როგორ დავეხმაროთ ექსპრესიული მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვს

როგორ დავეხმაროთ ექსპრესიული მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვს

რაც უფრო ადრეულ ასაკში მოხდება დიაგნოსტირება, მით უფრო ეფექტური იქნება ბავშვის პრობლემაზე მუშაობა.

​ ბავშვის შესაფასებლად გამოიყენება ინტერვიუ, დაკვირვება, მეტყველების შესაფასებელი სტანდარტული ტესტები, არავერბალური ინტელექტის შესაფასებელი ტესტები.

 ადეკვატური დიაგნოსტირების შემდეგ აუცილებელია შესაბამისი სპეციალისტების ბავშვთან მუშაობა. აღსანიშნავია, რომ ბავშვის პრობლემაზე მუშაობა ხანგრძლივი პროცესია და გრძელდება 1-3 წელი, შეიძლება მეტიც.

• სპეციალისტის პარალელურად ბავშვის მეტყველებაზე მუშაობის პროცესში აუცილებელია მშობლის აქტიური თანამონაწილეობა. ძალზე მნიშვნელოვანია ის, რომ ბავშვი არ აიძულოთ წარმოთქვას რაიმე სიტყვა ან წინადადება, ან სწორად გაიმეოროს სიტყვა, ან ბგერები. გარშემომყოფთა დაჟინებული მოთხოვნა ბავშვს უარყოფით დამოკიდებულებას უყალიბებს თავად მეტყველების პროცესისადმი, რადგან მას გამუდმებით თხოვენ იმის გაკეთებას რაც მას არ შეუძლია, ან უჭირს.

ადეკვატური დიაგნოსტირების შემდეგ აუცილებელია შესაბამისი სპეციალისტების ბავშვთან მუშაობა. აღსანიშნავია, რომ ბავშვის პრობლემაზე მუშაობა ხანგრძლივი პროცესია და გრძელდება 1-3 წელი, შეიძლება მეტიც.

• სპეციალისტის პარალელურად ბავშვის მეტყველებაზე მუშაობის პროცესში აუცილებელია მშობლის აქტიური თანამონაწილეობა. ძალზე მნიშვნელოვანია ის, რომ ბავშვი არ აიძულოთ წარმოთქვას რაიმე სიტყვა ან წინადადება, ან სწორად გაიმეოროს სიტყვა, ან ბგერები. გარშემომყოფთა დაჟინებული მოთხოვნა ბავშვს უარყოფით დამოკიდებულებას უყალიბებს თავად მეტყველების პროცესისადმი, რადგან მას გამუდმებით თხოვენ იმის გაკეთებას რაც მას არ შეუძლია, ან უჭირს.

სამაგიეროდ, ბავშვისათვის აუცილებელია სამეტყველო მასტიმულირებელი გარემოს შექმნა. კერძოდ, უნდა გაუხმოვანოთ ყველაფერი (თქვენი მოქმედებები, მისი მოქმედებები, რასაც ხედავს და ესმის).

მეტყველება უნდა იყოს მკაფიო, სწორი არტიკულაციით, წინადადებები უნდა იყოს მარტივი. მაგ.: სუფრას შლით და აჭმევთ, მოქმედების პარალელურად ამბობთ: `აი კოვზი, სუპი, ჭიქა დავდე, აი დანა, ტაფიდან გადმოვიღეთ კატლეტი"; ან მაგ.: აცმევთ, პარალელურად ეუბნებით: `მომეცი ხელი, აი შარვალი, აი პერანგი, გამოსწიე ფეხი". სეირნობთ ქუჩაში და ეუბნებით, მაგ.: `ნახე ჩიტი, გოგო მიდის, მანქანა მოდის, ბიჭი დგას, აი ხე და ა.შ."

ასეთი აქტიური მეტყველებითი სტიმულაცია ხელს შეუწყობს ბავშვის მიერ უნებლიე დონეზე სიტყვების წარმოთქმას; იგი უნებლიედ იწყებს იმის წარმოთქმას, რისი თქმაც მას ნებისმიერად არ შეეძლო.

გახმოვანების დროს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ანტონიმების დასახელებას (მაგ: `კურდღელს მოკლე კუდი აქვს, მელიას გრძელი~, `ეს სახლი მაღალია, ეს დაბალი~ და ა.შ.), რაოდენობას (მაგ: `ნახე 3 კარტოფილი ავიღე; ერთი, ორი, სამი~ და ა.შ.), საგნების დანიშნულების ახსნას (მაგ: `საათი გვჭირდება, რომ გვაჩვენოს დრო~, `ტაფა გვჭირდება, რომ რაიმე შევწვათ~ და ა.შ).

