რა არის სტრესი ?

stress

სტრესი არის ორგანიზმის ნორმალური რეაქცია ყოველდღიურ გარე გამღიზიანებელზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის ინდივიდის განზოგადებული, გონებისა და სხეულის ერთობლივი სისტემატური რეაქცია მოთხოვნებსა და სტრესორებზე; გარემოს ან ფიზიკური ზეწოლა, რომელიც ორგანიზმის რეაქციას აღძრავს.

ძირითად შემთხვევებში სტრესი ადაპტაციურ ფუნქციას ასრულებს და გადარჩენას უწყობს ხელს, რადგან ის აიძულებს ორგანიზმს, რომ სწრაფად ცვალებად გარემო პირობებთან ადაპტირდეს. მაგალითად, წყლის დაკარგვისგან მცენარეები მიკროსკოპული ფორების დახურვით იცავენ თავს.

თუმცა, როცა ორგანიზმის რეაქცია სტრესზე არაადეკვატურია ან როცა სტრესი უაღრესად ძლიერია, შედეგად ორგანიზმი შეიძლება დაავადდეს ან შეწყვიტოს არსებობა. ასეთ არა ადაპტურ სტრესს ზოგჯერ დისტრესს უწოდებენ. გახანგრძლივებული სტრესი აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას, ფიტავს ემოციურად, იწვევს ძილის დარღვევებს და შეიძლება დეპრესიამდეც მიგვიყვანოს.

სტრესზე ადამიანების რეაქცია ბაზისური ფიზიოლოგიური მექანიზმების დონეზე, სხვა ორგანიზმების რეაქციებს ჰგავს, მაგრამ ადამიანების შემთხვევაში სტრესი განსაკუთრებით კომპლექსური ფენომენია, რომელზეც ცხოვრების თანამედროვე სტილი და ტექნოლოგიები ზემოქმედებენ.

ძირითადი გამომწვევი მიზეზებია :

ცხოვრების სწრაფი და დამღლელი ტემპი

კონფლიქტი ადამიანებთან

უბედური მოვლენები

დაუცველობის განცდა და არასტაბილურობა (მაგ: ფინანსურად)

სტრესი შეიძლება იყოს მწვავე, ქრონიკული ან ტრავმატული.

ქრონიკული- ქრონიკული სტრესი არის მუდმივი დაძაბულობის მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია გარემოს მოთხოვნილებების და ინდივიდის მიერ რესურსების შეუსაბამობის აღქმით. ასევე, ეს არის მუდმივი დაძაბულობის განცდა, რადგან ინდივიდი გარემოს მოთხოვნილებებს აღიქვამს, როგორც საკუთარი რესურსებისათვის შეუფერებლად მაღალს. როდესაც სტრესის მოქმედების ხანგრძლივობა იზრდება, ყალიბდება ქრონიკული სტრესი, რაც იწვევს გულის დაავადებებს, ინსომნიას, დეპრესიას, შფოთვით აშლილობებს და სხვა. ქრონიკული სტრესის გავრცელებული წყაროებია: ფინანსური პრობლემები, სამსახურთან დაკავშირებული პრობლემები, ოჯახური პრობლემები და ა.შ.

მწვავე- სტრესის ყველაზე გავრცელებულ ფორმაა. ხასიათდება დაწყებისა და დასრულების ნათლად გამოხატული პატერნებით. მწვავე სტრესი მცირე დოზებით,გარკვეულწილად, ინდივიდის მობილიზაციასაც კი შეიძლება უწყობდეს ხელს, მაგრამ ხშირი მწვავე სტრესი გამოფიტვასა და გადაღლილობას იწვევს. არსებობს ვრცელი ჩამონათვალი იმ მოვლენებისა, რომლებიც შეიძლება მწვავე სტრესი სდევდეს თან: ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც თან მანქანის დაზიანება ან ფარის ჩამსხვრევა შეიძლება მოჰყვეს; მნიშვნელოვანი კონტრაქტის გაუქმება; მკაცრად განსაზღვრულ ვადებში რაიმეს შესრულება; შვილების სკოლასთან დაკავშირებული პრობლემები და ა.შ.

მწვავე სტრესის ფართოდ გავრცელებული სიმპტომებია: ემოციური დისტრესი   სამი ძირითადი ემოციის — სიბრაზის ან გაღიზიანების, შფოთვისა და დეპრესიის გარკვეული კომბინაცია; ხშირად თან ახლავს კუნთებთან დაკავშირებული პრობლემები, თავისა და ზურგისა ტკივილები; კუჭ-ნაწლავის პრობლემები; სისხლის წნევასთან დაკავშირებული პრობლემები.

მწვევე სტრესს შეიძლება ნებისმიერ ეტაპზე ყველა ადამიანის ცხოვრებაში მოხდეს. ის მართვადია და ექვემდებარება მკურნალობას.

სტატიის ავტორი: მარიამ იანტბელიძე

გამოყენებული ლიტერატურა 

...

American Psychological Association (APA)

The American Psychological Association (APA) is a scientific and professional organization that represents psychologists in the United States. APA educates the public about psychology, behavioral science and mental health; promotes psychological science and practice; fosters the education and training of psychological scientists, practitioners and educators; advocates for psychological knowledge and practice to inform public policy; and champions the application of psychology to promote human rights, health, well-being and dignity.

მსგავსი სიახლეები

 
დახმარება