლიდანაც ვერ გაიქცევა და ვერ მიაღწევს სახლამდე ან საავადმყოფომდე, როცა პანიკის ან სხვა ფიზიკური სიმტომები იჩენს თავს.

გაშლილი სივრცის გარდა, აგორაფობიკებს ასევე ეშინიათ ხალხმარავალი ადგილების. თვით სიტყვა აგორას (ბერძნ.) პირველი მნიშვნელობაა ბაზარი, რაც ხალხმრავლობასთან იყო გაიგივებული.

აგორაფობიის მქონე ადამიანები, როგორც წესი, თავს არიდებენ ისეთ ადგილებს და სიტუაციებს, როგორებიცაა სავაჭრო ცენტრები და დიდი მაღაზიები, მანქანები, ავტობუსები, მატარებლები, მეტრო, ფართო ქუჩები, გვირაბები, რესტორნები, თეატრები, ესკალატორები, ლიფტები, თვითმფრინავები, ხალხით გაჭერილი ადგილები, არ შეუძლიათ რიგში დგომა, სახლში მარტო დარჩენა ან სახლიდან შორს ყოფნა.

აგორაფობიას გენეტიკური საფუძვლები აქვს, თუმცა შესაძლებელია გამოწვეული იყოს გარემო ფაქტორებისგანაც. მასთან ერთად ხშირად განიხილავენ სივრცითი ორიენტაციის პრობლემებს, ასე მაგალითად, აგორაფობიის მქონე ადამიანთა უმეტესობას შესუსტებული აქვს ვესტიბულური აპარატის ფუნქციონირება, რომელიც ადამიანს ეხმარება სივრცეში შეთანხმებული მოძრაობა განახორციელოს, თავის მდებარეობა სტაბილური იყოს, ხოლო მხედველობა - ფიქსირებული, სათანადოდ წარიმართოს სივრცობრივი ორიენტაციის ფორმირება. 

შესაბამისად, ვესტიბულური აპარატის შესუსტებული ფუნქციონირების გამო, უჭირთ სივრცეში ორიენტირება, როდესაც ვიზუალური მინიშნებები იშვიათია (როგორც ეს ხდება ფართო ღია სივრცეებში) ან  პირიქით ზედმეტია (როგორც ხალხმრავლობაში). ამას თავის მხრივ შეიძლება თანა ახლდეს პანიკის შეტევა, რადგან ადამიანს უჭირს გარემოზე კონტროლის მოპოვება. აგორაფობია ხშირად გვხვდება პანიკურ აშლილობასთან ერთად, რომელთან ერთმანეთისგან გამინჯვნა შესაძლებელია დიაგნოსტირების საფუძველზე.

აგორაფობიის შემთხვევაში, ყველაზე ეფექტურ საშუალებას კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია წარმოადგენს, რომლის მიზანსაც წაროადგენს ადამიანი გაათავისუფლოს ირაციონალური შიშებისგან და დაეხმაროს ცხოვრების ჰარმონიულად გაგრძელებაში. 


სტატიის ავტორი: მარიამ იანტბელიძე

გამოყენებული ლიტერატურა

...

American Psychological Association (APA)

The American Psychological Association (APA) is a scientific and professional organization that represents psychologists in the United States. APA educates the public about psychology, behavioral science and mental health; promotes psychological science and practice; fosters the education and training of psychological scientists, practitioners and educators; advocates for psychological knowledge and practice to inform public policy; and champions the application of psychology to promote human rights, health, well-being and dignity.

მსგავსი სიახლეები

 
დახმარება