მელატონინი - ძილის ჰორმონი.

melatonini - dzilis hormoni მელატონინი - ძილის ჰორმონი.

მელატონინის ძირითადი ფუნქციაა ადამიანის ბიორიტმის რეგულირება. მისი მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ღრმად დავიძინოთ.​

ორგანიზმში მელატონინის დონის ამაღლების საშუალებები 

ყველასთვის ცნობილია მელატონინის, ანუ ძილის ჰორმონის შესახებ, მას ასევე ეძახიან სიცოცხლის და დღეგრძელობის ჰორმონს. ეს სახელწოდებები მიგვანიშნებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ადამიანის სიმშვიდის, ჯანმრთელობისა და დღეგრძელობისათვის ამ ჰორმონის აქტივობა ორგანიზმში.

მელატონინი არა მხოლოდ თავად გამომუშავდება ორგანიზმში, არამედ შესაძლებელია ის მოხვდეს სხვადასხვა პროდუქტების საშუალებით, ანდა შეიძლება ორგანიზმში შევიყვანოთ სხვადასხვა პრეპარატების მეშვეობით.

როგორ გამომუშავდება მელატონინი ორგანიზმში?

მელატონინი პროდუცირდება ეპოფიზით: მზის შუქის მოქმედების ქვეშ ტრიპტოფან-ამინომჟავა გარდაიქმნება სერატონინად (ბედნიერების განცდის მომტან ჰორმონად), რომელიც შემდგომ, ღამის განმავლობაში გარდაიქმნება მელატონინად. აქედან გამომდინარე, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ მელატონინის გამოსამუშავებლად აუცილებელია დღის განმავლობაში ბედნიერების შეგრძნება, რათა თავდაპირველად გამომუშავდეს სერატონინი და მან ხელი შეუწყოს მელატონინის გამომუშავებას. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დღის განმავლობაში თუნდაც ნახევარსაათიანი ძილი, თუმცა დაახლოებით 70% მელატონინისა ღამით გამომუშავდება. ეს მნიშვნელოვანი პროცესი დაახლოებით იწყება 20:00 საათისთვის და მეტ-ნაკლებად ინტენსიურდება 24:00 -დან 4:00 -მდე.

რა ვიღონოთ რომ გავზარდოთ მელატონინის გამომუშავება?

· პირველ რიგში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ 24:00 -მდე დავწვეთ დასაძინებლად.

· თუ თქვენთვის აუცილებელია ამ პერიოდში სიფხიზლე, მაშინ შეეცადეთ დატოვოთ რაც შეიძლება ნაკლებად მკვეთრი სინათლე.

· აუცილებლად გამოყავით გარკვეული და საკმარისი დრო იმისთვის, რომ აღიდგინოთ ძალები.

· ძილის წინ გამორთეთ სინათლის ყველა წყარო, დახურეთ ჟალუზები და გამოიყენეთ თვალის ნიღაბი.

· თუ გეღვიძებათ ღამე, არ აანთოთ შუქი და არ გამოიყენოთ მობილური ტელეფონები (სმარტფონები). 

​რა როლს თამაშობს მელატონინი?

მელატონინის ძირითადი ფუნქციაა ადამიანის ბიორიტმის რეგულირება. მისი მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ღრმად დავიძინოთ.

მაგრამ ამის გარდა მელატონინი:

1. მელატონინი უზრუნველყოფს ენდოკრინული სისტემის ეფექტურ მუშაობას.

2. ამცირებს დაბერების პროცესს.

3. აძლიერებს იმუნური სისტემის ფუნქციას.

4. უზრუნველყოფს ანტიოქსიდანტურ ეფექტს.

5. ეხმარება ორგანიზმს დეპრესიასთან ბრძოლაში

6. უზრუნველყოფს საჭმლის გადამუშავების სისტემის კარგ ფუნქციონირებას.

7. გავლენას ახდენს ორგანიზმში სხვა ჰორმონების გამომუშავების პროცესზე.

8. სასარგებლოა და ეხმარება ტვინის უჯრედებს სიცოცხლისუნარიანობაში.

რომელი პროდუქტები შეიცავს მელატონინს?

მელატონინი აღმოჩენილია გარკვეულ პროდუქტებში, მათ შორის ზოგიერთი ეხმარება მის გამომუშავებას. სუფთა ფორმით მელატონინს შეიცავს სიმინდი, ბანანი, ბრინჯი, სტაფილო, ბოლოკი, ლეღვი, ნიგოზი, ქიშმიში, პომიდორი-ტომატი, შვრია, ქერი.

პროდუქტები, რომლებიც დადებითად მოქმედებს მელატონინის გამომუშავებაზე: გოგრა (კვახი), ნუში, ყველი, საქონლის და ინდაურის ხორცი, ქათმის კვერცხი, რძე, გარგარი, ცაცხვი, შვრია, მზესუმზირა.

ასაკთან ერთად მელატონინის რაოდენობა მცირდება (განსაკუთრები 35 წლიდან), ამიტომაც ჩვენ აუცილებლად უნდა დავეხმაროთ ორგანიზმს მაქსიმალურად ეფექტურად.

თუ ჩვენს რჩევებს გაითვალისწინებთ, თქვენ გარანტირებული გექნებათ ღრმა ძილი, მშვიდი ცხოვრება, ხანგრძლივი ახალგაზრდობა და დღეგრძელობა.

ფსიქოლოგი: ვერიკო გოჯიაშვილი

მსგავსი სიახლეები

 
დახმარება