იმღერეთ მისი საყვარელი მელოდიები ერთად. თუ ბავშვის ექსპრესიული მეტყველების დარღვევა მძიმეა, შეიძლება შესთავაზოთ ცხოველების ფიგურებით თამაში: იღებთ ცხოველების ფიგურებს და ეუბნებით: `აი ძროხა. როგორ აკეთებს ძროხა? მუუუ; აბა ვიპოვოთ ძაღლი, როგორ ყეფს? აუ, აუ, აუ" და ა.შ. ყოველივე ამას აკეთებთ მკვეთრი, წამღერებული ინტონაციით.

ითამაშეთ სხვადასხვაგვარი როლური თამაში (მაგ: `მაღაზიობანა~, `სტუმრობანა~, `მძღოლობანა~ და ა.შ.). თამაშის პროცესში ლექსიკა და წინდადადებების სირთულე უნდა იცვალოს ბავშვის ექსპრესიული მეტყველების დარღვევის სიმძიმის მიხედვით. ამ თამაშების დროს ხდება მარტივი საყოფაცხოვრებო სიტუაციების გათამაშება. მაგ: `მაღაზიობანას~ თამაშის დროს შეიძლება თქვენ იყოთ მყიდველი, ბავშვი – გამყიდველი. თქვენ შორის უნდა წარიმართოს მარტივი დიალოგი. თავიდან შეიძლება ორივე როლი (ბავშვის და თქვენი) გაახმოვანოთ თქვენ თვითონ; შემდეგ როდესაც ბავშვი გაერკვევა, თუ რა ტიპის თამაშს თხოვთ და მარტივი ფრაზებიც (მაგ: მყიდველი - `რა ღირს ბურთი?~ გამყიდველი - `ერთი ლარი~ და ა.შ.) ნაცნობი გახდება, შეიძლება თვითონაც გაახმოვანოს დიალოგი. 

ითამაშეთ მანამ, სანამ ბავშვი თვითონ არ დაიწყებს გახმოვანებას (ამას შეიძლება დასჭირდეს 5-ჯერ, ან გაცილებით მეტჯერ თამაში). მნიშვნელოვანია შემდეგი: ერთი და იგივე კითხვას ერთ ჯერზე ბევრჯერ ნუ გაუმეორებთ და მაშინვე პასუხს ნუ მოსთხოვთ. ჯერ თქვენ ეკითხებით, თუ ბავშვი არ პასუხობს - თქვენვე უპასუხებთ კითხვას და აგრძელებთ მოქმედებას. 

აარჩიეთ სურათი, რომელზეც გაშლილია მოქმედება, აღუწერეთ ბავშვს სურათი და მიუთითეთ თითით (მაგ: `ნახე, აქ ძროხა ბალახს ძოვს~ და ა.შ.), თხოვეთ გიპოვოთ თქვენსმიერ დასახელებული ობიექტები, ამ ობიექტების ნაწილები. დაუსვით კითხვები (თავიდან დაიწყეთ მიმთითებელი კითხვები, რომელიც ნაწილობრივ შეიცავს პასუხს, მაგ: `მოკრიფა ბავშვმა ვაშლი?, შემდეგ კითხვები გაართულეთ მაგ: `რას აკეთებდა ბავშვი ბაღში?, თუ ვერ გიპასუხებთ, თქვენ თვითონვე უპასუხეთ.

ბავშვის მეტყველების განვითარება მჭოდროდაა დაკავშირებული ბავშვის ნატიფი მოტორიკის განვითარებასთან, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით მუშაობაც.

ითამაშეთ მოზაიკით; თავიდან მოზაიკის ღილაკები ჩაარჭოს ცალცალი ხელით. მას შემდეგ რაც მოძრაობები უფრო დახვეწილი გახდება (უფრო იოლად ჩაარჭობს მოზაიკის ღილაკებს, აღებისას აღარ გაუვარდება ისინი ხელიდან და ა.შ.), უთხარით ბავშვს, რომ მოზაიკების ღილაკები ჩაარჭოს ორივე ხელით ერთდროულად;

ხატეთ ხელის საღებავებით: ხელის საღებავი წაუსვით მხოლოდ ცერზე, ბავშვმა იმავე ხელის დანარჩენი თითებით აიღოს ეს საღებავი და ისე დახატოს (გააკეთეთ ორივე ხელზე); ძერწეთ პლასტელინით სხვადასხვა ობიექტები, თავიდან მარტივი მაგ: ბურთი, გველი, შემდეგ კი უფრო რთული;

    სტატიის ავტორი : მაკა აბაზაშვილი

    გამოყენებული ლიტერატურა

მსგავსი სიახლეები

 
დახმარება