რა არის ბრაზი ?

ბრაზი ბრაზი/აგრესია

როდესაც გაბრაზდებით, თქვენი გულისცემა და არტერიული წნევა მატულობს, ისევე როგორც თქვენი ენერგიის ჰორმონები, ადრენალინი და ნორადრენალინი.

​     ბრაზი ემოციური მდგომარეობაა, როდესაც ადამიანი გრძნობს იმედგაცრუებას ვინმეს ან რაიმეს მიმართ, ასევე უარყოფას ან მტრულ განწყობას სხვების მხრიდან. სიბრაზის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც გარეგანი, ასევე შინაგანი მოვლენები. ასე მაგალითად, თქვენ შეიძლება გაბრაზდეთ ვინმე კონკრეტულ ადამიანზე (მაგ: თანამშრომელზე) ან სიტუაციაზე (მაგ: მოყევით საცობში), ასევე თქვენი რისხვა შეიძლება გამოწვეული იყოს თქვენი პირადი პრობლემების შესახებ ფიქრით. ტრავმული ან შემაძრწუნებელი მოვლენების მოგონებამ შეიძლება აგრეთვე მსგავსი განცდები გამოიწვიოს.

    ბრაზის გამოხატვის ინსტიქტურ, ბუნებრივ გზას წარმოადგენს აგრესიული რეაქცია გამღიზიანებელზე. იგი ადაპტური პასუხია საფრთხეებზე. ეს შთააგონებს ადამიანებს ძლიერ, ხშირად აგრესიულ გრძნობებსა და ქცევებს, რაც საშუალებას აძლევს მათ, რომ იბრძოლონ და დაიცვან თავი, როდესაც თავს ესხმიან. ამიტომაც გარკვეული დოზით სიბრაზე, აუცილებელია ჩვენი გადარჩენისთვის.

    მეორეს მხრივ, ჩვენ ფიზიკურად ვერ გამოვხატავთ ბრაზს ყველა პირზე ან ობიექტზე, რომელიც გვაღიზიანებს. კანონები, სოციალური ნორმები და საღი აზრი აწესებს ბრაზის გამოხატვის ნორმებს.

   მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილე იმაზეც, თუ რამდენად უშლის ხელს თქვენი ბრაზის გამოხატვა თქვენს სამომავლო გეგმებსა და ინტერესებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თქვენ გაქვთ სიბრაზის პრობლემა, თუ ბრაზის ან უკმაყოფილების გარკვეული  ფორმა გაიძულებთ გააკეთოთ რაიმე თქვენი გრძელვადიანი საუკეთესო ინტერესის საწინააღმდეგოდ, ან გიშლით ხელს თქვენს მოქმედებში.  

როგორც, ზემოთ აღვნიშნეთ, ბრაზი ბუნებრივი დამცავი ემოციაა. იგი გვეხმარება დავიცვათ საკუთარი თავი, ჩვენთვის ძვირფასი ადამიანები თუ ღირებულებები. ამის საპირისპიროდ კი, პრობლემური ბრაზი მიმართულია მყიფე ეგოს დაცვაზე. ასეთი ადამიანები ბევრა ადვილად ბრაზდებიან. მათ განვითარებული აქვთ წარმოდგენა, რომ რატომღაც აქვთ უფლება გააკონტროლონ თუ რას ფიქრობენ, ამბობენ და აკეთებენ სხვა ადამიანები. და თუ ვინმე არ ეთანხმება, თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ და ბრაზდებიან.

მყიფე ეგოების წარმოქმნა გამოწვეულია დანაშაულის, სირცხვილისა და შფოთვისგან, რაც ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ ვარღვევთ ან ვუგულებელყოფთ ჩვენს შინაგან ღირებულებებს. მოცმეულ შემთხვევაში, კი მნიშვნელოვანია ადამიანმა გააცნობიეროს თავისი შინაგანი ფასეულობები, სიბრაზის რეგულირების ეფექტური ტექნიკა აძლიერებს თვითშეფასებას, ისე რომ ადამიანი აღარ საჭიროებს ეგოს დასაცავად გამოიყენოს სიბრაზე და აგრესია.

  გადაჭარბებულმა ბრაზმა შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. გაზრდილმა სისხლის წნევამ და სხვა ფიზიკურმა ცვლილებებმა, რომლებიც სიბრაზის მდგომარეობასთან არიან დაკავშირებულები, ხელს უშლიან ადამიანს ნათლად აზროვნებაში და სახიფათოა ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის.

სტატიის ავტორი: მარიამ იანტბელიძე

გამოყენებული ლიტერატურა 

...

Beyond Anger Management | Psychology Today

You have an anger problem if some subtle form of anger or resentment makes you do something against your long-term best interests.

მსგავსი სიახლეები

 
დახმარება