ვუაუერიზმი ხასიათდება, განმეორებითი, ინტენსიური სქესობრივად აღმძვრელი ფანტაზიებით, სექსუალური მიდრეკილებების ან ქცევის ჩათვლით, რაც გულისხმობს ადამიანების თვალთვალს მათი სექსუალური ან ინტიმური ქცევის (მაგ., ტანსაცმლის გახდის) პროცესში.
ადამიანები, შესაძლოა მუდმივად იყვნენ გატაცებულები სექსუალური ფანტაზიებითა და მოთხოვნილებებით, ქცევის ამ სტილს ხშირად უწოდებენ ჰიპერექსუალობას ან სქესის დამოკიდებულებას.
ნაადრევი (ადრეული) ეაკულაცია ეს არის მუდმივი ან მორეციდივე ეაკულაცია, მინიმალური სექსუალური სტიმულაციით, სექსუალურ პენეტრაციამდე ან მყისიერად პენეტრაციის შემდეგ
დამახასიათებელია სხვა ადამიანების სასქესო ორგანოებზე შეხება, მისი ნებართვის და სურვილის გათვალისწინების გარეშე, რომლითაც იღებენ სექსუალურ სიამოვნებას.
ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ქალს მუდმივად ან პერიოდულად აქვს უუნარობა - სექსუალური აგზნების მიღწევის ან სექსუალური აქტის დასრულებამდე შეინარჩუნოს სექსუალური აგზნებადობა.
ექსჰიბიციონიზმის დამახასიათებელი ნიშანია ინტენსიური, სქესობრივად აღმძვრელი ფანტაზიები ან ქცევები რომლებიც მოიცავს სასქესო ორგანოს ჩვენებას უცხო ადამიანების თვალწინ.
სექსუალური დარღვევები არ ნიშნავს იმას, რომ რამე "არასწორი" ან საშინელი ხდება თქვენ თავს. ეს მხოლოდ იმის ნიშანია, რომ უბრალოდ თქვენ განიცდით ისეთ რამეს, რომელიც შეიძლება მოულოდნელად ნებისმიერ ადამიანს დაემართოს ცხოვრების ნებისმიერ დროს , უმიზეზოდ ან რაიმე მიზეზით.