როგორ ამოვიცნოთ დეპრესია

დეპრესია

​ დეპრესიის მქონე ადამიანები განიცდიან ყოველდღიური საქმიანობისგან ინტერესის, სიამოვნების და ენერგიის ნაკლებობას , უძილობას ან ზედმეტ ძილს. დამახასიათებელია წონის მნიშვნელოვნად დაკლება ან მომატება, კონცენტრირების უუნარობა, უსარგებლობის ან ზედმეტი დანაშაულის გრძნობა , სიკვდილის ან თვითმკვლელობის განმეორებითი აზრები.

ქვემოთ გთავაზობთ დეპრესიისთვის ძირითად მახასიათებლებს , რომლებიც გასაზღვრულია DSM-5-ის მიხედვით და შეფასებულია კლინიკური ფსიქოლოგის ან ფსიქიატრის მიერ:

დეპრესიული განწყობა- თითქმის ყოველ დღე, ფაქტობრივად მთელი დღის განმავლობაში. დეპრესიული განწყობა განისაზღვრება როგორც ახსნილი ან აუხსნელი სევდა, რაც უარყოფითად აისახება თქვენს ცხოვრებაზე და ყოველდღიური დავალებების შესრულების უნარზე. დეპრესიულმა განწყობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს ურთიერთობებზე, საშინაო ცხოვრებასა და კარიერაზე. 


  • შემცირებული ინტერესები- ადამიანს ნაკლები ინტერესები აქვს ჰობის, კარიერის, სკოლის, ბავშვების და ცხოვრების სხვა ასპექტების მიმართ. ხშირად ადამიანები, რომლებსაც ნაკლებად აქვთ ინტერესი საქმიანობისთვის ან არ იღებენ სიამოვნებას საქმიანობიდან, აღმოჩნდებიან მოწყვეტილი სხვებისგან და საკმაოდ დიდ დროს ატარებენ მარტო.  

  •  წონის ცვლილებები- დეპრესიამ შეიძლება გამოიწვიოს წონის მნიშვნელოვანი ცვლილებები. თქვენ შეიძლება განიცადოთ წონის აუხსნელი დაკარგვა დიეტის ან ყოველგვარი ვარჯიშის გარეშე. თავის მხრივ, ზოგი ადამიანი უფრო მეტს ჭამს დეპრესიის დროს, რაც იწვევს მნიშვნელოვან წონაში მატებას. მიუხედავად იმისა, რომ წონის ცვლილებები შეიძლება მრავალი ფსიქიკური ან ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემების სიმპტომი იყოს, როდესაც იგი დეპრესიის სხვა კრიტერიუმებთან არის შერწყმული, ეს შეიძლება იყოს დეპრესიის აშკარა ნიშანი.  

  •  შენელება- დეპრესიაში ყოფნისას შეიძლება გონებრივი და ფიზიკური აქტივობები მნიშვნელოვნად შეანელოთ. თქვენმა გონებამ შეიძლება არ იმუშაოს ისე სწრაფად, როგორც ადრე, გაგიჭირდეთ შემეცნებითი დავალებების შესრულება. შეიძლება გაგიჩნდეთ მოუსვენრობის გრძნობაც. მოცემული კრიტერიუმები ახლობლებისთვისაც შესამჩნევი უნდა იყოს და არა მხოლოდ შინაგანი განცდის დონეზე.    

  • დაღლილობა- დეპრესია დამღლელია. ქრონიკული დაღლილობა და მუდმივად შეგრძნება, თითქოს ძილი გჭირდებათ, შეიძლება დეპრესიის აშკარა ნიშანია.  

  • უსარგებლობის და დანაშაულის გრძნობა- შეიძლება იგრძნოთ თავი ისე, თითქოს ვერაფერს აკეთებ სწორად, ან რომ გარშემომყოფებისთვის უკეთესი იქნებოდა შენს გარეშე. თქვენ ასევე შეიძლება ხშირად იგრძნოთ თავი დამნაშავედ იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც თქვენს კონტროლს არ ექვემდებარება.   

  • კონცენტრირების უუნარობა- ბევრ ადამიანს, ვისაც აქვს კლინიკური დეპრესია, არ შეუძლია კონცენტრირება ან გადაწყვეტილების მიღება. ეს იმიტომ ხდება, რომ გონება აკვირდება გრძნობებსა და აზრებს, რომლებიც გამოწვეულია დეპრესიით და მის გარშემო ტრიალებს. როდესაც გონება დანაშაულის, არაადეკვატურობისა და შფოთვის ფიქრებშია ჩართული, შეუძლებელს ხდის კოგნიტურ დავალებებზე კონცენტრირებას. ამასთან ერთად დამახსოვრების პროცესიც შენელებულია.  

  • თვითმკვლელობის იდეა- თვითმკვლელობის იდეა განსხვავდება თვითმკვლელობის აზრებისგან. დეპრესიული ადამიანები ხშირად ფიქრობენ სიკვდილზე ხშირად და შეიძლება ჰქონდეთ მოსაზრებები, რომ თვითმკვლელობა საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა. ამ ადამიანებთან თვითმკვლელობის საფრთხე შედარებით დაბალია. ამასთან, მძიმე დეპრესიის მქონე ზოგიერთ ადამიანს სუიციდისკენ მიდრეკილება აქვს და მათ ყურადღებით უნდა დააკვირდეთ.


განასხვავებენ დეპრესიის რამდენიმე ქვესახეობებს, როგორებიცაა: მშობიარობის შემდგომი დეპრესია და სეზონური აფექტური აშლილობა. ​

​სტატიის ავტორი: მარიამ იანტბელიძე

გამოყენებული ლიტერატურა

მსგავსი სიახლეები

 
დახმარება